რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში
საკუთარი საქმის დაწყება ყოველთვის არ არის მარტივი. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენი მოვალეობაა სახლი, ზრუნვა ბავშვებსა და მშობლებზე, თუ ხელს არავინ გიწყობს და ხშირად გაუგებარია, საიდან დაიწყო საქმის კეთება.

არსებობს საკმაოდ ბევრი საერთაშორისო პროგრამა, რომლებიც ეხმარება ქალებს დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, მიიღონ განათლება და დაიცვან საკუთარი ეკონომიკური უფლებები.  როგორ გავერკვეთ ამ ყველაფერში? ხშირად საჭირო ინფორმაციის პოვნა რთულია.

პროგრამამ „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ღია ბარათები აერთიანებს ევროკავშირის ყველა მიმდინარე პროექტს, რომელიც ქალებს ეხმარება საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

 


1. მინდა საკუთარი ბიზნესის დაწყება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებს ჩემი იდეა, თუ არა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა?

ევროკავშირი ძალზე აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის, განსაკუთრებით ქალთა ბიზნესის განვითარებას და განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ხშირად - სასოფლო  და არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ტერიტორიებზე. ამიტომ, არ იფიქროთ, რომ თბილისში უნდა ცხოვრობდეთ, რომ უნდა გქონდეთ უმაღლესი განათლება ან ჩამოყალიბებული ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირის დახმარება მიიღოთ - პირიქით!

ევროკავშირი ხელს უწყობს მთელ რიგ პროგრამებსა და ბიზნესის მხარდამჭერ საშუალებებს, რომლებიც მოგაწვდიან  შესაბამის რჩევებს, გაგიწევენ პრაქტიკულ დახმარებას და გამოგიყოფენ დაფინანსებასაც კი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

აი, რამდენიმე მაგალითი:

თუ გსურთ მხარდაჭერის მიღება სოფლის მეურნეობაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) მოგაწვდით ინფორმაციას და რჩევებს, გაგიწევთ ფინანსურ დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით; ამ პროგრამით 2013 წლის შემდეგ ასობით ათასმა ფერმერმა ისარგებლა. იხილეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა და იპოვნეთ რეგიონული ინიციატივები, კონტაქტები, საინფორმაციო ცენტრები და კოოპერატივები თქვენს მახლობლად.

პროგრამა მერები ეკონომიკური ზრდისთვის ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკონომიკურ ზრდა-განვითარებაში და სამუშაო ადგილების შექმნაში. ამ პროგრამაში მონაწილე ათეულობით ადგილობრივი ხელისუფლებიდან სამი – ბოლნისი, გორი და თბილისი – ახორციელებენ საპილოტე პროექტებს, მათ შორის ახალი საწარმოების მხარდაჭერას ტრენინგებით და ბიზნესის განვითარების საშუალებებით;  ისინი უზრუნველყოფენ ქალთა თანაბარ ხელმისაწვდომობას განვითარებისთვის საჭირო ყველა საშუალებაზე.

2. რჩევები ბიზნესის შესახებ ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ფულია საჭირო. როგორ შემიძლია მივიღო დაფინანსება, თუ არ მაქვს არც ფული და არც ბიზნესის მართვის გამოცდილება?



სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში (ENPARD) უამრავი გრანტია ხელმისაწვდომი სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის. ეწვიეთ განაცხადების ნაწილს ამ პროგრამის ვებ-გვერდზე და ნახეთ მიმდინარე საგრანტო კონკურსების სია.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ფარგლებში გრანტები არ გაიცემა, ეს ინიციატივა დაგეხმარებათ დაფინანსების მიღებაში. მაგალითად, SPARK ბიზნესის აქსელერატორი, რომელიც დაარსდა პროექტის ფარგლებში თბილისში, ახალ ბიზნეს-საწარმოებს სთავაზობს დახმარებას ბიზნეს-გეგმის მომზადებაში, და გაძლევთ პოტენციურ ინვესტორებთან და დაფინანსების წყაროებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროგრამა მსურველებს სთავაზობს სესხებს, რომლებიც სპეციალურად ქალებზეა მორგებული. პროგრამას ქალები ბიზნესში შესაძლებლობა აქვს დაგაფინანსოთ როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე ბიზნესის განვითარების მიზნით.


პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან: საქართველოს ბანკთან და TBC ბანკთან, და მეწარმე ქალებს სთავაზობს შეღავათიან პირობებს  ახალი ბიზნეს-იდეების, ან არსებული ბიზნესის გაფართოების დასაფინანსებლად. რამდენიმე სხვა პროექტი, რომელიც ხორციელდება ინიციატივის EU4Business ფარგლებში ასევე თანამშრომლობს ადგილობრივ ბანკებთან მცირე და საშუალო საწარმოებზე სესხების გასაცემად - დაწყებული მიკროდაფინანსებით, დამთავრებული მსხვილი საინვეტიციო სესხებით.

 



3. მე უკვე მაქვს ბიზნესი, მაგრამ მჭირდება დახმარება მის შემდეგ საფეხურზე გადასაყვანად: არსებობს ევროკავშირის რაიმე სახის მხარდაჭერა ჩემთვის?

თუ თქვენ უკვე გაქვთ ბიზნესი და აპირებთ მის განვითარებას, თქვენთვის ხელმისაწვდომია დაფინანსება (და ტრენინგი) მთელი რიგი პროგრამების საშუალებით ინიციატივის EU4Business ფარგლებში, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას მთელ საქართველოში.

სესხების გაცემის გარდა, ინიციატივა ქალები ბიზნესში გთავაზობთ ტრენინგს და სუბსიდირებულ (დაფინანსებულ) საკონსულტაციო მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულად იმ ბიზნესებზეა მორგებული, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. პროგრამა ასევე გთავაზობთ პერსონალიზებულ ონლაინ საშუალებას ბიზნეს-ობიექტივს – თქვენი ბიზნესის შესაფასებლად და იმ მხარდაჭერის სანახავად, რომლის მიღებაც შეგიძლიათ.

გარდა ამისა, ინიციატივის EU4Business ზოგიერთი პროგრამა გთავაზობთ დაფინანსებას გაცილებით დიდი ბიზნესისთვის, მაგრამ სხვები, მაგალითად: DCTA Initiative East გასცემს მიკროდაფინანსების სესხებს 25,000 ევრომდე. ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ასევე გასცემს მცირე სესხებს (სესხის საშუალო ოდენობა - 14,300 ევრო) ყველაზე პატარა ბიზნესებისთვის (10-ზე ნაკლები თანამშრომელი) ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა და მომსახურება. დააჭირეთ აქ და იხილეთ დაფინანსების პროგრამების სრული სია ინიციატივის EU4Business ფარგლებში, აქ - პროექტების სანახავად, რომელიც გთავაზობთ ტრენინგს და ბიზნეს-კონსულტაციებს, და აქ იმ პროექტების სანახავად, რომელიც სხვადასხვა ბაზარზე გასვლაში დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, ქართველი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია ევროპის მეწარმეთა ქსელი, რომელიც ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს პარტნიორების პოვნაში ბიზნესის და ტექნოლოგიის სფეროში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

4. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მინდა ბიზნესის დაწყება, მაგრამ მინდა ახალი უნარების ათვისება: არსებობს ევროკავშირის რაიმე დახმარება ჩემთვის?

ტრენინგი და უნარები ევროკავშირის მხარდაჭერის უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოში, და ევროკავშირი უზრუნველყოფს საკმაოდ დიდ დაფინანსებას პროფესიული განათლებისთვის და ტრენინგისთვის. ევროკავშირმა ახლახან დაიწყო 150 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც ეხმარება პროფესიული განათლების მიღებას და შრომის ბაზრის განვითარებას. 5-წლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს 105,000 მოქალაქეს დასაქმებაში. რაც მოხდება მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გავრცელებით, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესებით, და სამეწარმეო ტრენინგის მხარდაჭერით.

რაც შეეხება პირდაპირ მხარდაჭერას, ინდივიდუალური EU4Youth პროგრამები – თქვი დიახ: სამუშაო უნარები, ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და მონაწილეობის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში, დასაქმების გაუმჯობესების პოტენციალის მხარდაჭერ, და უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის – ეს პროექტები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ უნარებზე 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს ნაკლებად ხელსაყრელი პირობების მქონე რეგიონებში; უზრუნველყოფს ტრენინგს, რჩევებს და სტაჟირებას ახალგაზრდებისთვის შემდგომ დასაქმების მიზნით.

30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს ევროკავშირი სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს მისი ერაზმუს + ახალგაზრდობის პროგრამებით. თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ საქართველოს 10,000 ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებმაც უკვე აითვისეს ახალი უნარები და მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობით, ან მოხალისედ საზღვარგარეთ მუშაობით ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში.

ხოლო თუ უმაღლეს განათლებას ღებულობთ, ერაზმუს + პროგრამა გთავაზობთ სტუდენტურ გაცვლებს და სამაგისტრო პროგრამებს ევროპაში. გაიგეთ მეტი ყველა შესაძლებლობის და იმის შესახებ, თუ როგორ შეიტანოთ განაცხადი.


5. არსებობენ ქალები, რომლებმაც ჩემსავით დაიწყეს საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით?

ასეთი ქალი უამრავია!

ნატა, მანანა, ირინა და დალი - ყველა მათგანმა მიიღო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) გრანტი. ნატა და ირინა თბილისიდან არიან, მანანა - წალკიდან, დალი კი - ზემო ალვანიდან. ნატალიას მოჰყავს კიტრი, ირინას - პომიდორი, მანანა ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს ხელმძღვანელობს, ხოლო დალი აწარმოებს თაფლს და საგანმანათლებლო კურსებს ატარებს. ყველა მათგანმა განავითარა საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის ტრენინგის და გრანტის დახმარებით.

ირინა გლოველმა და თეკლა მამაგეიშვილმა საკონსულტაციო მომსახურება მიიღეს პროგრამიდან ქალები ბიზნესში. პროექტი დაეხმარა თეკლას თვალის კლინიკის საქმიანობის უფრო სტრატეგიულად დაგეგმვაში და ფინანსური რესურსების მოზიდვაში, ხოლო ირინამ დახმარება მიიღო საკუთარი საინჟინრო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მოსაწესრიგებლად, რამაც მისი მოგება 7.5%-ით გაზარდა.

მანანა ჩქარეული სახლში მუშაობდა მკერავად. სესხების დახმარებით EFSE პროგრამიდან, მან შეძლო საკუთარი აღჭურვილობის განახლება,  სათანადო სამუშაო სივრცის და პერსონალის დაქირავება საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით. მალე მისი კომპანია დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდება.

დიანა ბაქრაძემ და ანა ვარამაშვილმა ისარგებლეს უნარების ტრენინგით და სტაჟირებით პროექტის ფარგლებში ‘დაუცველი ახალგაზრდობის მხარდაჭერა საქმიან მოქალაქეებად გახდომაში სწავლის, ტრენინგის და დასაქმების დახმარებით, რაც დამოუკიდებელი პროფესიული ცხოვრებიკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დააჭირეთ აქ და იხილეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია, აქ - იხილეთ რას საქმიანობს ქალაქი ბოლნისი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, და აქ - შეიტყვეთ ხუთი ქართველი ქალის შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს ევროკავშირის დახმარებით სხვადასხვა სექტორებში.

6. ვის უნდა ვთხოვო დახმარება?


ეწვიეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ვებსაიტს და იპოვნეთ საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოს ყველა სხვადასხვა რეგიონისთვის, გადაამოწმეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა რეგიონული ინიციატივების, კონტაქტების, საინფორმაციო ცენტრების და კოოპერატივების საპოვნელად თქვენს მახლობლად.

ეწვიეთ პროგრამის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ვებსაიტს, იხილეთ, არის თუ არა თქვენი ქალაქი ხელმომწერთა შორის და რას აკეთებს ის დასაქმების და ბიზნესის მხარდასაჭერად თქვენს მახლობლად.

თუ უკვე გაქვთ ბიზნესი და ეძებთ საშუალებას მისი განვითარებისთვის, იხილეთ ტრენინგის და დაფინანსების არსებული შესაძლებლობები პროგრამის ფარგლებში EU4Business საქართველოში.

განათლების და ახალგაზრდებისთვის საინტერსო პროექტებისთვის  , დაუკავშირდით ეროვნულ ერაზმუს + ოფისს საქართველოში.

არ დაგავიწყდეთ, თვალი მიადევნოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-გვერდს უახლესი ინფორმაციის მისაღებად და ახალი შესაძლებლობების გასაცნობად.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.