რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
გორში ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა [R]
2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა, ამჯერად გორში.

გორის ნეიროგანვითარების ცენტრი დაკომპლექტებულია თანამედროვე განათლების მქონე პროფესიონალებით და აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.

გორის ნეიროგანვითარების ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა იმ სერვისითა და პროგრამით, რომლითაც სარგებლობთ თბილისსა და ზუგდიდში!

ნეიროგანვითარების ცენტრს ძალიან დიდი და უნიკალური ისტორია აქვს. ცენტრი 1996 წლიდან დღემდე წარმოადგენს წამყვან კლინიკას. მთელი ამ დროის მანძილზე ნეიროგანვითარების ცენტრი არის აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების ხელშეწყობის თანამედროვე მიდგომების დანერგვის ავტორი საქართველოში.

ოკუპაციური თერაპია, ფუნქციური ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპიის თანამედროვე ხედვა, ბოტულინის ტოქსინის შემცველი მედიკამენტების (ბოტოქსი, დისპორტი) გამოყენება კუნთთა სპასტიურობის მენეჯმენტში, სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური მორგების სერვისი, ორთეზირება, დამხმარე ავეჯი და სხვა დამხმარე საშუალებები - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სერვისებისა რომელიც დღეს ხელმისაწვდომია საქართველოში სწორედ ნეიროგანვითარების ცენტრის ძალისხმევის შედეგად.

მკურნალობა ტარდება თითოეული ბენეფიციარისთვის შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით პროფესიონალთა გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშია ექიმი-ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფიზიკური თერაპევტი, ქცევის თერაპევტი მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ხელოვნების თერაპევტი, აქვათერაპევტი, ორთეზისტი.

მიზანზე ორიენტირებული გუნდური მიდგომა რეაბილიტაციაში, ასევე პირველად საქართველოში, დაინერგა ნეიროგანვითარების ცენტრში, ნიდერლანდების მოწინავე სარეაბილიტაციო ცენტრებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით.

მოგეხსენებათ, გორის ნეიროგანვითარების ცენტრი რიგით მე-4 ფილიალია. დღესდღეობით ნეიროგანვითარების ცენტრს თბილისში 2 ფილიალი აქვს - დიღომსა და ისანში, აგრეთვე ზუგდიდში და ახლა უკვე გორშიც.

მისამართი:
გორი, ნინოშვილის N28
საკონტაქტო ნომერი: 598 118 835



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა დაასახელა.
22:07 / 01.04.2025
"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ
18:49 / 01.04.2025
განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

17:00 / 01.04.2025
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
16:20 / 01.04.2025
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
12:06 / 31.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.