რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის პოლიციამ ნასვამი მამაკაცები ერთმანეთის სახლში გადაპატიჟების დროს დააკავა
,,ჯერ ამის სახლში ვიქეიფეთ, მერე ჩემთან სახლში მივდიოდით, იქ უნდა
გაგვეგრძელებინა ქეიფი" - განაცხადა 47 წლის მამაკაცმა, რომელიც
40-წლის მამაკაცთან ერთად, წუხელ სოფელ მეჯვრისხევში დააკავეს.
სასამართლომ დღეს ორივე მათგანს, პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის გამო, 2-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ნინო შარაძემ მათ განუმარტა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის მუხლი ფულად ჯარიმას 1000-დან 4 ათას ლარამდე ითვალისწინებს, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, ორდღიანი პატიმრობა გამოიყენა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა ლევან მდინარიძემ. მისი განცხადებით, განყოფილების თანამშრომრომლებმა მამაკაცები სოფლის ქუჩაში შეამჩნიეს:
,,ვინაიდან ისინი იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ჩვენმა პოლიციელებმა: საათაშვილმა, ბექაურმა და ჩადუნელმა მოუწოდეს გზიდან გადასვლა. მათ განაცხადეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ საკუთარ სოფელში და სადაც უნდოდათ, იქ ივლიდნენ. ამის შემდეგ, მიაყენეს ჩვენს პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა." - განაცხადა პოლიციელემა ლევან მდინარაძემ.
დაკავებულებმა ჩადენილი დარღვევა აღიარეს და აღნიშნეს, რომ ნასვამები იყვნენ და არ ახსოვთ, რა მოხდა:
,,უნდა გაითვალისწინოთ, რომ ესენი არიან პოლიციელები და მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ მათ მიმართ, მით უმეტეს ეს სოფელი იცით რა ტერიტორიაზე მდებარეობს. იცავენ თქვენს უსაფრთხოებას." -განუცხადა მოსამართლე ნინო შარაძემ დაკავებულებს.

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები