რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კიდევ ერთი რუსი ჰაკერის ისტორია საქართველოში
2017 წლის 1 ივნისს სამხრეთ ნიუ-იორკის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რუსი ჰაკერის ა.ტ-ს დაკავების შესახებ. 5 თვის შემდეგ, აღნიშნული პიროვნება, 2017 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი რუსი ჰაკერი, სუმბაევი იმყოფება. თუმცა, ამ ორ პირს ერთმანეთთან რამე კავშირი ჰქონდათ თუ არა, უცნობია.

რაც შეეხება ა.ტ-ს, ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა დავა იმის შესახებ, თუ ვის გადასცემოდა ბრალდებული - რუსეთის თუ აშშ-ს ხელისუფლებას. სასამართლომ ორივეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დაკავებულის ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ბრალდებული გადასცემოდა რუსეთის ხელისუფლებას, რადგან მისი მშობლები, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2018 წლის 10 აგვისტოთი თარიღდება, აღნიშნულია, რომ ბრალდებულის გადაცემას აშშ-ს მთავრობა ითხოვდა, ხოლო საექსტრადიციო მოთხოვნა გააჩნდა ასევე რუსეთის ხელისუფლებას. კოლიზიური სიტუაციის გამო, სასამართლომ აღნიშნა, რომ მათ ორივე ქვეყნის მთავრობის მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თუმცა საკითხი ინდივიდუალურად იუსტიციის მინისტრს უნდა გადაეწყვიტა.

,,დასაშვებობის პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციული სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნები ა. ტ-ის ექსტრადიციის შესახებ განიხილა ინდივიდუალურად და დასაშვებად ცნო მისი ორივე სახელმწიფოში ექსტრადიცია. გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ა. ტ-ი საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღებს.“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც თარიღდება 2018 წლის 27 აგვისტოს. მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე), ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე. პროკურორები: ნანიკო ზაზუნაშვილი და თემურ ცინდელიანი.

უცნობია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო იუსტიციის მინისტრმა ,,ჰაკერ“ ა.ტ-სთან მიმართებაში. სისხლის სამართლის საქმის ნომერიასაქმე # 330802218002577396

რა ჩაიდინა ჰაკერმა ა.ტ-მ?

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნიუ-იორკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

2012 წლიდან 2015 წლამდე ა.ტ-ი, სხვების მონაწილეობით, ახორციელებდა კიბერთავდასხმებს, მათ შორის აშშ-ს ფინანსურ ორგანიზაციებზე. სქემის ფარგლებში, ა.ტ. უკანონოდ დაეუფლა 100 მლნ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს. ,,სპამის“ სახით მომხმარებლებს ელექტრონული წერილები გაუგზავნეს და შეაძენინეს რამდენიმე კომპანიის აქციები, რომლის ფასსაც თავადვე აკონტროლებდნენ.

ა.ტ. ასევე ახორციელებდა კიბერთავდასხმებს იმ კომპანიებზე, რომლებიც მისი დამქირავებელი კომპანიის ბიზნესკონკურენტები იყვნენ, მათ შორის, სავაჭრო რისკისა და შესაბამისობის კომპანიაზე, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის ორ კომპანიაზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტკაზინოებს უზრუნველყოფდნენ ოპერაციული პროგრამებით.

სამხრეთ ნიუ-იორკის საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს 1 მლნ დოლარის ღირებულების ზიანი მიადგათ.

როგორც იმ მასალებშია აღნიშნული, რომელიც აშშ-დან პროკურატურას გაუგზავნეს, დანაშაულებრივი ჯგუფი ახორციელებდა უკანონო ინტერნეტ კაზინოს ბიზნესს. მათი საქმიანობა არ იყო რეგისტრირებული, ჯგუფის წევრებს არ გააჩნდათ ლიცენზია ან ნებართვა.

,,აღსანიშნავია, რომ 2008-2015 წლამდე პერიოდში უკანონო ინტერნეტ კაზინოს ბიზნესის მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 386 000 000 დოლარს, ხოლო მოგება - დაახლოებით 80 000 000 დოლარს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ა. ტ-ის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმების შედეგად მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, თანამზრახველები ახდენდნენ დანაშაულებრივი დაჯგუფების უკანონო ქმედებებთან (მაგ. უკანონო ონლაინ კაზინო) დაკავშირებულ ტრანზაქციების - მომხმარებლების მიერ შესრულებული გადახდების შენიღბვას. შესაბამისად, ბანკები თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტები ამუშავებდნენ მითითებულ ტრანზაქციებს, ხოლო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ უკანონო საქმიანობისათვის გადარიცხულ თანხებს. 2010 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ზემოაღნიშნული სქემით განხორციელდა 500 000 000 – 600 000 000 დოლარამდე ოდენობის ტრანზაქციის დამუშავება და შესაბამისად, მითითებული ოდენობის თანხის დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, თითოეული დამუშავებული ტრანზაქციისათვის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ დამატებით შემოსავალს, რომლის საერთო ოდენობამ დროის მითითებულ პერიოდში შეადგინა 18 000 000 დოლარი.“ - აღნიშნულია საქმის მასალებში.

რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან ხდებოდა კიბერ დანაშაული?

იმ დროს, როდესაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოშ ითხოვდა, რომ ბრალდებული გადასცემოდა რუსეთის ხელისუფლებას, აშშ-დან დამატებითი მტკიცებულებები გამოგზავნეს, რომლითაც პირის ექსტრადიცია აშშ-ში უფრო გამართლებული იქნებოდა.
ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი კი, აცხადებდა, რომ დანაშაული (კიბერშეტევა) არ ხორციელდებოდა აშშ-ს ტერიტორიაზე, არამედ, რუსეთის ტერიტორიიდან, შესაბამისად, პირი უნდა გადასცემოდა იმ სახელმწიფოს, საიდანაც დანაშაული მოხდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.