რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
როგორ წითლდებოდა გორი
1921 წლის 25 თებერვალს თბილისი საბჭოთა არმია დაიკავა. მენშევიკურმა
მთავრობამ საქართველო დატოვა. გორის მაზრა ერთ-ერთი ის ადგილი იყო,
სადაც ბოლშევიკები 1918-1921 წლებში სისტემატიურ გამოსვლებს და
აჯანყებებს აწყობდნენ.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიეკავკასიაში რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხარეო ორგანომ - ოზაკომმა უფლებამოსილება შეწყვიტა. ქართველი სოციალ-დემოკრატების (მენშევიკები) ძალისხმევით, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელმაც ფუნქციონირება 1917 წლის 15 ნოემბერს დაიწყო.
ამიერკავკასიის კომისარიატში ბოლშევიკები ვერ მოხვდნენ. ის საქართველოს სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) და ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ, დაფუძნდა.
ამის შემდეგ, მთელი 3 წლის განმავლობაში ბოლშევიკები სხვადასხვა ადგილას აჯანყებებს აწყობდნენ. პირველი ასეთი აჯანყებები ხაშურსა და გორში მოხდა.
1918 წლის 4 თებერვალს ბოლშევიკებმა ხაშურში იარაღის არსენალი დაიკავეს და მაზრაში თავადებს დაერივნენ. სწორედ ამ დროს ამოხოცეს ოსიაურში ვეზირიშვილები. ამიერკავკასიის კომისარიატმა აჯანყების ჩასახშობად ხაშურში რაზმი (ასევე, ჯერ კიდევ წითელგვარდიელებად წოდებული) გაგზავნა. ხაშურის აჯანყების ჩახშობის შემდეგ მენშევიკებს შეატყობინეს, რომ ბოლშევიკები გორშიც აჯანყდნენ.
გორშიც, ბოლშევიკებმა იერიში კომისარიატის სადგომზე მიიტანეს. აჯანყებულებს შორის იყვნენ პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებული ოფიცრები, რომელთაც ყუმბარები აღმოაჩნდათ. მათ შორის, ცნობილი ტერორისტი, ბოლშევიკი, მეტ სახელად ,,დავახეთქე“. ეს უკანასკნელი მენშევიკებმა დაატუსაღეს. დააატუსაღეს კიდევ 11 სხვა პირი. ზოგიერთებმა იქვე მთებში გაქცევა და დამალვა მოასწრეს.
1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. სეიმი დაკომპლექტდა რუსეთის დამფუძნებელ კრების ყოფილი წევრებით - ამიერკავკასიელი დეპუტატებით.
სეიმმა საკუთარი თავი ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოდ გამოაცხადა, შექმნა მთავრობა და დაიწყო ჯარის ფორმირება, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა ხელისუფლების (ბოლშევიკების) წინააღმდეგ ბრძოლა.
1918 წლის მარტში ცხინვალში აჯანყება მოხდა. ეს ამბავი დეტალურად აღწერა თვითმხილველმა კირილე ნინიძემ, რომელიც დამფუძნებელი კრების წევრი იყო. ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და გადაარჩინა ეთნიკურად ოსმა ვინმე შავლეგომ.
კირილე ნინიძის ჩანაწერებით ირკვევა, რომ 1918 წლის მარტში, ცხინვალში ეროვნულ დამოუკიდებლობას აჯანყებულები არ ითხოვდნენ. პირიქით, ისინი იმ დანაპირების შესრულებას ითხოვდნენ, რის გამოც ოქტომბრის რევოლუცია მოხდა.
ცხინვალის გარშემო მცხოვრები მოსახლეობა აცხადებდა, რომ ბოლშევიკების წაქეზებით მოქმედებდნენ, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მენშევიკები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ,,წითელი გვარდია“ თავადებს შეეკვრნენ. თავადებისგან წართმეული მიწები კი უნდა დაერიგებინათ.
აჯანება სეიმის გვარდიელებმა ჩაახშეს. 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოეყო ამიერკავკასიის სეიმს და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
გორის მაზრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, მეჯვრისხევში საბჭოთა ხელისუფლება ჯერ კიდევ 1919 წელს დამყარდა. საბჭოთა ისტორიოგრაფიის ცნობით, საბჭოთა ხელისუფლება აქ, კონკრეტულად, 1919 წლის 9 ნოემბერს გამოცხადდა.
აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გვარდიელებმა ჩაახშეს. გამოსვლებში მონაწილეობდა გორის მაზრის იმ სოფლების მოსახლეობა, რომლებიც მეჯვრისხევის თემში შედიოდნენ, მათ შორის, ჯარიაშენის, აძვის, ახრისის და მთის სოფლების მოსახლეობა.
აღნიშნული გამოსვლები, ისტორიკოსების აზრით, ემსახურებოდა საქართველოში მოქმედი მთავრობის დასუსტებას, ხოლო ქართველი ბოლშევიკების დახმარების საბაბით, რუსეთის ბოლშევიკური არმიის შემოსვლას.
იხ. ამავე თემაზე:
შიდა ქართლი 1917 წლის რევოლუციიდან 1918 წლის მაისამდე
,,ბოლშევიკების აჯანყება გორში"
რა ხდებოდა ცხინვალში 1918 წლის 18 მარტს - აჯანყება თვითმხილველის ნაამბობის მიხედვით
1918 წლის 4 თებერვლის
აჯანყება

1918 წლის მარტი - აჯანყება
ცხინვალში

1919 წლის აჯანყება
საბჭოთა ხელისუფლების დამყარება
მეჯვრისხევში
გორის მაზრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, მეჯვრისხევში საბჭოთა ხელისუფლება ჯერ კიდევ 1919 წელს დამყარდა. საბჭოთა ისტორიოგრაფიის ცნობით, საბჭოთა ხელისუფლება აქ, კონკრეტულად, 1919 წლის 9 ნოემბერს გამოცხადდა.
აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გვარდიელებმა ჩაახშეს. გამოსვლებში მონაწილეობდა გორის მაზრის იმ სოფლების მოსახლეობა, რომლებიც მეჯვრისხევის თემში შედიოდნენ, მათ შორის, ჯარიაშენის, აძვის, ახრისის და მთის სოფლების მოსახლეობა.
აღნიშნული გამოსვლები, ისტორიკოსების აზრით, ემსახურებოდა საქართველოში მოქმედი მთავრობის დასუსტებას, ხოლო ქართველი ბოლშევიკების დახმარების საბაბით, რუსეთის ბოლშევიკური არმიის შემოსვლას.
იხ. ამავე თემაზე:
შიდა ქართლი 1917 წლის რევოლუციიდან 1918 წლის მაისამდე
,,ბოლშევიკების აჯანყება გორში"
რა ხდებოდა ცხინვალში 1918 წლის 18 მარტს - აჯანყება თვითმხილველის ნაამბობის მიხედვით
ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები