რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
75-წლის ქალს ზემო ხანდაკში წყლის გამო სოფლის ხელმძღვანელები ებრძვიან
75-წლის ცირა ქვრიშვილმა უბანში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება გადაწყვიტა. ამისათვის, 30-მდე ოჯახის გაერთიანება შეძლო, თანხა ააგროვა, მასალები (ქვიშა, მილები და ა.შ) შეიძინა, ტრაქტორი დაიქირავა და სამუშაოებიც დაიწყო.

ამ უბანში, მასთან ერთად, ცხოვრობს კასპის მერის რწმუნებული ვლადიმერ მარღიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ილია ქამხაძე. ცირა ქვრიშვილის სახლი ამ ორი ოჯახის შორისაა მოქცეული.

,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლამდე მილი მივიყვანეთ, რწმუნებულმა ტრაქტორისტს, მუშაობის შეჩერება მოსთხოვა. რა უფლება ჰქონდა სოფლის რწმუნებულს ტრაქტორისტი უბნიდან გაეგდო? დამიპირისპირდა სოფლის დეპუტატიც. დამემუქრა, შენ და გუგულა წყალს ვერ გაიყვანთო. ანუ მე რომ ვაქტიურობ, მაგის გამო, არ უნდათ, რომ ხალხს წყალი ჰქონდეს“ - ამბობს ცირა ქვრიშვილი.

ცირა ქვრიშვილი სოფლის ყოფილი გამგებლის დედაა. სოფლის ამჟამინდელი დეპუტატი ილია ქამხაძე კი, ცირა ქვრიშვილის შვილის მეჯვარეა. დღეს ამჟამინდელი დეპუტატის და ყოფილი რწმუნებულის ოჯახის წევრები სხვადასხვა პლატფორმაზე არიან:

,,ჩემთან ერთად აქტიურობს გუგულა, ის სოფლის დეპუტატის მეზობელია. დაგვემუქრა, თქვენ ვერასდროს წყალს გაიყვანთ და ვერც გუგულა ეღირსება წყალსო. გუგულაც დაპირისპირებულია სოფლის დეპუტატს. აი, ასეთი პირადი ინტერესების გამო, ცდილობენ დაწყებული საქმე ჩაგვიშალონ“ - ამბობს ცირა ქვრიშვილი.


მუნიციპალიტეტის და რეგიონის ხელისუფლების როლი დაპირისპირებაში და პოზიცია

უბანში არსებული დაპირისპირების შესახებ ცნობილია კაპის მერისთვის, ასევე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, გულედანისთვის. ცირა ქვრიშვილი იხსენებს, რომ პირველ შეხვედრაზე ორივე მაღალჩინოსნი პენსიონერ ქალბატონს სამოქალაქო აქტივობას უწონებდნენ, თუმცა, ეს ,,გმირობა“ მოგვიანებით ლამის სანანებელი გაუხადეს:

,,კაპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა, თავდაპირველად, ძალიან კარგად მიმიღო. აღფრთოვანებული იყო ჩემი სამოქალაქო აქტივობით; მიხარია, ასეთი აქტიური ქალბატონი რომ ბრძანდებით და სოფლისთვის იბრძვითო. დახმარება აღმითქვა, მაგრამ რა მოხდა ერთი კვირის მერე? საერთოდ დამემალა. მდივანმა მითხრა, არ მიგიღებსო. ეგ საკითხი მეორე მოადგილის კომპეტენციაში შედისო. შევედი მარიდაშვილთან. მარიდაშვილმა მითხრა, აგერ, ქუჩაში მიმავალ კაცს ხომ ხედავ? როგორც მას არ ეკითხება არაფერი, ისე მე აქ არავინ მეკითხებაო. რა გამეკეთებინა? წავედი გუბერნატორთან“ - ამბობს ცირა ქვრიშვილი.

ცირა ქვრიშვილი გუბერნატორის მოადგილეს, სიმონ გულედანს შეხვდა:

,,გულედანმა მომისმინა. ჩემთან ერთად ნახაზები გააკეთა. ავუხსენი სიტუაცია და მიხვდა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდით, თანაც ჩვენი სახსრებით, ისე, რომ სახელმწიფოს არანაირი ხარჯი მისდიოდა. ერთ კვირაში გულედანმაც არ მიმიღო. მივედი ჩვენი რაიონის პარლამენტართანაც, მაგრამ რა გამოვიდა? მერმა დამცინა, რა გიშველა პარლამენტარმა? გუბერნატორმა? რა პასუხია ეს?“ - კითხულობს ცირა ქვრიშვილი.

ახალი საჩივარი სოფელში

ვიდრე ცირა ქვრიშვილი პარლამენტართან, მერთან და გუბერნატორთან დასახმარებლად მიდიოდა, სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ოღონდ სხვა უბნის მცხოვრებლებმა. ხელისუფლების სახელზე გამოჩნდა ზემო ხანდაკელთა კოლექტიური წერილი, რომლითაც ითხოვდნენ, რომ ცირა ქვრივიშვილის უბანში არ გაეყვანათ ახალი მილი, რადგან ის სხვა უბანში წყლის წნევის დავარდნას გამოიწვევდა.

სწორედ, ამ თემით აპელირებს სოფლის დეპუტატი ილია ქამხაძე. ასევე, რწმუნებული ვლადიმერ მარღიშვილი. ორივე საჯარო მოხელე თვლის, რომ კოლექტიური წერილების ავტორები მართლები არიან და მათი აჯანყება სამართლიანია.

ოფიციალური დოკუმენტის ძიებაში

ჩვენს კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე დასკვნა, სპეციალისტების მიერ შედგენილი, სადაც განმარტებული იქნება, რომ ცირა ქვრივშვილის უბანზე ახალი მილის მონტაჟი და წყლის გაშვება, სხვების უწყლოთ დარჩენას გამოიწვევდა, არ არსებობს:

,,ასეთი დასკვნა არ არსებობს. რად უნდა ამას დასკვნა? ჩვენ ხომ ვიცით, თუ რა დიამეტრისაა ცენტრალური მილი? მაგ ქალბატონს უნდა, რომ უბანში 50 მმ-იანი მილი გაიყვანოს. ეგ მილი დაერთდეს, სხვა უბანი უწყლოდ დარჩება.“ - აცხადებს ვლადიმერ მარღიშვილი. იგივეს აცხადებს სოფლის დეპუტატი ილია ქამხაძე, ოღონდ, ის სხვა ინტერპრეტაციით:

,,მე რომ ეგ მილი გავაყვანინო, სხვა უბნელები იტყვიან, რომ წყალი საკუთარ უბანში გაყავსო. გეთანხმებით, ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. არსებობს, მხოლოდ, ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომ ახალი მილი მთლიანად სისტემაში წყლის წნევის დაწევას გამოიწვევს." - აცხადებს ილია ქამხაძე.

ცირა ქვრივშვილი კი ამბობს, რომ სოფლის დეპუტატს და გამგებელს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს:

,,ეს არის მათი მოგონილი ამბები, შეთხზული ისტორია. მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, შური იძიონ ჩემზე და არ მაპატიონ ის აქტიურობა, რასაც ვაკეთებ და ვაკეთებდი.“ - აცხადებს ცირა ქვრივიშვილი.

კასპის მერს ორი დღეა უშედეგოდ ვუკავშირდებით. Qartli.ge-ცდილობს ოფიციალური დოკუმენტი მოიპოვოს, სადაც კასპის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტების მიერ შესწავლის შედეგები იქნება აღნიშნული.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.