|
,,აქედან სამასი ლარი გაწეულია საჯარიმო თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის დარიცხული საურავისა და აღსრულების საფასურის სახით" - განმარტებულია დასკვნაში.
აუდიტის შეფასებით, აღნიშნული თანხების ანაზღაურება შესაბამის დამრღვევ პირებს უნდა დაკისრებოდათ და წარმოადგენს ბიუჯეტიდან გაწეულ არამიზნობრივ ხარჯს.
Qartli.gE-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის 21 იანვარს ვიდეოფირზე დაფიქსირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 170 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკუთვნის ავტომანქანა ,,ლექსუს"-ს, სახელმწიფო ნომრით EFE-797", ხოლო იმავე მანქანაზე დაკისრებული ჯარიმა, 2013 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, კვლავ, ვიდეოფირზე დაფიქსირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, დამატებით 192 ლარი შეადგინა.
ეს ვადაგადაცილებული თანხები გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიფარა.
რაც შეეხება 2012 წლის 12 მარტს ,,ავტომანქანა ტოიტოტა სახელმწიფო ნომერი RNR-522" არასწორი პარკირებისთვის 10-10 ლარით (დღეში ორჯერ) დაჯარიმდა. ხოლო ავტომანქანა ,,ლექსუს სახელმწიფო ნომრით GQG-909"-ს, მისმა ჯარიმამ 2012 წლის 26 აპრილს 10 ლარი შეადგინა.
,,ამჟამად, დოკუმენტურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუ ვისზე იყო განპიროვნებული ეს მანქანები. ბოლო ორი წლის დოკუმენტაცია პროკურატურას მთლიანად აქვს წაღებული" - გვითხრა გორის მერიის საფინანსო-სამსახურის უფროსმა დალი ტლაშაძემ.
ფოტოზე: პოლიციის მაღალჩინოსნების ბირჟა გორის ცენტრალურ მოედანზე, 2014 წლის ივლისი



განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,





სტატიის გამოყენების პირობები