რედაქტორის რჩევით
კოლეჯი „განთიადი“ დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღეს უმასპინძლებს
24 ივლისს 12:00 საათზე გორის კოლეჯ „განთიადში“ სამუშაოზე
დაფუძნებული სწავლების დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე
გაიმართება. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მსურველები
გაეცნობიან აგრარული პროფილის დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებს,
რომლებიც მათ სწავლებასთან ერთად ანაზღაურებად დასაქმებას და კარიერულ
განვითარებას სთავაზობს.
კოლეჯი „განთიადი“ 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის აპლიკანტებს მეხილეობის, მებოსტნეობის და მეფუტკრეობის დუალურ პროგრამებზე მიიღებს. სწავლების პარალელურად სტუდენტები შეძლებენ სამუშაო გამოცდილების მიღებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას პარტნიორ საწარმოებში.
პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში და ონლაინ ვებ გვერდზე vet.emis.ge.
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამები აგროსფეროთი დაინტერესებულ აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ პროფესიას სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით, მოიპოვონ სახელმწიფოს სრული დაფინანსება და სწავლის პარალელურად დასაქმდნენ პარტნიორ საწარმოებში.
დუალური მიდგომით შემუშავებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი საწარმოების მხარდაჭერით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია "GFA" და სექტორული უნარების ორგანიზაცია “აგრო-დუო”.

ამავე კატეგორიაში

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები მდინარე

ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია ქართლის სტუდიის სტუმარია.

,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს. მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

ლაშა გოგნიაშვილი 2012 წელს ქარელის პოლიციის უფროსი იყო.

"დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული,
ადამიანების დაცვის
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები