რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქუთაისში2008 წლიდან „განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“ ფუნქციონირებს. ცენტრი სხვადასხვა მიმართულებასთან ერთადგანსაკუთრებულ აქცენტს დასაქმებაზე აკეთებს. ორგანიზაციის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ დასაქმების და განვითრების მხრივ არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ. „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ პროექტებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და ის სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარების საჭიროებებზეა გათვლილი.
ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე განმარტავს, რომ სამიზნე ჯგუფებს კატეგორიებად ყოფენ და მათ საჭიროებების მიხედვით ეხმარებიან.
„თავდაპირველად სხვა პროექტის ფარგლებში ვიყავით, მისი დასრულების შემდეგ, დავისახეთ ამოცანა, გაგვეგრძელებინა მუშაობა, სწორედ იქედან გამოდინარე, რასაც ვსაქმიანობდით, შეიქმნა „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ და ყველა მიმართულებამოვაქციეთ სახელწოდების ქვეშ.
დღესაც ჩვენი მისიაა დასაქმებისა და განვითარების მხრივ არსებული პრობლემების იდინტიფიცირება და მათ საპასუხოდ კონკრეტული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება. ვცდილობთ, დასაქმებას შევუწყოთ ხელი, მაგრამ გაძლიერების ნაწილში, კატეგორიებად ვყოფთ სამიზნე ჯგუფებს და მეტად ვეხმარებით მათ, ვისთვისაც შრომის ბაზარზე დასაქმება გართულებულია. ესენი არიან შშმ პირები, ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად იყვნენ უმუშევრები, დიასახლისები, სოციალური ინტეგრაციის პრობლემების მქონე პირები, ამასთან,იძულებით გადააადგილებული და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები და ეთნიკური უმცირესობები. გარდა დასაქმების პრობლემებისა, აქტიურად ვუწევთ დახმარებას ახალგაზრდებს საკუთარი შემოსავლების გენერირების საქმიანობის დაწყებაში. გვაქვს ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრი, სადაც დაინტერესებული ახალგაზრდები მოდიან, იღებენ მომსახურეობას არა მხოლოდ სწავლის, არამედ საკონსულტაციო მომსახურების სახით. ჩვენი სერვისებით გამოვირჩევით იმიტომ, რომ პირდაპირ თანხებს არავის ვაძლევთ, მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს უნდა მეწარმეობა, ფულის მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა წყაროებით, მაგრამ მთავარი, რაც ადამიანს ჭირდება ძირითად ინსტრუმენტად, არის ცოდნა. ცოდნის დროსაც ერთჯერადი ტრენინგით არ შემოვიფარგლებით, დიდ ყურადღებას ვაქცევთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში წარმოქმნილ სირთულეებთან დაკავშირებული ცოდნის მიღებას. ვეხმარებით, პროდუქციის დახვეწასა და განვითარებაში“-განაცხადა ლიკა კილაძემ.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებში განსაკუთრებული ადგილი სოციალური მეწარმეობის განვითარების თემას ეხება.
„განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრიც“ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ამ მიზნით, ცენტრის ბალანსზე შეიქმნა სოციალური საწარმო „ფარშევანგი“, სადაც დასაქმებული არიან შშმ პირები და სოციალურად დაუცველი ადამიანები. მათ ცენტრის დახმარებით საზოგადოებაში რეალიზება და ფინანსური სტაბილურობა შეძლეს.
„აქტიურად ვუწყობთ ხელს სოციალურ მეწარმოების განვითარებას. ეს ახალი მიმართულებააჩვენს ქვეყანაში. დღეს მათი რაოდენობა დიდ არ არის, მაგრამ მზარდია. სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენ მიგვაჩნია ერთ-ერთ ეფექტურ გზად ორი მთავარი პრობლემის მოსაგვარებლად, ესაა: ადამიანების ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა და კონკრეტული სოციალური მიზნის მოგვარება.
ქუთაისში შექმნილი გვაქვს სოციალური საწარმო „ფარშევანგი“, რომელიც აწარმოებს მისალოც ბარათებს, ინკლუზიური განათლებითვის აუცილებელ მასალებს და სუვენირებს. ეს საწარმო იმიტომ შეიქმნა, რომ შშმ პირებისთვის სამუშაო ადგილები შეგვექმნა. 11 ადამიანი მუშაობს,ოთხია შშმ პირი, 7 სოციალურად დაუცველი და შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი ჯგუფის წარმომადგენელიქალები. სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარციზაცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში და სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთი ტიპის საწარმოების შექმნას, რადგან შეიქმნას სამუშაო ადგილები და მოქალაქეებმა რეალიზება მოახერხონ. შრომის ბაზარზე ბევრი სირთულეა, ერთ-ერთია დაუცველი სამუშაო გარემო და დაბალი ანაზღაურება. რის გამოც ხშრად ადამიანი უარს ამბობს სამუშაოზე და თანხმდება მაღალანაზღაურებად სამუშაოს საზღვაგარეთ“-განაცხადა ლიკა კილაძემ. ცენტრის განსაკუთრებულ ყურადღებას შშმ პირების დასაქმებას აქცევს. მისი თქმით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების მხრივ, თუმცა არასათანადო გარემო ხშირად დაბრკოლებად რჩება, ამიტომ აუცილებელიცაა დამსაქმებელმა იცოდეს მის თანამშრომელებს რა საჭიროებები აქვთ.
„განათლების განვითარების და დასაქმების ცეტრის“ ბენეფიციარი ნანა ფხაკაძე ერთ-ერთია, რომელიც ცენტრის მიერ შექმნილ სოციალურ საწარმოში მუშაობს. პროფესიით ბუღალტერმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროფესიით მუშაობა ვეღარ შეძლო და ვერც საზოგადოებაში ინტეგრაციას ახდენდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ შემოთავაზებაზე დათანხმდა და საკუთარი შესაძლებლობების სხვა მხრივ განვითარება დაიწყო. ის მეხუთე წელია სოციალური საწარმოს თანამშრომელია.
„პროფესიით ბუღალტერი ვარ და წლები ამ პროფესიით ვიმუშავე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე გავხდი და მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ჩემი შვილიც დაბადებიდან ამ სტატუსითაა და ის„განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ბენეფიციარია, ვიცოდი ამ ცენტრის შესახებ და მეც მათი ბენეფიცარი გავხდი. რადგანაც გარეთ მუშაობა არ შემეძლო, შემომთავაზეს ჩემი შესაძლებლობა გამომეყენებინა და „ფარშევანგში“ დამეწყო მუშაობა. თუ სურვილი მექნებოდა მესწავლა ქვილინგი. რა თქმა უნდა, დავიწყე სწავლა და 2016 წლიდან ვმუშაობ. გრანტი მივიღე ორჯერ, შევიძინე მასალები და ვთანამშრომლობ სოციალურ საწარმოსთან. ვქმნით ბარათებს, მოსაწვევებს, სუვენირებს, გულსაბნევებს და ჩვენი ნამუშევრებით სხვებს ვეხმარებით“-განაცხადა ნანა ფხაკაძემ. უხარია, რომ თავს გარიყულად არ გრძნობს და საკუთარი შემოსავალი გაუჩნდა.
„დამოუკიდებლადაც ვმუშაობ. გამოფენა-გაყიდვებში ვმონაწილეობ. საახალწლოდ თბილისში, პარლამენტში გვქონდა გამოფენა-გაყიდვა.ვიღებ შეკვეთებს, მაქვს გვერდი, სადაც განთავსებულია ნამუშევრები. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ტყუილად არ ვარ, მგონი, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. გარიყულად არ გრძნობ თავს. ხვდები, რომ ვიღაცას სჭირდები,შენი ნამუშევრები ვიღაცას მოსწონს, გიფასებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირისთვის, რომელიც თვლიდა, რომ წლების განმავლობაში სახლში მოუწევდა ყოფნა. გარდა იმისა, რომ შემოსავალიც არის, გაქვს ადამიანებთან ურთიერთობაა “-განაცხადა ნანა ფხაკაძემ.
ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ დასაქმდა 53 წლის ირინა მეტრეველი. ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია, პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი და ფეხი, მიუხედავად ამისა, ის დასუფთავების სამსახურში მუშობს. როგორ ჩვენთან საუბარში ამბობს, დასაქმების იმედი დაკარგული ქონდა, რადგან შშმ პირების დასაქმებაზე ყველა კომპანია უარს ამბობდა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა, ხელი და ფეხი პარალიზებული მაქვს. სოციალური დამხარება მომიხსნეს და შემოსავალი მჭირდებოდა. ცენტრი დამეხმარა, მათი შუამდგომლობით დასუფთავების სამსახურში დავსაქმდი. დამღლელი სამუშაოა, მაგრამ შეუძლებელი არ არის, რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ვმუშაობ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა მაქვს. ამ ასაკში შევძელი და საკუთარი შემოსავალი გავიჩინე. მნიშვნელოვანია, იყოსორგანიზაციები, რომლებიც ხელსშეუწყობენ შშმ პირებს დასაქმებაში. ჩვენ არ ვართ ტვირთი, ჩვენ შეგვიძლია მუშაობა, უბრალოდ ხელშეწყობა გვჭირდება. გვჭირდება, დავინახოთ, რომ ვიღაცისთვის საჭირო ვართ, რომ სასაგებლო საქმეს ვაკეთებთ. მე ჩემს ქალაქს ვასუფთავებ, ვზრუნავ მასზე და ვიცი ამას აფასებენ“-აცხადებს ირინა მეტრეველი.
სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.
„გარიყულად არ გრძნობ თავს, ხვდები, რომ ვიღაცას სჭირდები“
ფოტოზე: ნანა
ფხაკაძე, საწარმო "ფარშევანგის" თანამშრომელი

ფოტოზე: ლიკა კილაძე, ცენტრის გამგეობის
თავმჯდომარე

,,ფარშევანგის" თანამშრომლების
ნამუშევრები
„განათლების განვითარების და დასაქმების ცეტრის“ ბენეფიციარი ნანა ფხაკაძე ერთ-ერთია, რომელიც ცენტრის მიერ შექმნილ სოციალურ საწარმოში მუშაობს. პროფესიით ბუღალტერმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროფესიით მუშაობა ვეღარ შეძლო და ვერც საზოგადოებაში ინტეგრაციას ახდენდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ შემოთავაზებაზე დათანხმდა და საკუთარი შესაძლებლობების სხვა მხრივ განვითარება დაიწყო. ის მეხუთე წელია სოციალური საწარმოს თანამშრომელია.
„პროფესიით ბუღალტერი ვარ და წლები ამ პროფესიით ვიმუშავე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე გავხდი და მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ჩემი შვილიც დაბადებიდან ამ სტატუსითაა და ის„განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ბენეფიციარია, ვიცოდი ამ ცენტრის შესახებ და მეც მათი ბენეფიცარი გავხდი. რადგანაც გარეთ მუშაობა არ შემეძლო, შემომთავაზეს ჩემი შესაძლებლობა გამომეყენებინა და „ფარშევანგში“ დამეწყო მუშაობა. თუ სურვილი მექნებოდა მესწავლა ქვილინგი. რა თქმა უნდა, დავიწყე სწავლა და 2016 წლიდან ვმუშაობ. გრანტი მივიღე ორჯერ, შევიძინე მასალები და ვთანამშრომლობ სოციალურ საწარმოსთან. ვქმნით ბარათებს, მოსაწვევებს, სუვენირებს, გულსაბნევებს და ჩვენი ნამუშევრებით სხვებს ვეხმარებით“-განაცხადა ნანა ფხაკაძემ. უხარია, რომ თავს გარიყულად არ გრძნობს და საკუთარი შემოსავალი გაუჩნდა.
ფოტოზე: ნანა ფხაკაძე, საწარმო
,,ფარშევანგის" თანამშრომელი
„დამოუკიდებლადაც ვმუშაობ. გამოფენა-გაყიდვებში ვმონაწილეობ. საახალწლოდ თბილისში, პარლამენტში გვქონდა გამოფენა-გაყიდვა.ვიღებ შეკვეთებს, მაქვს გვერდი, სადაც განთავსებულია ნამუშევრები. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ტყუილად არ ვარ, მგონი, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. გარიყულად არ გრძნობ თავს. ხვდები, რომ ვიღაცას სჭირდები,შენი ნამუშევრები ვიღაცას მოსწონს, გიფასებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირისთვის, რომელიც თვლიდა, რომ წლების განმავლობაში სახლში მოუწევდა ყოფნა. გარდა იმისა, რომ შემოსავალიც არის, გაქვს ადამიანებთან ურთიერთობაა “-განაცხადა ნანა ფხაკაძემ.
ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ დასაქმდა 53 წლის ირინა მეტრეველი. ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია, პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი და ფეხი, მიუხედავად ამისა, ის დასუფთავების სამსახურში მუშობს. როგორ ჩვენთან საუბარში ამბობს, დასაქმების იმედი დაკარგული ქონდა, რადგან შშმ პირების დასაქმებაზე ყველა კომპანია უარს ამბობდა.
ფოტოზე: ირინა მეტრეველი, ააიპ
,,სპეციალური სერვისების" თანამშრომელი
„ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა, ხელი და ფეხი პარალიზებული მაქვს. სოციალური დამხარება მომიხსნეს და შემოსავალი მჭირდებოდა. ცენტრი დამეხმარა, მათი შუამდგომლობით დასუფთავების სამსახურში დავსაქმდი. დამღლელი სამუშაოა, მაგრამ შეუძლებელი არ არის, რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ვმუშაობ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა მაქვს. ამ ასაკში შევძელი და საკუთარი შემოსავალი გავიჩინე. მნიშვნელოვანია, იყოსორგანიზაციები, რომლებიც ხელსშეუწყობენ შშმ პირებს დასაქმებაში. ჩვენ არ ვართ ტვირთი, ჩვენ შეგვიძლია მუშაობა, უბრალოდ ხელშეწყობა გვჭირდება. გვჭირდება, დავინახოთ, რომ ვიღაცისთვის საჭირო ვართ, რომ სასაგებლო საქმეს ვაკეთებთ. მე ჩემს ქალაქს ვასუფთავებ, ვზრუნავ მასზე და ვიცი ამას აფასებენ“-აცხადებს ირინა მეტრეველი.
ნატა კაპატაძე
სოციალური მედიისა და კომუნიკაციების
მენეჯერი
+995 0431 25 13 30 92 79
995 592 27 92 79
www.csrdg.ge
სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.
ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები