რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ვახტანგ ყანჩაველი: ,,მშენებლობა შევაჩერეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს დასკვნამდე"
გორისციხის ასასვლელში ტურისტული და სავაჭრო (სუვენირების) ცენტრის,
ასევე, საპირფარეშოს მშენებლობა შეჩერდა. ამის შესახებ qartli.ge-ს
სამშენებლო კომპანიის დირექტორმა ვახტანგ ყანჩაველმა განუცხადა.
მისი თქმით, ძველი კედლების გამოჩენისთანავე, სამუშაო პროცესში არქეოლოგი ჩართო, რათა კედლები და თახჩები არ დაზიანებულიყო:
,,დაახლოებით 10 დღის წინ გამოჩნდა ეს კედლები. მაშინვე დავიქირავე არქეოლოგი, იმის ზედამხედველობის ქვეშ, ბარებით და ცოცხებით დაიწყეს მიწის გაწმენდა. მივხვდით, რომ ამ ტერიტორიაზე ტექნიკით სამუშაოების წარმოება არ შეიძლებოდა. ფაქტობრივად, რისთისაც დავიწყეთ მუშაობა, შევაჩერეთ. არქეოლოგთან ერთად ვიმუშავეთ მხოლოდ. გუშინ, ადგილზე ქალაქის მერი მოვიდა, ერთად დავათვალიერეთ. გადავწყვიტეთ, რომ საქმეში ძეგლთა დაცვის სააგენტო ჩაგვეყენებინა საქმის კურსში. ვიდრე დასკვნა არ დაიდება, სამუშაოები აღარ გაგრძელდება" - გვითხრა ვახტანგ ყანჩაველმა.
ვახტანგ ყანჩაველი განმარტავს, რომ შესაძლებელია კედლები და თახჩები ისე დააკონსვერვდეს, არ წაიშალოს სიძველე:
,,სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ. ძირითადად, ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შევინაჩურთოთ ძველი ქალაქის კვალი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული' - ამბობს ვახტანგ ყანჩაველი.
ტურისტული-სავაჭრო ცენტრი და საპირფარეშო ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით ციხის ასასვლელში უნდა მოეწყოს:
,,შეიძლება ითქვას, რომ ამ ახალი ცენტრისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ ციხის ასასვლელია. თუ ტერიტორიას შევცვლით, არ არის გამორიცხული, სხვა ადგილზეც იგივე სიტუაცია დაგხვდეს." - აღნიშნავს მშენებელი.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის ეწვევა გორს ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი.
იხ. ამავე თემაზე:
გორისციხის ასასვლელში ძველი ქალაქის ნაშთები გამოჩნდა

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები