რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
დილით მაღაზიაში წასვლა მათთვის შვებაა, ცოტა გავივარჯიშებთო - ფიქრობენ გაღვიძებისას.
თუმცა, მაღაზია იმდენად ახლოსაა, რომ მისვლა-მოსვლად არ ღირს. ამიტომ სასურსათო მაღაზიის შემდეგ ბოსტნეულობის მაღაზიაში მიდიან. ორივე მაღაზია მათ სახლთან ახლოსაა. სხვა უბანში ვერ წავლენ, ეს აკრძალულია.
ირინას და ეკას ხელთ თან პროდუქტების ჩანთა უკავიათ, რადგან იციან, რომ იტალიის პოლიცია აჯარიმებს იმ ადამიანებს, რომლებიც აუცილებელი საჭიროების გარეშე, ქუჩაში გასვლას გაბედავენ.
რომში და მთელ იტალიაში მარტის დასწყისიდან კარანტინია გამოცხადებული.
,,აქ მსგავს რამეს არავინ გააკეთებს, არავის სურს, რომ კარანტინის რეჟიმი დაარღვიონ და პოლიციამ ამის გამო დააჯარიმონ. ძალიან ცუდ ტონად ითვლება. მაღაზიასთან მცირე გავარჯიშების შემდეგ ვბრუნდებით სახლში. ამის შემდეგ იწყება სახლში ფუსფუსი." - გვიყვება ირინა.
მათი სამოძრაო მარშრუტია ,,საძინებელი ოთახი - სამზარეულო".
,,ხანდახან იმდენს დავდივართ სახლში, შეიძლება ითქვას, თითქოს დიდი მანძილი გაგვლია. მაგრამ ვხვდებით, რომ იზოლაცია აუცილებელია, ჩვენთვისაც, იტალიელებისთვისაც და ჩვენი ხალხისთვისაც“ - გვეუბნება ირინა.
Qartli.ge გიყვებათ გორელებზე, რომლებიც წლებია იტალიაში ცხოვრობენ, კერძოდ რომში.
ირინა შეშაბერიძე და ეკა ჯამბრიშვილი კორონავირუსის ეპიცენტრში იმყოფებიან. 17-18 მარტი ეპიდემიის პიკად ითვლება, ხოლო იტალიელი ექიმები ვირუსის ,,დაღმასვლას“ უკვე 24 მარტისთვის ვარაუდობენ.
,,ერთი კვირის წინ, ცოტა მახველებდა. მაშინვე დავუკავშირდი ექიმს. დეტალურად გამომკითა ჩემი მდგომარეობა. ვუთხარი, რომ ცოტა სიცხე მქონდა, წამალი დავლიე და დამიწია. ექიმმა მითხრა, რომ ვირუსის შემთხვევაში, სიცხე არ დამიწევდა. ამიტომ, ეს ჩვეულებრივი გაციება იყო. მე არც მაშინ და არც ეხლა არ მიფიქირა აქედან წასვლაზე, ჯერ ერთი საფრთხის წინაშე არ დავაყენებდი ჩემ ხალხს საქართველოში, მეორეც, თუ თავს გავუფრთხილდები, საშიშროება არაფერია.“ - გვიყვება ირინა.
გორელი მოქალაქეები აქტიურად ეცნობიან მედიასაშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას, განსაკუთრებით, იტალიისა და საქართველოს ამბებს:
,,საქართველოში მესმის ფრაზები, რომ იტალიამ დააგვიანა რეაგირება და ა.შ. აბსოლუტურად, მომზადებული იყო აქაური ექიმები ყველაფრისთვის. ხალხი ერთ ცუდ სიტყვას არ ამბობს არც ექიმების მისამართით და არც მთავრობის მისამართით. ერთადერთი ალბათ რა შეცდომასაც თვლიან, ეს არის ის, რომ თავდაპირველად, მხოლოდ, ლომბარდია ჩაკეტეს.“ - გვითხრა ირინამ, როდესაც მას იტალიელების განწყობაზე ვკითხეთ.
იტალიელების განწყობა ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როდესაც საღამოს 18 საათზე აივანზე გახვალთ და სხვა საცხოვრებელი სახლების აივნებიდან ანთებულ ტელეფონებს დაინახავთ. კარანტინის პერიოდში ყოველი საღამო, რომში და, არა მარტო, რომში, ცალკე სანახაობად იქცა.
მანამდე, ტელევიზიით და სოციალურ ქსელით, იტალიელები აანონსებენ, თუ სად რა ღონისძიება გაიმართება. ამ დროს, აივანზე გასული მოქალაქეები ჩართულ მუსიკას უსმენენ, ტაშს უკრავენ და ვისაც შეუძლია, მღერის.
ირინას უბანში ღონისძიებები უკვე დაგეგმილია. ვიცით, მაგალითად, შაბათს საღამოს 18 საათზე ყველა ერთად ტოტო კუტუნიოს L'Italiano-ს შეასრულებს. ხვალ კი, პროგრამაშია ალბანოს felicita
ირინა და ეკა ყოველ საღამოს ამ მხიარულებას უერთდებიან და ვიდეოს ლაივის საშუალებით მეგობრებს უზიარებენ.
ირინა შეშაბერიძე იტალიაში 2008 წლის მაისში წავიდა, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ ამდენი ხანი დარჩებოდა.
,,გორში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ვმუშაობდი, მქონდა ხელფასი 70 ლარი. ეს თანხა, რა თქმა უნდა, არ მეყოფოდა იმაში, რომ ჩემ შვილს თბილისში ესწავლა და მას დავხმარებოდი. წამოვედი ზუსტად მაგისთვის, რომ ჩემ შვილს დავხმარებოდი, ძალიან კარგად სწავლობდა და მინდოდა, ხელი შეწყობოდა. ხელი შევუწყე. რისთვისაც გორიდან აქ წამოვედი, რომ ჩემ შვილს მანდ სამუშაო ეშოვა, ეს არ გამოვიდა. დღეს ჩემი შვილიც ემიგრანტია“ - ამბობს ირინა.
დღესდღეობით, ირინა და მისი მეგობრები გორში დაბრუნებას არ აპირებენ.
,,ფაქტობრივად, დაკარგული ვარ მე, გორისთვის. მე მანდ აღარც მეგობრები მყავს, ვერც სამუშაოს ვიშოვი. აქ მეგობრებიც მყავს, ძალიან ბევრი გორელია, სამუშაოც მაქვს, ხალხიც კარგია. მე ძალიან მიყვარს იტალია. საქართველოში მიმოსვლაც არ ჭირს. ყოველდღიურად ვეკონტაქტები ჩემ დისშვილს, იცნობთ, გიორგის, მამალოებს რომ ყიდის. სულ მეუბნება, ჩამოდი დეიდა, ჩამოდი დეიდაო, მაგრამ მე ძალიან დამეხმარა იტალია და არ მივატოვებ, მით უმეტეს ამ დროს, როდესაც ძალიან უჭირს“ - გვითხრა ირინამ.
გორელები რომში
ფოტოზე: ირინა
შეშაბერიძე

ფოტოზე: რიგი მაღაზიასთან
,,აქ მსგავს რამეს არავინ გააკეთებს, არავის სურს, რომ კარანტინის რეჟიმი დაარღვიონ და პოლიციამ ამის გამო დააჯარიმონ. ძალიან ცუდ ტონად ითვლება. მაღაზიასთან მცირე გავარჯიშების შემდეგ ვბრუნდებით სახლში. ამის შემდეგ იწყება სახლში ფუსფუსი." - გვიყვება ირინა.
მათი სამოძრაო მარშრუტია ,,საძინებელი ოთახი - სამზარეულო".
,,ხანდახან იმდენს დავდივართ სახლში, შეიძლება ითქვას, თითქოს დიდი მანძილი გაგვლია. მაგრამ ვხვდებით, რომ იზოლაცია აუცილებელია, ჩვენთვისაც, იტალიელებისთვისაც და ჩვენი ხალხისთვისაც“ - გვეუბნება ირინა.
Qartli.ge გიყვებათ გორელებზე, რომლებიც წლებია იტალიაში ცხოვრობენ, კერძოდ რომში.
ფოტოზე: ეკა ჯამბრიშვილი მაღაზიის
რიგში
ირინა შეშაბერიძე და ეკა ჯამბრიშვილი კორონავირუსის ეპიცენტრში იმყოფებიან. 17-18 მარტი ეპიდემიის პიკად ითვლება, ხოლო იტალიელი ექიმები ვირუსის ,,დაღმასვლას“ უკვე 24 მარტისთვის ვარაუდობენ.
,,ერთი კვირის წინ, ცოტა მახველებდა. მაშინვე დავუკავშირდი ექიმს. დეტალურად გამომკითა ჩემი მდგომარეობა. ვუთხარი, რომ ცოტა სიცხე მქონდა, წამალი დავლიე და დამიწია. ექიმმა მითხრა, რომ ვირუსის შემთხვევაში, სიცხე არ დამიწევდა. ამიტომ, ეს ჩვეულებრივი გაციება იყო. მე არც მაშინ და არც ეხლა არ მიფიქირა აქედან წასვლაზე, ჯერ ერთი საფრთხის წინაშე არ დავაყენებდი ჩემ ხალხს საქართველოში, მეორეც, თუ თავს გავუფრთხილდები, საშიშროება არაფერია.“ - გვიყვება ირინა.
გორელი მოქალაქეები აქტიურად ეცნობიან მედიასაშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას, განსაკუთრებით, იტალიისა და საქართველოს ამბებს:
,,საქართველოში მესმის ფრაზები, რომ იტალიამ დააგვიანა რეაგირება და ა.შ. აბსოლუტურად, მომზადებული იყო აქაური ექიმები ყველაფრისთვის. ხალხი ერთ ცუდ სიტყვას არ ამბობს არც ექიმების მისამართით და არც მთავრობის მისამართით. ერთადერთი ალბათ რა შეცდომასაც თვლიან, ეს არის ის, რომ თავდაპირველად, მხოლოდ, ლომბარდია ჩაკეტეს.“ - გვითხრა ირინამ, როდესაც მას იტალიელების განწყობაზე ვკითხეთ.
რომაული საღამოები კარანტინის
დროს
ფოტოზე: მოქალაქეები მობილური ტელეფონების შუქით მუსიკას ერთად
მღერიან.
იტალიელების განწყობა ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როდესაც საღამოს 18 საათზე აივანზე გახვალთ და სხვა საცხოვრებელი სახლების აივნებიდან ანთებულ ტელეფონებს დაინახავთ. კარანტინის პერიოდში ყოველი საღამო, რომში და, არა მარტო, რომში, ცალკე სანახაობად იქცა.
მანამდე, ტელევიზიით და სოციალურ ქსელით, იტალიელები აანონსებენ, თუ სად რა ღონისძიება გაიმართება. ამ დროს, აივანზე გასული მოქალაქეები ჩართულ მუსიკას უსმენენ, ტაშს უკრავენ და ვისაც შეუძლია, მღერის.
ირინას უბანში ღონისძიებები უკვე დაგეგმილია. ვიცით, მაგალითად, შაბათს საღამოს 18 საათზე ყველა ერთად ტოტო კუტუნიოს L'Italiano-ს შეასრულებს. ხვალ კი, პროგრამაშია ალბანოს felicita
ირინა და ეკა ყოველ საღამოს ამ მხიარულებას უერთდებიან და ვიდეოს ლაივის საშუალებით მეგობრებს უზიარებენ.
გორიდან რომამდე
ირინა შეშაბერიძე იტალიაში 2008 წლის მაისში წავიდა, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ ამდენი ხანი დარჩებოდა.
,,გორში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ვმუშაობდი, მქონდა ხელფასი 70 ლარი. ეს თანხა, რა თქმა უნდა, არ მეყოფოდა იმაში, რომ ჩემ შვილს თბილისში ესწავლა და მას დავხმარებოდი. წამოვედი ზუსტად მაგისთვის, რომ ჩემ შვილს დავხმარებოდი, ძალიან კარგად სწავლობდა და მინდოდა, ხელი შეწყობოდა. ხელი შევუწყე. რისთვისაც გორიდან აქ წამოვედი, რომ ჩემ შვილს მანდ სამუშაო ეშოვა, ეს არ გამოვიდა. დღეს ჩემი შვილიც ემიგრანტია“ - ამბობს ირინა.
დღესდღეობით, ირინა და მისი მეგობრები გორში დაბრუნებას არ აპირებენ.
,,ფაქტობრივად, დაკარგული ვარ მე, გორისთვის. მე მანდ აღარც მეგობრები მყავს, ვერც სამუშაოს ვიშოვი. აქ მეგობრებიც მყავს, ძალიან ბევრი გორელია, სამუშაოც მაქვს, ხალხიც კარგია. მე ძალიან მიყვარს იტალია. საქართველოში მიმოსვლაც არ ჭირს. ყოველდღიურად ვეკონტაქტები ჩემ დისშვილს, იცნობთ, გიორგის, მამალოებს რომ ყიდის. სულ მეუბნება, ჩამოდი დეიდა, ჩამოდი დეიდაო, მაგრამ მე ძალიან დამეხმარა იტალია და არ მივატოვებ, მით უმეტეს ამ დროს, როდესაც ძალიან უჭირს“ - გვითხრა ირინამ.
ფოტოზე: ეკა ჯამბრიშვილი და ირინა შეშაბერიძე, ფეხით
გავარჯიშება სახლიდან მაღაზიამდე
ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები