რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ქარი, ქუმელა და კვერი - სურბ-სარქისობა შიდა ქართლში
სურბ-სარქისის დღესთან დაკავშირებით ცნობები ეთნოგრაფმა სერგი მაკალათიამ შეაგროვა. მაკალათიას ცნობით, სომხური თემი ამ ტრადიციას უძველესი დროიდან მისდევს, განსაკუთრებით, ქალაქ გორში და სოფელ ახალქალაქში (კასპის რაიონი).

სურბ-სარქისის წინა ღამეს მარილიანი კვერები ცხვება და მომავალი მეუღლის დასიზმრების სურვილით მიირთმევენ. გარდა ამისა, მოსახლეობა ამჩნევს, რომ ქარიანი ამინდები (ძირითადად თებერვალში) სურბ-სარქისობას ემთხვვა.

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლის, თამილა კოშორის ცნობით, სურბ-სარქისი, (წმინდა სარქისი), რომელიც არის სომხური სამოციქულო ეკლესიის ძველი ტრადიცია, იმართება იანვრის ბოლოს-თებერვლის დასაწყისში-წმინდა სარქის მეომრის სახელზე.

წმინდა სარქისი იყო: „კაცი ვინმე ნაგმირევი და სახელი მისი სუბალის ძე სარქის, ესე იქმნა მონაზოვნი და აღაშენა მონასტერი ძირსა არარატისა მთისასადა ილოცავენ დღე და ღამე"

წმინდა სარქისი თავის 14 თანამებრძოლთან ერთად ეწამა ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. ის ითვლება სიყვარულის მფარველად, ილოცებიან შეყვარებული წყვილები.

მიღებულია წმინდა სარქისის ხსოვნის დღე აღინიშნოს როგორც საეკლესიო რიტუალით და ლოცვით. ასევე სხვადასხვა ხალხური ტრადიციის მიხედვით, რომლის გამოხატულება ზემოთ აღნიშნული მარილიანი კვერების გამოცხობა - მირთმევაა.

კიდევ ერთი ტრადიცია, რაც სომხურ თემს ახასიათებს, არის ქუმელას მომზადება:

სომხურ თემში მიცვალებულის სახელზე აკეთებენ ქუმელას. ეს ხდება ქართულ კორკოტობამდე ერთი კვირით ადრე და აქვს ის დანიშნულება რაც კორკოტს. ქუმელა მზადდება სპეციალურად დაფქული ხორბლის ფქვილისაგან, რომელსაც გაყავისფრებამდე მოხალავენ, აურევენ თაფლიან წყალში (ისე, რომ ცომივით მასა არ გახდეს, ოდნავ უნდა დაინამოს), შეაზავებენ ქიშმიშითა, სხვადასხვა ტკბილეულით და ცხიმით." - აღნიშნავს თამილა კოშორიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.