რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
წეროვანის დევნილების ვალი სოკარის მიმართ 2 მლნ ლარზე მეტია
2 მლნ ლარს აჭარბებს იმ მოსახლეობის ვალი სოკარის მიმართ, რომლებიც წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. ამის შესახებ qartli.ge-ს ახალგორის ლეგიტიმური რაიონის გამგებლის მოადგილე გელა შერმადინი ესაუბრა.



მისი თქმით, კერძო კომპანია ,,სოკართან" მოლაპარაკებების პროცესი ყოველთვის წარმატებით არ სრულდება და შედეგიც სახეზეა.

,,ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას გაზს უჭრიან, შემდეგ ხდება თვითნებური აღდგენა. ამას მოსდევს მორიგი უთანხმოება, დაჯარიმება და ა.შ. წლების განმავლობაში დაგროვებულ ვალებს ზოგი  ნაწილ-ნაწილ იხდის, ნაწილი კი - ვერა" - განმარტავს გელა შერმადინი.

დასახლებაში ცხოვრობენ ახალგორიდან დევნილები, ასევე, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირები.

მადონა გვალია ერთ-ერთი იმ ოჯახის წარმომადგენელია, რომელსაც სოკარის მიმართ დავალიანება დაახლოებით 3 ათასი ლარი აქვს. ამბობს, რომ დავალიანებას ერთდროულად ვერ გადაიხდის. ოჯახში კი, შემოსავალი მხოლოდ ერთ წევრს შემოაქვს.

,,ჯერ ჩვენამდე არ მოსულან სოკარის წარმომადგენლები, თუმცა, ვიცი, რომ ბევრს ჩაუჭრეს, ბევრს კი, თანხა გადაუნაწილეს. ჩვენ ოჯახს, მაგალითად, 3 ათასი ლარი აქვს დავალიანება. ეს დავალიანება საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს. ერთიანად ვერ გადავიხდით. ადრე შეღავათები არსებობდა, მაგრამ მერე მოხსნეს." - ამბობს მადონა გვალია, რომლის ოჯახში 7 სული ცხოვრობს.

ახალგორის გამგებლის მოადგილე გელა შერმადინი აღნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში მოსახლეობას ჯამურად საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხის გადახდა უწევს. ,,ეს თანხა შეიძლება იყოს 250 ან 300 ლარი თვეში. ის ოჯახები, რომელთა შემოსავალი მცირეა, ბუნებრივია, გაუჭირდება ამ თანხის გადახდა." - აღნიშნავს შერმადინი.

გელა შემარდინი  ახაგორიდანაა დევნილი. ამბობს, რომ ბევრი ოჯახი სარჩოს იღებდა ოკუპირებულ სოფლებში დარჩენილი მეურნეობიდან.  

2019 წლის 30 აგვისტოს შემდეგ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გამშვები პუნქტი ,,რაზდახანი" (სოფელ მოსაბრუნთან) ჩაკეტა. ეთნიკურ ქართველებს გადაადგილების საშუალება აღარ მიეცათ.

,,5 თვის განმავლობაში გზა ჩაკეტილი იყო, მხოლოდ, იანვარში გახსნეს რამდენიმე დღით. ისევ ჩაიკეტა. როცა ასეთ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს დამატებითი შემოსავალი ხელიდან ეცლებათ, ბუნებრივია კომუნალური გადასახდლები ტვირთავ დააწვებათ" - განმარტავს გელა შერმადინი.

თეიმურაზ ქაწაშვილი, ბოლო დრომდე, ახალგორში მიმოსვლას ახერხებდა, თუმცა, ბოლო პერიოდში, უკვე წეროვნის დასახლებაში უწევს ცხოვრება. ამჯერად, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცდილობს იმუშაოს, თუმცა, მისი ოჯახის შემოსავალი მცირეა, რომ კომუნალურ გადახდებზეც გაანაწილოს.


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.