რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მოსამართლე: ,,შვილები მაინც შეიცოდეთ, პატარა ჩიტებივით ზიან და გელოდებიან"
31 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან დარბაიძემ გუშინ საღამოს 24 თებერვალს მიიღო.

1989 წელს დაბადებულ მამაკაცს ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში, კერძოდ სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

პროკურორ გიორგი კრავიშვილის განცხადებით, 2019 წლის 25 დეკემბერს მან ჩაიდინა მუქარა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობით, რამაც გაუჩინა საფუძვლიანი შიში ქალს. ასევე ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ასევე ეს დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. და ბოლოს, მას ბრალი ედება ასევე მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვაში.

გიორგი კრავიშვილი (პროკურორი) - ,, მოგახსენებთ, მოცემულ შემთხვევაში კვლავ ძალაშია გიორგი მეშელაშვილის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობაში ძალაში დატოვების საფუძველი. მხედველობაში მაქვს ბრალდებულისთვის წაყენებული დანაშაულის სიმრავლე. ყურადღებას მივაპყრობ დანაშაულთა პერიოდზე, ფსიქოლოგიური ტანჯვა დაზარალებულმა მიიღო ჯერ კიდევ 2014 წლიდან და 2019 წლამდე მიმდინარეობდა. გასათვალისწინებელია 2019 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი, თუ რა მცირე მიზეზის გამო მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ბრალდებულმა დაზარალებულს. პატიმრობის გაუქმების შემთხვევაში ბრალდებულმა შესაძლოა ისევ ჩაიდინოს ახალი დანაშაული. ასევე მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება იმაზე თუ რა იყო მიზეზი. ამ შემთხვევაში მიზეზი არის ძალიან მცირე. მაგალითად 2019 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდში ბრალდებულმა, მხოლოდ, იმიტომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა დაზარალებულ მეუღლეს, რომ ფეხსაცმელს ვერ პოულობდა. და ყოველთვის ასეთი მცირე მიზეზის გამო იყო გამოწვეული მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარე შუამდგომლობს რომ ბრალდებული დარჩეს პატიმრობაში.“

ხვიჩა ფოთოლაშვილი: (ადვოკატი) - ,,არ ვეთანხმებით ბრალდების მხარეს პატიმრობაში დანრჩენის შუამდგომლობას. იმიტომ, რომ აღარ არსებობს საფრთხეები იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სახით გამოყენებული იყოს პატიმრობა. აღარ არსებობს შიშის საფუძველი მოწმეებზე და დაზარალებულზე ზეწოლისა. მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი და ყავს მცირეწლოვანი შვილები. არასოდეს გადაუკვეთავს ქვეყნის საზღვარი. რაც პროკურორმა განაცხადა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი (ისეთი როგორიცაა მაგალითად ეჭვიანობა) რომ ბრალდებული დარჩეს პატიმრობაში. ასევე წარმოდგენილი მაქვს დაზარალებულის განცხადება, რომელიც პრეტენზიას ამ ეტაპზე აღარ აცხადებს.“

ბრალდებული: ,,მე ვაღიარებ ჩემს ჩადენილ დანაშაულს და აღარ განმეორდება მსგავსი რამე ჩემი მხრიდან. მე ჩემს მეუღლესაც ბოდიშს ვუხდი და ვპირდები, რომ არ განმეორდება მსგავსი რამ ჩემი მხრიდან. გთხოვთ მომცეთ საშუალება, რომ ჩემს შვილებს ჩავეხუტო.“

მოსამართლე ლევან დარბაიძე დაინტერესდა, თუ სად იმყოფებიდა დაზარალებული და კითხვით მიმართა ბრალდებულის ადვოკატს. რაზეც ადვოკატმა უპასუხა, რომ დაზარალებული ამჟამად იმყოფება თავშესაფარში. მისი შვილები კი, თავშესაფრიდან წამოიყვანა ბებიამ. დაზარალებულის დედამთილმა.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ, მხარეების მოსმენის შემდეგ, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება. ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ამბავი, რომელსაც გორის სასამართლო იხილავს, 2019 წლის 25 დეკემბერს მოხდა. 31 დეკემბერს 31-წლის მამაკაცი დააპატიმრეს.

,,ბრალდებულს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალოს ალკოჰოლური სასმელით თრობა და ნარკოტიკული საშუალების მარიხუანას მოხმარება. ასევე აეკრძალოს დაზარალებულთან მიახლოება და ასევე იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დაზარალებული იმყოფება.“- განაცხადა მოსამართლემ.

სარეზოლუციო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ განმარტა საკუთარი პოზიცია:

ლევან დარბაიძე: (მოსამართლე) - ,,ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით იმ ნაწილში, რა ნაწილშიც დაიხურა სხდომა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ, პირველ რიგში, მიიღო მისი არასრულწლოვანი და უფრო მეტიც მცირეწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, მართმსაჯულების განხორციელებისას არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესი აღემატება სხვა ინტერესს.“

,,ამ შემთხვევაში, ეს მცირეწლოვნები, რომლებიც დედის გარეშე დარჩნენ, ისინი დარჩებოდნენ მამის გარეშეც. ამიტომ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური კავშირი აღდგეს ერთ-ერთ მშობელთან მაინც. მე ვიტოვებ იმედს, რომ ბრალდებული და დაზარალებული შერიგდებიან იმიტომ, რომ მათ ყავთ საერთო შილები. მე ვერ დავინახე კონფლიქტის რაიმე სერიოზული მიზეზი, რომლის გამოც ოჯახი უნდა დაინგრეს და გამონახავენ საბოლოო რესურსს, რომ შერიგდნენ. თუნდაც ბავშვებიდან გამომდინარე. მან აღიარა დანაშაული სრულად მტკიცედ მიიჩნია უდაოდ, რამაც გაამარტივა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი. და ბოდიში მოიხადა საკუთარი დანაშაულის გამო. ასევე მას დაზარალებულთან მიახლოება აეკრძალა, თუმცა, თუ დაზარალებულს ექნება სურვილი, კომუნიკიაცია შესაძლებელი იქნება, მხოლოდ, ტელეფონით. და ბოლოს იმის გამო, რომ ფეხსაცმელი ადგილზე არ იყო და რაღაცა არ იყო დალაგებული, ამის გამო კონფლიქტი ოჯახში არ შეიძლება. საკუთარი მცირეწლოვანი შვილები მაინც შეიცოდეთ, რომლებიც მობუზული პატარა ჩიტებივით ზიან და გელოდებიან. ასევე ძალიან ცოდოები არიან, დედის გარეშე რომ უწევთ ყოფნა, რაც არ უნდა იყოს, თქვენ მამაკაცი ხართ და უნდა შეძლოთ, რომ სიტუაცია რამენაირად დაარეგულიროთ. ამ ყველაფერს მივყავართ იქამდე, რომ ვთვლი აღკვეთის ღონისძიება უნდა შეცვლილიყო. გირაო და შემაკავებელი ორდერი საკმარისია იმისათის, რომ მან არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული.“ - განაცხადა მოსამართლემ (სტილი დაცულია).

შსს: მამაკაცს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 11 -ე . 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 273- ე მუხლის მეორე ნაწილით რაც გულისხმობს, ერთი ოჯახის წევრის მეორე ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას მცირეწლოვანი შილების თანდასწრებით. ასევე, ნარკოტიკული საშუალებით კერძოდ მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.