დღეს, 13 მარტს, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, საავტომობილო დეპარტამენტის უფროსი ვაჟა ფანჩულიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბანი-რკონის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის დასათვალიერებლად ზემოაღნიშნულ სოფლებში ჩავიდნენ. ადგილობრივ მცხოვრებსსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საუბარი, სწორედ, ამ ვიზიტის დროს გაიმართა. ერთაწმინდელები აცხადებენ, რომ ბულდოზერმა 30-40 სმ სიღრმეზე მდებარე სასმელი წყლის მილი გადაიჭრა.
ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (ახალი ასფალტ-ბეტონის მოსხმა) მსოფლიო ბანკის დაფინანსების ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 მლნ 46 ათასი ლარია. 5 კმ 700 მეტრი გზა იწყება ახალქალაქიდან, გრძელდება ახალციხეში, გაივლის ნოსტეს და დასრულდება მთიულთუბანში. სამუშაოებს კომპანია ,,იბოლია" აწარმოებს.
რაც შეეხება ახალქალაქი-რკონის 4 კმ-იან გზას, ის იწყება ახალქალაქიდან, გაივლის გარიყულას, შედის ერთაწმინდაში და სრულდება ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან. ამ სამუშაოებს კი შპს ,,დაგი" და შპს ,,ნიუკონსტრაქშენი" ასრულებს. ეს პროექტიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2 მლნ 478 000 ლარის ფარგლებში ხორციელდება.
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები