რედაქტორის რჩევით
გამორჩეული ექსპონატები გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი, ნათია ბერუაშვილი იმ არქეოლოგიურ
ექსპონატებზე გვიყვება, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა და რომლის
გამოც მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ასეთია მაგალითად ირმის
ფორმის სასმისი, რომელსაც ,,ვახტანგურის’’ წინამორბედსაც კი
უწოდებენ.
,,განსხვავებული სასმისია იმიტომ, რომ მას ორი შვერილი აქვს და სავარაუდოდ ორი პიროვნება მიირთმევდა ამ ორი შვერილიდან. ეს არის ასე ვთქვათ ,,ვახტანგურის’’ წინამორბედიც. მასში დაახლოებით ორ ლიტრამდე სითხე ისხმეოდა. მას ცალკე დეტალი აქვს საიდანაც სითხეს ასხამდნენ’’ - გვიყვება ნათია ბერუაშვილი.
გვესაუბრება ასევე, ტყვიავის ყორღანულ სამარხში აღმოჩენილ ტომის ბელადის სამარხზე და უნიკალურ დიადემაზე, რომელიც მსოფლიოში სულ ხუთია. აქედან სამი კი გორის ისტორიულ-ეთნოგრაფილ მუზეუმშია დაცული.
,,ეს არის ტყვიავის ყორღანული სამარხის რეალური ნაწილი და არა ბუტაფორია. არქეოლოგებმა როგორი სახითაც იპოვეს ისეთი სახით არის წარმოდგენილი. ადამიანი ხელებ და ფეხებ მოხრილ მდგომარეობაშია დაკრძალული. ეს იმას მიგვანიშნებს, რომ მათ კარგად იცოდნენ მედიცინა და ემბრიონის ფორმა. დედის მუცელში როგორი ფორმითაც იყო ბავშვი, ამ ქვეყნიდანაც იგივე ფორმით უნდა წასულიყო. საინტერესოა, ის რომ მიცვალებულთა უმრავლესობას თავი დასავლეთით ჰქონდა. თვლიდნენ რომ მზის ამოსვლა სიცოცხლის დასაწყისთან ასოცირდებოდა, მზის ჩასვლა კი სიკვდილთან, ამიტომაც მიცვალებულებს თავი დასავლეთით ჰქონდათ დასვენებული.
ჩატანებული ინვენტარი გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ თუ ვის ეკუთვნის სამარხი. ამ შემთხვევაში წარმოდგენილია საბრძოლო იარაღი და კვერთხის თავის ნაწილი ანუ ძალაუფლების სიმბოლო და მიგვანიშნებს, რომ ტომის ბელადი იყო. რადგან არ გვაქვს სამკაულები, სანელსაცხებლე ჭურჭელი, რიგითი ადამიანიც იტყვის რომ სამარხი ეკუთვნის მამაკაცს.
ეს კი გახლავთ დიადემა, რომელიც ჩვ.წ.აღ III ათასწლეულის პირველი ნახევრით თარიღდება. უნიკალური გახლავთ იმით, რომ მსოფლიოში ასეთი დიადემა სულ ხუთია და აქედან სამი საქართველოში’’ - ამბობს მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი, ნათია ბერუაშვილი.
რაც შეეხება დაფნის გვირგვინს, ის ერთ-ერთი ახალი მასალაა ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ის ახალი წ.აღ-ის მე-2 და მე-4 საუკუნეებით თარიღდება. მასთან ერთად, სოფელ ბერბუკში, აღმოაჩინეს ოქროს საყურეები.
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 48100-ზე მეტი ექსპონანტია დაცული.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები