გორისა და ატენის ეპარქიის წარმოამდგენლი დედა მარიამი (მსხილაძე)
აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე გორისა და ატენის
ეპარქია მონაწილეობას ორგანიზებულად არ მიიღებს. მისევე თქმით,
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების გარდა, სხვა განცხადების
გაკეთებას არ აპირებენ და კონტრაქციაზე წასვლის გადაწყვეტილებას ყველა
სასულიერო პირი ინდივიდუალურად მიიღებს.
,,იმ განცხადების გარდა, რაც საპატრიაქოს მხრიდან გაკეთდა, სხვა
განცხადება არ გაკეთდება. შესაბამისად, ალბათ ყველა ინდივიდუალურად
მიიღებს გადაწყვეტილებას. მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ,,სოდომ-გომორის'' ცოდვაზე 16 ივნისს იქადაგა.
,,ცოდვა ყოველთვის იყო და სამწუხაროდ, ყოველთვის იქნება, მაგრამ სხვა არის, როდესაც მე გამოვდივარ და ცოდვას ვქადაგებ და წარმოვაჩენ მას, როგორც მისაღებ ქმედებას.'' - განაცხადა მეუფე ანდრიამ.
ცნობისთვის, თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBT პრაიდია დაგეგმილი. აღნიშნულმა აქტიბობამ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებში დიდი მღელვარება გამოიწვია. 14 ივნისს საპატრიარქომ „თბილისი პრაიდის“ გაუქმების მოთხოვნით ხელისუფლებას უკვე მიმართა. ამის საპასუხოდ LGBT აქტივისტებმა აქცია მოაწყეს. კონტრაქციაში კი მოქალაქეებთან ერთად სამღვდელოებაც მონაწილეობდა. კონტრაქციას შეუერთდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ ის მომხრეებთან ერთად პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებს. ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნაც გუშინ დააანონსა. უკანონო ფორმირებების შექმნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკითხვების სერია დაიწყო. თუმცა, უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ რამდენად გრძელია დასაკითხ პირთა სია და მოხვდნენ თუ არა მის სათავეში რადიკალური მოძრაობის მთავარი ლიდერები. გამოძიების მიუხედავად, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, ჯერჯერობით, გეგმების შეცვლას არ აპირებენ.
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
სტატიის გამოყენების პირობები