საკრებულოში დაიშალა ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" შემადგენლობა. მისი თავმჯდომარე, სწორედ, ნათია გოჩაშვილი იყო.
32 წევრიან საკრებულოში ,,ქართულ ოცნებას" 15 დეპუტატი ჰყავს, რომელსაც ერთი დეპუტატი დღეს დაემატა. საკრებულოში არიან როგორ დამოუკიდებელი, ასევე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, სალომე ზურაბიშვილის, ლეიბორისტების და ა.შ. პარტიას მიკუთვნებული წევრები.
რაც შეეხება გამგებლის წარმომადგენლებს, რომლებაც ალასანიას გუნდი დატოვეს, ესენი არიან - მარიამ გულისაშვილი ატოციდან, გიორგი გოგაშვილი - დირბიდან და ზაზა კოპაძე ქარელის ტერიტორიული ორგანოდან.
ქარელში ,,თავისუფალი დემოკრატების" გუნდის ჩამოყალიბებას საფუძველი შმაგი კოპაძემ დაუდო, რომელიც ირაკლი ალასანიას გვერდით დიდი ხანია იბრძვის და წინასაარჩევნო პერიოდში (2012 წელს) პარტიას კოორდინაციას უწევდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანიას დანიშვნის შემდგომ შმაგი კოპაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებში ჩადგა.



ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის


საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.



სტატიის გამოყენების პირობები