რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქართული წარმოების ხორცი და ევროპის ბაზარი
საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ხორცი და
ხორცპროდუქტები არ გადის. ქვეყანაში წარმოებული ხორცი ადგილობრივ
ბაზარზე იყიდება. როგორია ხარისხი და როგორ უნდა დაიცვან წესები
სასაკლაოზე, ისე რომ ხორცი საკვებად უსაფრთხო იყოს, ამის შესახებ შპს
"ხორცკომბინატის" დირექტორი და სურსათის ეროვნული სააგენტოს
თანამშრომელი საუბრობენ.
"ცოცხალი საქონლის მიღებისას, პირველ რიგში, ის სპეციალურ საქონლის სადგომზე თავსდება, სადაც ვეტერინარის მიერ მოწმდება, არის თუ არა იდენტიფიცირებული სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, დანომრილი. საყურე ნიშნები არის სპეციალური ნიშანი, რომელიც საქონელს ყურზე აქვს განთავსებული. დაკვლისწინა შემოწმების შემდეგ, ხდება პირუტყვის დაკვლა. დაკვლის შემდგომ ეტაპზე ხდება მისი ექსპერტიზა, შინაგანი ორგანოების შემოწმება, რომელიც კვალიფიციური ვეტერინარის მიერ ტარდება. თუ ჩაითვლება, რომ ვარგისია, თავსდება მაცივარში მთელი ღამით და მეორე დილით სარეალიზაციოდ გადის" - ამბობს მამია ბუქულიშვილი, შპს "ხორცკომბინატის" დირექტორი.
ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად საჭიროა საქართველომ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რათა მოხდეს ხორცის ექსპორტზე გატანა.
"აქ დაკლული ხორცი ევროპაში რომ გავიდეს, ამისათვის საჭიროა სპეციალური შეთანხმება ევროპასთან, რომელიც ჯერ არ გვაქვს. აქედან შესაძლებელია ევროპაში გავიდეს მცენარეული წარმოშობის პროდუქტები: ხილი, ღვინო, ლიმონათი. სხვადასხვა პროდუქტები, მაგრამ ხორცპროდუქტებს რაც შეეხება, როგორი სასაკლაოც არ უნდა იყოს და როგორი მაღალი სტანდარტების მიხედვით აშენებული, ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენ ის შეთანხმება არ გვაქვს, რომ გავიდეს. შეთანხმება რომ არსებობდეს, შემდეგ შეიძლება ფიქრი ხორცის ექსპორტზე გატანაზე" - აცხადებს ბუქულიშვილი.
ისეთ პროდუქტზე, როგორიც ხორცია განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული. სურსათის ეროვნული სააგენტო სასაკლაოებს გეგმიურად წელიწადში ოთხჯერ ამოწმებს.
"როგორც მოგეხსენებათ, ხორცი არის მაღალი რისკის სურსათი და ამასთანავე მალფუჭებადი. განსაკუთრებული კონტროლი არის ამ მხრივ მალფუჭებად სურსათზე. ჩვენ შემოწმების რამდენიმე მექანიზმი გვაქვს. ეს გახლავთ: ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი, ზედამხედველობა და ნიმუშის აღება. პირველი და უმთავრესი არის სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა, რომ საქონელი უნდა იყოს სასაკლაოზე დაკლული, უნდა ხდებოდეს ცოცხალი ცხოველის ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზა დაკვლის წინა და დაკვლის შემდეგ, სადაც ხდება ყველა დაავადებაზე შემოწმება. სასაკლაოში დაკლული ცხოველი მიიჩნევა, რომ ის არის უსაფრთხო" - გვეუბნება სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი- ინსპექტორი სოფიო გოხელაშვილი.
ხორცის შენახვისას მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, მით უფრო ზაფხულის პერიოდში, როგორც სასაკლაოზე, ასევე ტრანსპორტირებისას და სარეალიზაციო დაწესებულებაში.
"ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს დაცული, როგორც წარმოების პროცესში, ასევე დისტრიბუციისას და ასევე სარეალიზაციო ქსელში. შენახვის ტემპერატურა არის +2 +6 გრადუსი და შენახვის ვადა 48 საათია. ასევე მნიშვნელოვანია ეტიკეტი. ხორცის ეტიკეტზე, საქონლის ხორცზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს საყურე ნიშანი ე.წ. ნიშანდება, რომლის საშუალებითაც დგინდება მეპატრონის იდენტიფიცირება. " - სოფიო აცხადებს გოხელაშვილი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები საკბვევ პროდუქტებს, მათ შორის, ხორცსაც პერიოდულად ამოწმებენ, როგორც სასურსათო მაღაზიებში, ასევე აგრარულ ბაზარში. სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ბოლო პერიოდში ხორცის შენახვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული დარღვევები შემცირებულია.
"ფორმა 2-ის არქონის გამო, ჯარიმები შემცირებულია, ფაქტობრივად ეს ჩვენს რეგიონში აღმოფხვრილია. უფრო მეტად ტემპერატურული რეჟიმებია მაღალი რისკის შემცველი. ბიზნეს ოპერატორებს ზოგჯერ ტემპერატურების დარეგულირება უჭირთ" - ამბობს სააგენტოს თანამშრომელი.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები