რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხურვალეთში ქაცარავასა და ხუროშვილს შორის მომხდარ ინციდენტს სასამართლო არკვევს
გორის სასამართლო, ხურვალეთში 20 აგვისტოს მომხდარ ფაქტის მოკვლევას იწყებს. დღეს წინასასამართლო სხდომა იმართება, სადაც მხარეები მტკიცებულებებს გაეცნობიან.

ბრალდებულები არიან დავით ქაცარავა და ხვიჩა ხუროშვილი. ოროვე მათგანს ძალადობაში ედებათ ბრალდები.
პროცესი, რომელზეც დათო ქაცარავა როგორც ბრალდებული, ასევე დაზარალებულის სტატუსითაა წარმოდგენილი, გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში იმართება.

ქაცარავამ სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, რომ ის პოლიტიზირებული სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს და ორი წლით, ციხეში გაშვებას არ გამორიცხავს.

დავით ქაცარავა: ,,სამი წელია ანტისაოკუპაციო მოძრაობას ვუდგავარ სათავეში. არა თუ ღობეების გავლების სიჩქარე შეჩერდა, არამედ შემცირდა გატაცებების რაოდენობა. სწორედ, ამიტომ მებრძვიან. იმ დღეს მივდიოდი დათა პაპასთან, წამლები მიმქონდა. ჩემი წასვლა იცოდა მხოლოდ პრეს-სამსახურმა. შევატყობინე შს სამინისტროს, ზუსტად ნახევარ საათში მივიღე ნებართვა და ვიყავი უკვე ხურვალეთის პუნქტთან. გამაჩერეს 20 წუთი. ამის შემდეგ, პოლიციის თანხლებით გავემართე საგუშაგოზე. როდესაც შევედი ბობნევში, დავინახე თეთრი ფერის მიკროავტობუსი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა. რომლებმაც ჩემი მანქანის დანახვისთანავე, საკმაოდ აგრესიულად შემომძახეს, გააჩერე მანქანაო. ოდნავ მოშორებით გავაჩერე და გადმოვედი. უკვე ამ დროს, ახალგაზრდები, საკმაოდ ენერგიული ნაბიჯით ჩემსკენ მოემართებოდნენ. მათი მხრიდან დაფიქსირდა აგრესია. საკმაოდ, ხმამაღლა აგრესიულად მომმართავდნენ. როგორც კი მომიახლოვდნენ, მომმართეს უცენზურო სიტყვებით, სასწრაფოდ დამეტოვებინა ადგილი, რადგან პროვოცირებას ვუწევდი. ბატონი ხვიჩა იყო ამ ჯგუფის სათავეში. მე ჩავთვალე, რომ როგორღაც უნდა გამენეიტრალებინა სიტუაცია. მშვიდად ხელი გავუწოდე, ჯერ მოდი გამარჯობა მითხარი-მეთქი. საპასუხოდ, ხელში ჩამარტყა და შემაგინა. მივხვდი, რომ ეს ჯგუფი იყო მიმართული იმისაკენ, რომ ფიზიკურად გამსწორებოდნენ. ერთი ადამიანი იღებდა ტელეფონით. მივხვდი, რომ შემდეგი დარტყმაც მოყვებოდა და ჩემგანაც მოყვა დარტყმა. აქტიური ჩხუბი გამოვიდა და მეც მივიღე დაზიანებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიუხედავად ამ კონფლიქტისა, მე ამ ადამიანების მიმართ არც დამრჩენია. ჩხუბის პროცესში ემოციურად ვიყავი. მე და ბატონი ხვიჩა შევრიგდით." - განაცხადა დავით ქაცარავამ.

შემდეგ დაიკითხა ხვიჩა ხუროშვილი.

ხვიჩა ხუროშვილი: ,,გაბრაზებული ვიყავი. ეს ის პერიოდი იყო, რომ ჩემი ძმაკაცი იყო წაყვანილი რუსების მიერ. ესენი რომ შემოდიან სოფელში, რუსებიც აგრესიულები ხდებიან, ისინიც ჩვენ გვიქმნიან ხოლმე პრობლემებს. როცა ქაცარავა მოვიდა, მე პირველი მივედი მასთან. პირველი მაგან დამარტყა. მე ხელში ჩავარტყი, მაგან კი დამარტყა. მერე უკვე წავიდა ჩხუბი. აღარ მახსოვს, როგორ და რა მოხდა."

მოსამართლე: ,,როგორც ბატონი დავითი ამბობს, ვინაიდან არსებობდა საფრთხე, ის იმ წუთიდან ჩავვარდა აუცილებელი მოგრიების ფარგლებში, და გირტყამთ სახეში ხელებს. თქვენ როგორი განმარტება გექნებათ? მომდინარეობდა თუ არა თქვენგან საფრთხე ბატონი დავითის მიმართ?

ხვიჩა ხუროშვილი: ,,არა"

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა განაცხადა, რომ პირადად როგორც მოქალაქეს პატივს სცემს და საქმის არსებითი განხილვა დაიწყება 2020 წლის 25 თებერვალს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.