რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
,,როცა ადამიანი, ყველანაირი დაზღვევის გარეშე, სატვირთო მანქანაზე ზის ბანერთან ერთად, ეს არის დარღვევა" - მშრომელთა უფლებების დამცველი
,,საქმე გვაქვს მითუმეტეს მერიის საჯარო ერთეულთან და აუცილებელია კონკრეტული პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთოს და არა მარტო მძღოლი,“-ამის შესახებ Qartli.ge-ს განუცხადა უფლებადამცველმა ლაშა მესხმა. იგი თვლის, რომ საქმეში შრომის ინსპექცია უნდა ჩაერთოს, რადგან სახეზე გვაქვს შრომის უსაფრთოების უხეში დარღვევისაგან გამოწვეული ტრაგიკული შედეგი.

,,მითუმეტეს, საჯარო სამსახური როდესაც არის, უფრო მეტი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. მაშინ, როდესაც კერძო სექტორთან გვაქვს პრეტენზიები, ძალიან მნიშვნელოვანია სახწელმწიფო სექტორი უფრო მეტად იცავდეს შრომის უსაფრთხოებას, რადგან ის თავად ახორციელებს ზედამხედვლობას კერძო სექტორზე. თუ სახელმწიფო საკუთარ სამსახურებში ვერ ახორციელებს ზედამხედველობას, მაშინ მან, როგორ უნდა უზრუნველყოს კერძო სექტორში ზედამხდველობა?! ხშირ შემთხვევაში, ჯოხი ტყდება თავად მუშებზე, ყველაფერი მათ ბრალდებათ, ამბობენ, რომ თვითონ არ დაიცვეს უსაფრთხოება.“-აცხადებს მესხი.

მისივე თქმით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და სისტემურ პრობლემასტან გვაქვს საქმე. ის თვლის, რომ მერიამ გარდაცვლილის ოჯახს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, რადგან ნუგზარ ლამაზოღლი სამუშაო ადგილზე მომხდარი შემთხვევისაგან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

როცა ადამიანი, ყველანაირი დაზღვევის გარეშე, სატვირთო მანქანაზე ზის ბანერთან ერთად, ეს არის დარღვევა და სიცოცხლის რისკის ქვეშ ჩაგდება. მნიშვნელოვანია მოხდეს ამ ფაქტის შესაბამისი გამოძიება და აუცილებელია, ამ მიმართულებით შრომის ინსპექცირების დეპარტამენტთან აქტიური თამანმშრომლობა სამართალდამცველების მხრიდან, რომ მოხდეს რეაგირება და აღკვეთა მსგავისი ფაქტების. საქმე გვაქვს ცალსახად შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან. ეს ადამიანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და რა მნიშვნელობა აქვს მანქანაზე იჯდა, შახტაში მუშაობდა თუ მშენებლობაზე. აუცილებელი იყო, რომ მისი შრომა ყოფილიყო უსაფრთხო. ეს ადამიანი როდესაც რაღაც ტვირთი გადაჰქონდა, ასრულებდა კონკრეტული სამსახურის მითითებას. თავისით ხომ არ მიდიოდა?! სახლში ხომ არ მიჰქონდა ბანერი?! ამიტომ ვიძახი, რომ აუცილებელი არის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ჩაერთვეს და დაინტერესდეს ამ საქმით. უნდა გაირკვეს, რეალურად, შრომის უსაფრთხოება იყო თუ არა დარღვეული. ადამიანი სამსახურში რომ მიდის, ის არ უნდა კვდებოდეს.“

უფლებადამცველი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ მხრივ რთული ვითარებაა. ლაშა მესხის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სამუშაო ადგილზე 1200-ზე მეტი ადამიანი არის დაშავებული ან დასახიჩრებული. ყოველივე კი, იქიდანაა გამოწვეული, რომ სამსახურების ხელმზღვანელ პირებში დაუსჯელობის სინდრომია გამჯდარი.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაყავს სამუშაო ადგილებზე დასაკარგი ხალხი. ყველაფერზე რომ მუშაზე გადავტეხოთ ჯოხი, არ არის სწორი. ადამიანები ლუკმა პურისთვის აკეთებენ წარმოუდგენელ სამუშაოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციას, უნდა არსებობდეს შინაგანაწესი ან წესდება მუშების უსაფრთოებითსვის. თუ შენ ადამიანს არ მიუთითებ, თუ შენ ადამიანთან არ გექნება სწორი კომუნიკაცია, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს, წამოუდგენელია სხვანაირად. მითუმეტეს საჯარო სმსახურში, საჯარო სექტორში აუცილებელია მოხდეს ადამიანების უზრუნველყოფა ელემენტარული რეგულაციებით.“

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი 58 წლის ნუგზარ ლამაზოღლი გუშინ გვიან ღამით, კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში სამი დღის წინ მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, რეანიმაციაში შეყვანისას ლამაზოღლის სიცოცხელსთან შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი 22 ივლის, მდინარე ლიახვის პირას იმ სატვირთოდან გადავარდა, რომელსაც ბანერი გადაჰქონდა. მოხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიებ ტრანსპორტის უსაფრთხოების დარღვევის მუხლით დაიწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ
არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, 
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, 
13:15 / 10.10.2024
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის
დირექტორის,
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის დირექტორის,
12:54 / 09.10.2024
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.