რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
საბას ,,სამყარო" - ერთადერთი მოსწავლე ზარდიანთკარიდან
ფოტოზე: საბა თაზიაშვილი, ბიცოლა - ცისანა თაზიაშვილი; თინა ტერაშვილი, დედა - მზია ქარელი (დედა). წინა პლანზე - ,,სერგი" (ძაღლი)

საბას ქალაქში წასვლა არ უნდა. სოფელში ერთადერთი ბავშვია, რომელიც რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მდებარე, მერეთის საჯარო სკოლაში დადის. იგი მეორე კლასის მოსწავლეა.

სახლი გამყოფ ხაზთან განთავსებულ ბლოკსაგუშაგოდან სულ რაღაც 100-200 მ-ის მანძილზე მდებარეობს.

,,დილით გამყავს ხოლმე გზაზე, ვცდილობ, რამე მანქანას გავაყოლო სკოლამდე. აქ რითიც შეუძლია ერთობა. არაფერი გასართობი ადგილი არ არის. ხანდახან სათამაშოდ თავის კლასელებთან მიდის ისევ მერეთში" - ამბობს საბას დედა, მზია ქარელი.

ჰყავს 5 და-ძმა. ყველა სრულწლოვანი. მისი ახლობლების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გორის საბავშვო ბაღში ცხოვრობენ.

დღეს საბა, დედამისი მზია ქარელი და ბიცოლა ცისანა თაზიაშვილი ნაკვეთში მუშაობდნენ. გამხმარ ხეებს ჭრიდნენ და წასაღებად აგროვებდნენ. შარშანდელი დარიცხული 200-ლარიანი ვაუჩერი ამოეწურათ. ახალი ვაუჩერი 2020 წლის იანვარში ან თებერვალში მიეცემათ. ამ ვაუჩერს გახარჯავენ ბუნებრივი აირის მოხმარების სანაცვლოდ:
,,ვიდრე, ახალი ვაუჩერის თანხა დაირიცხება, წინ დეკემბერია, ასევე, იანვარიც თითქმის. ამიტომ, ვაუჩერის იმედზე ვერ გავჩერდებით. ეს წინა თვეები მაინც გავატაროთ თბილად. შეშა მოვაგროვოთ" - გვითხრა ცისანა თაზიაშვილმა.

ნაკვეთი ბიცოლას, ცისანა თაზიაშვილს ეკუთვნის. იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელში 5 წლის განმავლობაში ვერ შემოდიოდნენ:

,,5 წელი ვერ შემოვდიოდით სოფელში. ძალიან ახლოს ვცხოვრობთ გამყოფ ხაზთან. ამ ხნის განმავლობაში გორის საბავშვო ბაღში ვართ მოთავსებული. აქ გაუსაძლისი პირობებია. დაცულები არ ვართ. როცა შევძელით შემოსვლა, მაშინ არაფრით დაგვეხმარნენ. გვპირდებიან, სახლებს გაგიკეთებთო, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გამოჩენილა. გვიწევს ისევ გორში ყოფნა" - ამბობს ცისანა თაზიაშვილი.

მზია ქარელი თავის ოჯახთან ერთად ერთი შეხედვით ორსართულიან სახლში ცხოვრობს, თუმცა სახლი საკმაოდ დაზიანებულია, თანაც მოძველებული. მისი 6 შვილიდან ბიჭი დაქორწინებულია, 2 გოგო დააოჯახდა.

,,სოფელში თითქოს კეთდება რაღაცეები, მაგრამ ეს ჩვენს ოჯახებს და ჩვენს კეთილდღეობას არ ეხება. შემოსავალი ძალიან ცოტაა, ფაქტობრივად, სოციალურ დახმარებებზე ვართ დამოკიდებული. ვცდილობთ, ვიმუშაოთ ნაკვეთებში, მივდივართ ხილის კრეფაზე, მაგრამ იცით, რა ანაზღაურებაც არის. ჩემი დიდი შვილებიც ბევრჯერ წასულან ხილის კრეფაზე. საერთო ჯამში, მაინც გაჭირვებაა." - ამბობს მზია ქარელი.


თინა ტერაშვილი: ,,იმედი ჯერ კიდევ მარტში გვქონდა“



თინა ტერაშვილი ვეღარ ითვლის, ამ თემაზე, რამდენჯერ ისაუბრა ტელევიზიებთან, თუმცა სოფელში ჟურნალისტების გამოჩენის შემთხვევაში, არასოდეს ამბობს უარს ინტერვიუებზე.

კიდევ ერთხელ გვაჩვენებს დამწვარ სახლს. ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მისი რეაბილიტაციის მოლოდინშია.

,,სახლის გარკვეული ნაწილი შეაკეთეს, თუმცა თქვენც კარგად ხედავთ, რა პირობებში ვართ. ისევ გაჭირვება, წვალება, ლოდინი. წელს ჯერ კიდევ მარტის თვეში უნდა დაწყებულიყო სახლების რეაბილიტაცია, მაგრამ როგოც ჩანს არ გამოვიდა“ - ამბობს თინა ტერაშვილი.

ზარდიანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 173 ადამიანი ცხოვრობდა. მათ შორის 35% ეთნიკურად ქართველი. 90-იან წლებში საომარი მოქმედების გამო ოსი ეროვნების მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა, თუმცა გარკვეული ნაწილი 1997 წელს დაბრუნდა. მათი სახლები, ვინც არ დაბრუნებულა, დღემდე მიტოვებულია. აქედან გამომდინარე 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, დემოგრაფიული სურათი შეიცვალა. 117 მოსახლიდან 68% ქართველი, ხოლო 32% ოსი ეროვნების მოქალაქე იყო.

2008 წლის საომარი მოქმედებების დროს სოფელი ძირითადად უკვე ქართველებმა დატოვეს. მხოლოდ 2012 წელს მოხდა უკან დაბრუნება.

ფოტოზე: ბლოკპოსტი, რომლის მიღმა ოკუპირებული ტერიტორიაა

კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობაკვლავ შეუსრულებელი რჩება სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგულარულად განიხილავდა ამ საკითხს, მათ შორის, 2018 წელს გამართულ სხდომაზე.

,,თუმცა, მიუხედავად ამისა, დღემდე არ მომხდარა ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის ფინანსური დახმარების გაზრდა. სამწუხაროდ, არც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, და არც გალის რაიონის ამბულატორიებში მომუშავე პერსონალის ფინანსური დახმარება არ გაზრდილა და ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ ექიმთა ანაზღაურებას." - აღნიშნულია სახალხო დამცველის რეკომენდაციებში.

კიაზო გობოზოვის დაკრძალვის ამბავი



.წ. ნეიტრალურ ზონაში მცხოვრები, კიაზო გობოზოვი ზაფხულში გარდაიცვალა. მისი სახლი ზარდიანთკარში მდებარეობს, ხოლო შვილები - ცხინვალში და ვლადიკავკაზში ცხოვრობენ.

96-წლის მოხუცის სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ, მეუღლის გვერდით, ოსურ სოფელ ხელჩუაში დაეკრძალათ. ხელჩუა ზარდიანთკარს ემიჯნება. ორ სოფელს შორის მავთულხლართებია.

დაკრძალვის დღეს ,,რკინის კარი“ გაიღო. ოსურ სოფელ ხელჩუადან ზარდიანთკარში სამძიმარზე შემოდიოდნენ. ქელეხი საოკუპაციო ხაზთან ჩატარდა. ერთი სუფრა ზარდიანთკარში, მეორე კი, - ხელჩუაში გაიშალა.

საქონელი ხელჩუაში დაიკლა. ხაშლამა და შილაფლავი ,,ღია კარით" ზარდიანთკარში შემოჰქონდათ.

კიაზო გობოზოვი ზარდიანთკარიდან ხელჩუაში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.