რედაქტორის რჩევით
კალენდარი
,,ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტოები გადაღებულია თქვენს ქვეყანაში" - წერილი ავსტრალიიდან შსს-ს
2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს შს სამინისტრომ ავსტრალიიდან მიიღო გამოძიების მასალები, რომლის მიხედვით, ავსტრალიის ქვეყნის ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ ფოტოებზე დაფიქსირებული ბავშვების საქართველოდან არიან.
ავსტრალიის პოლიციამ დაადგინდა, რომ რამდენიმე სურათი გადაღებულია შიდა ქართლში, კერძოდ, ქალაქ გორში, მეორე სურათი გონიოში, ზღვის ნაპირზე, მესამე სურათი კი, - საბილიარდო მაგიდასთან დინამო სტადიონთან.

დეტალები Qartli.ge-სთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც რამდენიმე ბრალდებულის შესახებ სისხლის სამართლის საქმის მასალები ადვოკატებს გადასცეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულებს შორის, არასრულწლოვნების მამებიც არიან. მამებს ძირითადად დანაშაულის დაფარვაში ედებათ ბრალი.

,,საგამოძიებო მასალები ჩვენს პოლიციას გადასცა ავსტრალიის მხარემ. დაადგინეს, რომ მაგალითად ბავშვი გადაღებულია გორში. გორში იმიტომ, რომ ის ხედი, რომელიც ფოტოზე ჩანდა, ინტერნეტრესურსებით, გორის ლოკაციას უჩვენებდა. ერთ-ერთი ბავშვი გადაღებულია საბილიარდო მაგიდაზე და უკან ჩანს სტადიონის არენა. დაადგინეს, რომ ეს არენა ეკუთვნოდა დინამო თბილისის სტადიონს. ამით მიხვდნენ, რომ კონსპირაციული ბინა დინამო სტადიონთან მდებარეობდა. ერთ-ერთი ბავშვიი გადაღებულია ზღვის ნაპირზე. ლამპიონებით დაადგინეს, რომ ის გონიოს ნაპირზე იყო გადაღებული. ავსტრალიელების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში წერია, რომ ასეთი ქვიშიანი ნაპირი მხოლოდ გონიოსთან ფიქსირდება. ერთი სიტყვით უნდა ითქვას, რომ შს სამინისტროს საკმაოდ საინტერესო მასალები მიაწოდეს. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს შს სამინისტრომ გამოძიება. თითქმის 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თვალთვალი ბავშვებზე და მათ მშობლებზე“ - აღნიშნავს ადვოკატი ტანია რაზმაძე. ის ერთ-ერთ ბრალდებულ მამაკაცს იცავს, რომელიც ბავშვის მამაა.

,,ეს კაცი, მე ვისაც ვიცავ, არის უდანაშაულო, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ სად ან ვისთან დაყავდა დედამისს ბავშვი. ის ცოლთან გაშორებული იყო. უფრო მეტიც, იმასაც გეტყვით, რომ ბავშვი მამამ სამეჯლისო ცეკვებიდანაც კი გამოიყვანა, არ მომწონს მე ეგ ცეკვაო.“ - აცხადებს ადვოკატი. ის დარწმუნებულია, რომ ამ ნაწილში მამაკაცს მოსამართლე გაამართლებს. მისი ინფორმაციით, ანალოგიურ ვითარებაში დააკავეს კიდევ ერთი მამაკაცი.

,,ფაქტობრივად, ამ მამაკაცების დანაშაული ისაა, რომ ისინი ბავშვების მამები არიან." - ამბობს ტანია რაზმაძე.

დაკავებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალები საკმაოდ მოცულობითია:

,,მე შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ ავსტრალიელებისგან სავარაუდო დანაშაულის შესახებ, შეტყობინება მიიღო, მას შემდეგ ძალიან ბევრი იმუშავეს. დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერები, დაიწყო მიყურადღება, კონტროლი და ა.შ. ამ ვითარებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება საერთოდ არ წარმოადგენს ფიგურანტს.“ - განმარტავს ადვოკატი.

იხ. ამავე თემაზე:

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ 11 პირი დააკავეს, მათ შორის, პედაგოგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 8 მოქალაქე გორის 3 სოფელში დააკავეს

გორში ტრეფიკინგთან ბრძოლის სამსახურმა უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა

გორსა და თბილისში ქართველი და უცხოელი მოქალაქეები დააკავეს

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.