რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
10 წლის გიორგიმ კოსმოსი დახატა, მას სურს, რომ მომავალში კოსმონავტი გამოვიდეს. ის იმ ოჯახში დაიბადა, რომელიც 12 წლის წინ, სოფელ დისევიდან, აგვისტოს ომის დროს, გამოდევნეს.
ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ბავშვებმა შექმნეს ნახატები თემაზე ,,ჩემი ოცნება“. გიორგის თანატოლების უმრავლესობამ საკუთარი ოცნებების შესახებ, სხვადასხვა ვარიაცები ასევე ნათელ ფერებში შექმნეს.
ერთ-ერთმა თანატოლმა კალათბურთელი და კალათბურთის ფარი დახატა. ნახატის ავტორმა თქვა, რომ მისი ოცნებაა, კალათბურთელი გახდეს.
1-საათიანი მუშაობის შემდეგ, შავ ფერებში გამოსახული კონტურები მაინც გამოიკვეთა.
,,სხვადასხვა ოცნებები გამოიკვეთა. უფრო ხშირად მატერიალური მოთხოვნილებები. ვიღაცას უნდა ტელეფონი, ვიღაცას პლანშეტი. ვიღაცას უნდა რაღაცა ფორმის ქუდი, ტანსაცმელი.“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი ელზა პანკრატოვა, რომელიც ,,ართ თერაპიის“ კურსშია ჩართული.
არტ-თერაპიის კურსს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის“ ორგანიზებით, დევნილთა დასახლებებში წელსაც ხორციელდება.
,,ასაკი განისაზღვრება ორ ჯგუფად, არიან 6-დან 15 წლამდე ბავშვები. საინტერესოა, სწორედ ის, თუ როგორ აღიქვამენ ფერებს და სამყაროს. არის თუ არა ეს ის სამყარო, რაზეც ოცნებიბენ... ეს ყველაფერი შემდეგ ნახატებში აისახება. „ - ამბობს ,,ქართლოსის“ წარმომადგენელი ლელა მაზმიშვილი.
მისი თქმით, თითოეული ნამუშევრის უკან თითოეული ბავშვის სამყარო. ფსიქოლოგი ელზა პანკრატოვა გვიხსნის, რომ პერსონალურად ამ ნახატების განხილვა არ ხდება, რადგან შეფასება იმისა, რამდენად კარგადაა შესრულებული ნახატი, ამან შეიძლება ბავშვის განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს:
,,ზოგადად ასაკის მიხედვით ხდება ხოლმე გადაჯგუფება, მაგრამ იმდენად ჩაერთვნენ ამ პროცესში, რომ ასაკობრივად დაყოფა არ დამჭირდა ანუ ერთობლივი აქტივობა გამოვიდა. თემატიკა იყო, ის, რაც მათი ოცნებაა. ვიღაცას სამომავლო გეგმები ჰქონდა. დავუშვათ თავის პროფესიასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ადრეა ჩამოყალიბებულ პროფესიულ მიმართულებაზე ფიქრი, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ შეეცვლებათ დამოკიდებულება.
ძალიან ხალისით მოდიან და მნიშვნელოვანი რაც არის, როდესაც კეთდება ხოლმე ჯგუფური სესიები, ეს მიმართულია ძირითადად გუნდურობისკენ, ემპათიის წახალისებისთვის“ - ამბობს ელზა პანკრატოვა.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ არტ-თერაპიის დროს, ბავშვები ერთმანეთს უსმენენ, ხდება ერთმანეთის ემოციების, განცდების, ფიქრების გააზრება.
,,ეს ხდება, ასე ვთქვათ, მათი ,,შეკვრის’’ მიზნით.სხვადასხვა ფორმებს ვთავაზობთ ხოლმე. შეიძლება იყოს ნეგატიური ემოციებისა და პოზიტიურის გამოვლინება. ეს გადმოდის სუბლიმაციის სახით. შეიძლება ეს იყოს ფურცელი, შეიძლება ეს იყოს თამაში. მაგალითად როლური თამაშები, სამაგიდო თამაშები. თუნდაც ნახატი ცხოველის სახით ან ფრინველის სახით. როგორ გადმოსცემს ანუ რა მიაჩნია პრიორიტეტულად ბავშვს. ძირითადად ეს აქტივობები მიმართულია ბავშვის ემოციების იდენტიფიკაცისა და გამოხატვისკენ.“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი.
სპეციალისტი განმარტავს, რომ არტ-თერაპია იმის საშუალებას იძლევა, რომ იყვნენ ძალიან თავისუფალი და მოქნილი იმაში, რასაც აკეთებენ და სადაც არანაირი რჩევებია.
,,არტ-თერაპია ზოგადად შემოქმედებით უნარებს ავითარებს. მნიშვნელობა აქვს ფერის აღქმასაც, ფორმის აღქმასაც; როგორ არის დროსა და სივრცეში ორიენტირებული ბავშვი თუ მოზრდილი. უბრალოდ შეიძლება თემა მისცე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვს მიუთითო, როგორი ცუდი ან კარგი ნახატი გამოუვიდა. ეს არის ყველა შემთხვევაში კარგი ნახატი. ოღონდ დეტალებში თვითონ ის ჰყვება, რა იგულისხმა. თითოეულ ფერსა თუ დეტალში და მთლიანად ნახატში, რა აზრი ჩადო. ძალიან საინტერესო გამოვიდა. მეც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. „ - აღნიშნავს ელზა პანკრატოვა.
პროექტის შესახებ:
მეგობრობის ხიდი ქართლოსი პროექტის „არტ-თერაპიის მეთოდები კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებებისთვის" ფარგლებში ახორციელებს სესიებს ბერბუკის დევნითა დასახლებაში მცოხვრები ახალგზრდებისათვის.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა კრეატიული სივრცის მოდელი, რომელიც მისადაგებულია ბავშვთა თერაპიასთან და სწავლასთან რაც მხარს დაუჭერს ბავშვების ფრიქოლოგიურ რეაბილიტაციას შესაბამისი არტ-თერაპიის მეთოდების მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მეგობრობის ხიდი ქართლოსის ორგანიზებით და პოლონური ორგანიზაციების ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა ერთ კვირიანი სასწავლო ვიზიტი პოლონეთში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ წარმომადგენლებს ქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ და დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ცენტრები რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით.
განხორციელდა პრაქტიკული სწავლის მეთოდების გაზიარება პოლონელი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, ხოლო სწავლა სწავლების მეთოდოლოგია გამოყენებული იქნება პრაქტიკაში დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალაგზრდებისათვის. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისისს მიერ.
დევნილი ბავშვების ოცნებები ნახატებში - არტ თერაპია ბერბუკის დასახლებაში

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები