რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
დაბრუნება აფნისში - ,,გზა მხოლოდ რუსეთისკენ გვქონდა"
მთის ფერდობი ხელს უშლის მზის სხივებს, რომ გაათბოს დაცარიელებული სახლები. სოფელი მთის ძირში მდებარეობს, ქარელიდან სულ რაღაც 7 კმ მანძილზე. არავინ იცის ზუსტად, თუ რატომ ქვია მცირეკომლიან დასახლებას ,,აფნისი“. გელა გოჩაშვილმა კი, მხოლოდ, ის იცის, რომ დიდი რუსეთის ტრამალებს ზამთრის ცივი, ხოლო ზაფხულის გრილი სოფელი ურჩევნია.

ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც რუსეთიდან აფნისში დაბრუნდა საცხოვრებლად. იმ პერიოდში პრივატიზაცია თითქმის დამთავრებული იყო. გელას მიწის ნაკვეთები არ შეხვდა:

,,მე როცა ჩამოვედი, მიწები უკვე განაწილებული იყო. თუ რამე შევიძინე, ჩემი სახსრებით. ბიძაჩების სახლი შევისყიდე, წასულები არიან თვითონ. ჩვენი ძველი სახლი კი დაინგრა. არც მომითხოვია მიწები და არც ზედმეტი მინდა. რაც მაქვს, იმას ვუვლი.

ხაჭაპური რომ დაიჭრება და განაწილდება, ამ დროს სუფრაზე შემოსწრებულს ნარჩენი თუ შეხვდება.“ - აღნიშნავს გელა გოჩაშვილი.
აფნისში, მხოლოდ, სადღესასწაულო ან სამგლოვიარო დღეებში ბრუნდებიან.

,,გაუცივდათ გული“ - გვიყვება გელა. თან იმ სახლის ნანგრევებს გვაჩვენებს, სადაც ბავშვობა გაატარა - ძველ სახლში. აქ ათობით სახლია დანგრეული - სიძველისგან და უყურადღებობისგან. რამდენიმე სახლში ნივთებია გაყინული, 90-იან წლებში ჩარჩენილი. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ისევ დგას ძველი, კომუნისტური ტელევიზორი, კარადა, ,,ხრუსტალის“ ჭიქები.

გელა გოჩაშვილი ეკატერინბურგიდან 1992 წელს, 28 წლის ასაკში დაბრუნდა, რუს მეუღლესთან ერთად. მან სოფელი 1982 წელს დატოვა:



,,18 წლის ვიყავი, როცა წავედი რუსეთში. სკოლა დავამთავრე თუ არა, აქ პერსპექტივას ვერ ვხედავდი. თეატრალურზე მინდოდა ჩამებარებინა თბილისში, მაგრამ მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ ამას ვერ შეძლებდი. თუ ვინმე მხარში მდგომი არ გყავდა, პერსპექტივას ვერ ხედავდი. მერე სასოფლო ინსტიტუტში დავაპირე სწავლა, მაგრამ 28 ათასი მანეთი მოგვთხოვეს. ამდენის საშუალება არ გვქონდა. დედა კი, მეუბნებოდა, ისწავლე, რომ ნასწავლი ქალი გამოგყვესო. მეც ავდექი და სასწავლებლად რუსეთში წავედი. ახლა რომ 18-ის ვიყო, არ წავიდოდი რუსეთში. ახლა ცოდნა ფასობს“ - ამბობს გელა გოჩაშვილი.

გვითხრა, რომ ეკატერინბურგის ინსტიტუტში იმავე წელს ჩაირიცხა და წარმატებითაც დაამთავრა. დაამთავრა მაშინ, როდესაც უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი დაიწყო. მისი ცოდნა აღარავის ჭირდებოდა. საქართველოში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, გაღვივდა ეთნიკური შუღლი - ქართველებსა და ოსებს შორის. გელას მშობლები საქართველოში ჰყავდა დატოვებული. აფნისი ოსური სოფელი იყო.



,,ჩემ სოფელში 1992 წელს დავბრუნდი. მშობლებს უკვე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. ხალხი რომ აქედან მიდიოდა, მე იქიდან მოვდიოდი. ეს ოსური სოფელი იყო. მამით ქართველი ვარ, მაგრამ დედით - ოსი. ენა ოსურად ავიდგი, ოსების გარემოცვაში ვიზრდებოდი. ქარელში დავდიოდით სკოლაში, თანაც ფეხით. სკოლაში ,,ოს გელას“ მეძახდნენ. აქცენტი დღემდე გამომყვა. ახლა რაც უნდა კარგი ცხოვრება მქონდეს, მაინც ის პერიოდი მირჩევნია. იყო სიყვარული, სითბო, გვასწავლიდნენ ერთმანეთის პატივისცემას, სამშობლოს სიყვარულს. ახლა ისღა დამრჩენია, ჩემი მშობლებივით დაველოდო იმ დღეს, როდის ამიყვანენ გოლგოთაზე და დამასაფლავებენ.“ - ამბობს ბატონი გელა.

სასაფლაოს ტერიტორიას აქ ,,გოლგოთას მთას“ უწოდებენ. სოფლის განაპირას, ხევის გაღმა მდებარეობს, შემაღლებულ ადგილზე.

აფნისის გასაჭირი

ქარელის მერიამ გასულ წელს მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო, თუმცა ეს სულაც არ აღმოჩნდა სოფლისთვის. კომპანიამ ახალი ასფალტი მხოლოდ ქალაქ ქარელის სასაფლაომდე დააგო. დანარჩენი ნაწილი, თითქმის 5 კმ ისევ მოსაწესრიგებელია.
სოფლის გასაჭირის შესახებ ვალოდია და დალი მაჭავარიანი გვესაუბრნენ. ისინი 10 წელზე მეტია აფნისში დასახლდნენ. შეიძინეს საცხოვრებელი სახლი და ერთად აგრძელებენ ცხოვრებას:

,,თითქოს ახლოა ქარელი, მაგრამ თოვლისა და წვიმის დროს ძალიან გაუსაძლისია მგზავრობა. ტრანსპორტი საერთოდ არ დადის. გვიწევს ტაქსით მგზავრობა. ერთი მიმართულებით წასვლა 4 ლარი ღირს. არის კიდევ წყლის პრობლემა. წყაროებიდან გამოიყვანეს მილები, მაგრამ არ გაამართლა. ზოგჯერ დებეტი ნაკლებია. ახლა კი, სიცივის გამო, გაყინულია მილები“ - ამბობს დალი მაჭავარიანი.

სოფელში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, მაღაზია. ერთადერთი ოჯახი, სადაც მოზარდი ცხოვრობს, წარმოშობით გორიდან არიან. ოჯახის დიასახლისმა გვითხრა, რომ მისი შვილი ქარელის სკოლაში სწავლობს.

,,მანქანა ემსახურება და ეს ძალიან დიდი შეღავათია. ახლა გორშია წასული ჩემი შვილი. ჩვენ ადრე გორში ვცხოვრობდით და აქ შევიძინეთ სახლი. სოფლის მეურნეობას მივყეთ ხელი“ - გვითხრეს ოჯახის წევრებმა. ინტერვიუს მოცემაზე უარი განაცხადეს.

ანეტა დეიდას მონატრება



ერთ-ერთ უბანში მარტოხელა ქალი ცხოვრობს. ეროვნებით ოსია. ვცადეთ გასაუბრება, მეზობლებიც დავიხმარეთ მასთან სასაუბროდ, თუმცა კატეგორიული უარი გვითხრა ინტერვიუზე: ,,ჩემი ერთადერთი ნატვრაა, რომ დამიბრუნდნენ ჩემი ოჯახის წევრები“ - გამოგვძახა ქალბატონმა ანეტამ ეზოდან და სახლში შევიდა.

,,წლებია უკვე მარტო ცხოვრობს. სამეზობლოში ურთიერთობასაც ერიდება. მისი ოჯახის წევრები, შვილები წასულები არიან რუსეთში. აქ თითქმის აღარც ჩამოდიან.“ - გვითხრა მეზობელმა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.