რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ფეიკ ნიუსების“ გავლენა მკითხველზე - კვლევის შედეგებში შიდა ქართლის მონაცემებიც მოხვდა
ყალბი ამბების მიღების შემდეგ, გამოკითხულ რეპოდენტების უმრავლესობამ
მიიჩნია, რომ ვირუსები და ეპიდემიები ლაბორატორიულ ჩარევებს
უკავშირდება.
ამის შესახებ იმ კვლევაშია საუბარი, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა მოამზადა. ,,ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა“ - ასე ქვია ანგარიშს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. სპეციალურად შერჩეულ 139 რესპონდენტს შორის ქალაქ გორისა და წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებიც მოხვდნენ.
კვლევის თანახმად, აღნიშნული რესპოდენტები ფიქრობენ, რომ ვირუსებითა და ეპიდემიებით გამოწვეული ფიზიკური საფრთხეების შესახებ, შიშები უკავშირდება, როგორც ეკოლოგიურ დაბინძურებას ასევე ლაბორატორიულ ჩარევას.
შეკითხვაზე, თუ რა იწვევს ვირუსებს/ეპიდემიებს უმრავლესობამ (55) განაცხადა, რომ შესაძლოა მიზეზი როგორც ეკოლოგიის დაბინძურება, ასევე ლაბორატორიული ჩარევაც ყოფილიყო, რაშიც ისინი ვირუსების ლაბორატორიულად გამოყვანას გულისხმობდნენ; ეკოლოგიის დაბინძურება გამომწვევ მიზეზად მხოლოდ 44 რესპონდენტმა დაასახელა, ხოლო ისინი, ვისაც ცალსახად სჯერა, რომ ვირუსები ლაბორატორიულად გამოჰყავთ, 34 იყო.
გორში (10) და ხულოში (9) ყველაზე მეტმა რესპონდენტმა თქვა, რომ ვირუსების გამომწვევი მიზეზი, როგორც ეკოლოგიის დაბინძურება, ასევე ვირუსების ლაბორატორიულად გამოყვანა იყო.
ვირუსებზე კონსპირაციებს დამაჯერებლად ხშირად პედაგოგებიც მიიჩნევდნენ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა გორიდან ისიც კი აღნიშნა, რომ ვირუსების ლაბორატორიულად გამოყვანის შესახებ ინფორმაცია მას სკოლიდან ჰქონდა:
სტუდენტი, გორი, (20 წლის, მდედრობითი): …”თან ბიოლოგიის მასწავლებელი სულ ამას მეუბნებოდა, რო ლაბორატორიულად კეთდება ეს”.
სოციოლოგი, წეროვანი, (26 წლის, ქალი): “მიზანმიმართულიც შეიძლება იყოს იმიტომ, რომ იმდენად გაიზარდა მოსახლეობა დედამიწაზე, რომ არ ვიცი”.
ფინანსისტი, წეროვანი, (26 წელი, კაცი): “ფაროსანაც ხელოვნურად შემოიყვანეს და ამის თქმის მიზეზი ერთი ის გვაქვს, რომ ლოგიკურად თურქეთის ბაზართან შედარებით თხილის ბიზნესი საქართველოში პოპულარული რომ გახდა ... ანუ იმის წინაპირობა იყო, რომ გაუსწრებდა და შემდეგ მოხდა ეს ამბავი”...
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, წეროვანი (23 წლის, ქალი): “იგივე თუნდაც C ჰეპატიტის პროგრამები, რაც არის ხოლმე, თავიდან უბრალოდ იტესტება და შენ ხარ ექსპერიმენტის ნაწილი. ჩვენს ქვეყანაშიც, თავიდან, როგორც ვიცი, ეს C ჰეპატიტის აცრის პროგრამები რომ იყო ექსპერიმენტის ნაწილი და იდეაში უფასოდ კი გვაწვდიდნენ, მაგრამ გვაწვდიდნენ თავინთი მიზნებიდან გამოდმიანრე, რომ მერე ემკურნალათ ამ დაავადებისთვის.”
შედარებით ნაკლებ მოწყვლადები აღმოჩნდნენ რესპონდენტები ომის საფრთხის მიმართ. კითხვაზე - ნატოს ხშირი ძახილით ვახდენთ თუ არა რუსეთის პროვოცირებას - რესპონდენტთა დიდმა უმრავლესობამ (90) განაცხადა, რომ ნატოს ძახილით ომი არ იწყება და რომ რუსეთს რეგიონში თავისი ინტერესები აქვს. 139-დან მხოლოდ 31 რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ნატოში ინტეგრირება რუსეთის პროვოცირების ტოლფასია; შედარებით მცირე რაოდენობა თვლის, რომ რუსეთსაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და დასავლეთსაც (7) და რომ რუსეთისგან საქართველო ბევრ სარგებელს იღებს (6). მხოლო 5 რესპონდენტს არ ჰქონდა პასუხი აღნიშნულ კითხვაზე. ყველაზე მაღალი მონაცემები მათი, ვინც ფიქრობს, რომ ნატო რუსეთის პროვოცირებას ნიშნავს, ხულოში (7), ახალქალაქსა (6) და ყვარელში დაფიქსირდა (5).
რესპონდენტთა უმრავლესობამ (64) ცალსახად რუსეთი დააასახელა; ამასთანავე როგორც დიაგრამა 5-ზე ჩანს, რუსეთი საფრთხეების ჩამონათვალში ყველა სხვა მეზობელ ქვეყანასთან ერთადაც ფიგურირებს. 139- დან 28 რესპონდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვრებს საფრთხეს ოთხივე მეზობელი (რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი) უქმნის. ცალკე აღებული თურქეთი საფრთხედ 6-მა, ხოლო აზერბაიჯანი 1-მა რესპონდენტმა დაასახელა.
ამასთანავე ორივე ქვეყანა სხვა მეზობლებთან ერთად ფიგურირებდა საფრთხეების ჩამონათვალში. ერთმა რესპონდენტმა რუსეთთან ერთად საქართველოს საზღვრებისთვის საფრთხედ ევროპა და ამერიკაც დაასახელა, ხოლო 6-ს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. როგორც დიაგრამაზე ჩანს, ყველაზე ნაკლებად ახალაქალაქში საფრთხედ რუსეთს (2) ასახელებენ, შედარებით მეტად - თურქეთს (4). მხოლოდ რუსეთი საფრთხედ ყველაზე მეტმა რესპონდენტმა ახალციხეში (11), გორში (11), თელავში (10) და ყვარელში (10) დაასახელა.
ოთხივე მეზობელ ქვეყანას საფრთხედ კი ყველაზე მეტად ხულოსა (6) და წეროვანში (6) თვლიან.
რუსული და ევროპული ბაზრის შედარება დროს, ისინი, ვინც ევროპულ ბაზარს სკეპტიკურად ეკიდება, 2 მიზეზს ასახელებდა: 1. ევროპა და ამერიკა შორსაა, რუსული ბაზარი ახლოა და ნაცნობია; 2. რუსული ბაზარი უფრო მარტივია.
რესპონდენტთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებდა იმ საინფორმაციო ქაოსზე, რომელიც დღეს შექმნილია და ზოგად უნდობლობას იწვევს ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ: ისტორიკოსი, წეროვანი (33 წლის, ქალი): “მე რომ მართალი მგონია, ყალბია, ან პირიქით, რაღაცა რომ ყალბი მგონია, ის მართალია”.
ჟურნალისტი, წეროვანი (41 წლის, ქალი): “ზოგადად, სულ ფეიქ ნიუსები მგონია და ყველაფერს ვუყურებ ეჭვის თვალით. სიმართლესაც ყალბად აღვიქვამ”.
რესპონდენტენტთა ნაწილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის მიზნებს უკავშირდება, რომელიც ერთი მხრივ, დასავლეთის დემონიზებას, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის შექმნას ისახავს მიზნად.
უფროს ასაკობრივ ჯგუფებში კი ითქვა, რომ ისინი ინფორმაციას პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით აფასებენ.
ფილოლოგი, ხულო (42 წლის, ქალი): “უკვე დავისწავლეთ, რომ რომელი არის ყალბი ნიუსი და რომელი არა და სათაურით ვხვდები, ღირს თუ არა შესვლა.”
პენსიონერი, გორი (65 წლის, კაცი): “რაც კაცობრიობა არსებობს, სიყალბეც იქნება, სიმართლეც იქნება… იმიტო, რო თავისუფალი პრესაა, ყევლას აქვს აზრისა და სიტყვის თავისუფლება. რომ წაიკითხავ, მერე შენ შენი აზრით უნდა მიხვდე, რო დარწმუნდე, რო ესმართალი არის თუ არ არის მართალი”.
იხ. უფრო ვრცლად
ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა

,,ფეიკ
ნიუსები“ ვირუსების შესახებ

ნიუსები ნატოსა და რუსეთის შედარებაზე

საქართველოს საზღვრებს ყველაზე მეტად
რომელი ქვეყანა ერჩის?
რესპონდენტთა უმრავლესობამ (64) ცალსახად რუსეთი დააასახელა; ამასთანავე როგორც დიაგრამა 5-ზე ჩანს, რუსეთი საფრთხეების ჩამონათვალში ყველა სხვა მეზობელ ქვეყანასთან ერთადაც ფიგურირებს. 139- დან 28 რესპონდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვრებს საფრთხეს ოთხივე მეზობელი (რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი) უქმნის. ცალკე აღებული თურქეთი საფრთხედ 6-მა, ხოლო აზერბაიჯანი 1-მა რესპონდენტმა დაასახელა.
ამასთანავე ორივე ქვეყანა სხვა მეზობლებთან ერთად ფიგურირებდა საფრთხეების ჩამონათვალში. ერთმა რესპონდენტმა რუსეთთან ერთად საქართველოს საზღვრებისთვის საფრთხედ ევროპა და ამერიკაც დაასახელა, ხოლო 6-ს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. როგორც დიაგრამაზე ჩანს, ყველაზე ნაკლებად ახალაქალაქში საფრთხედ რუსეთს (2) ასახელებენ, შედარებით მეტად - თურქეთს (4). მხოლოდ რუსეთი საფრთხედ ყველაზე მეტმა რესპონდენტმა ახალციხეში (11), გორში (11), თელავში (10) და ყვარელში (10) დაასახელა.
ოთხივე მეზობელ ქვეყანას საფრთხედ კი ყველაზე მეტად ხულოსა (6) და წეროვანში (6) თვლიან.
რუსული და
ევროპული ბაზრის შედარება
რუსული და ევროპული ბაზრის შედარება დროს, ისინი, ვინც ევროპულ ბაზარს სკეპტიკურად ეკიდება, 2 მიზეზს ასახელებდა: 1. ევროპა და ამერიკა შორსაა, რუსული ბაზარი ახლოა და ნაცნობია; 2. რუსული ბაზარი უფრო მარტივია.
რესპონდენტთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებდა იმ საინფორმაციო ქაოსზე, რომელიც დღეს შექმნილია და ზოგად უნდობლობას იწვევს ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ: ისტორიკოსი, წეროვანი (33 წლის, ქალი): “მე რომ მართალი მგონია, ყალბია, ან პირიქით, რაღაცა რომ ყალბი მგონია, ის მართალია”.
ჟურნალისტი, წეროვანი (41 წლის, ქალი): “ზოგადად, სულ ფეიქ ნიუსები მგონია და ყველაფერს ვუყურებ ეჭვის თვალით. სიმართლესაც ყალბად აღვიქვამ”.
რესპონდენტენტთა ნაწილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის მიზნებს უკავშირდება, რომელიც ერთი მხრივ, დასავლეთის დემონიზებას, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის შექმნას ისახავს მიზნად.
უფროს ასაკობრივ ჯგუფებში კი ითქვა, რომ ისინი ინფორმაციას პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით აფასებენ.
ფილოლოგი, ხულო (42 წლის, ქალი): “უკვე დავისწავლეთ, რომ რომელი არის ყალბი ნიუსი და რომელი არა და სათაურით ვხვდები, ღირს თუ არა შესვლა.”
პენსიონერი, გორი (65 წლის, კაცი): “რაც კაცობრიობა არსებობს, სიყალბეც იქნება, სიმართლეც იქნება… იმიტო, რო თავისუფალი პრესაა, ყევლას აქვს აზრისა და სიტყვის თავისუფლება. რომ წაიკითხავ, მერე შენ შენი აზრით უნდა მიხვდე, რო დარწმუნდე, რო ესმართალი არის თუ არ არის მართალი”.
იხ. უფრო ვრცლად
ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა
ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები