რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ,,მერების შეთანხმების“ მიხედვით მომდევნო 10 წელიწადში CO2-ის გამოყოფა უნდა შემცირდეს 30%-ით. ამის შესახებ ვალდებულება მერიამ იკისრა. საკრებულომ აღნიშნული შეთანხმება მოიწონა.
როგორც ცნობილია, ,,მერების შეთანხმება" ძალაში გასულ 8 წელიწადში (2012-2020 წლებში) იყო. წინა შეთანხმების მიხედვით, ემისიების გამოყოფა 20%-ით უნდა შემცირებულიყო. შესრულდა თუ არა ეს ვალდებულება, ჯერ-ჯერობით ამის დასკვნა არ არსებობს.
I პერიოდი მოიცავდა 2012--2020 წლებს.
,,მერების შეთანხმება“ - ევროკავშირის მიერ ინიცირებული ინიციატივაა 2008 წლიდან. ამ შეთანხმების წევრები ნებაყოფლობით მუშაობენ ენერგიის ეფექტურობის ზრდაზე. ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე.
ამ შეთანხმებას გორი 2010 წლიდან შეუერთდა.
რა გაკეთდა გასულ 8 წელს? მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად, გორის მერიამ განახორციელა მიმდინარე 2020 წელს, სხვადასხვა მაღალმთიან დასახლებებში მზის პანელების დამონტაჟება. - აცხადებს ნიკა კარელიძე, ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენელი.
მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლექსო თარხნიშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ნათურების შეცვლაზე გამახვილდა: ,,იყო ვალდებულება, რომ ძველი CO2-ის გამომყოფი ნათურები უნდა შეგვეცვალა ახალი ეკონათურებით. რაც მერიამ წარმატებით განახორციელა. მთელი გარეგანათება არის გამოცვლილი“ - აღნიშნავს ლექსო თარხნიშვილი.
მერიის მიდგომა არ მოსწონს საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს ირმა ამბარდნიშვილს: ,,მერია შემოიფარგლა იმით, რომ მზის ბატარიები მხოლოდ ატენის ხეობაში რამდენიმე მოსახლეს დაუდგეს. ვითხოვ დიდი ხანია მზის ნათურების დაყენებას. ჩვენ კვლავაც ვიხდით ელექტროენერგიის ხარჯებს, უკვე კარგა ხანია გადასცდა ნახევარმილიონს ელექტროენერგიის ხარჯები“ - აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი.
რაც შეეხება მომდევნო ათ წელიწადს (2020-2030 წელს) ამ პერიოდში, როგორც აღვნიშნეთ, CO2-ს გამოყოფა უნდა შემცირდეს 30%-ით.
,,ჩვენ მომდენო 2 წელიწადში კონკრეტული გეგმა უნდა დავდოთ, სადაც ჩაიწერება, რომ მაგალითად 2028 წელს გვექნება თბოზილრებული სახლები სრულად. კონკრეტული ციფრები ჯერ არ გვაქვს. დაველოდოთ მოვლენებს." - აღნიშნავს კარელიძე.
2012 წლის 13 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მისმა თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ ხელი მოაწერა "მერების შეთანხმებას", რითაც გორის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკავშირის ამ ინიციატივას და იკისრა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება – მოამზადოს და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განახორციელოს მდგრადი ენერგეტიკული განვითარების მოქმედებათა გეგმა, მიმართული სათბურის გაზების ემისიის შემცირებისაკენ საბაზისო დონის არანაკლებ 20%–ისა 2020 წლისათვის.
ამ შეთანხმებით გორის მუნიციპალიტეტი შეუერთდა საქართველოს თვითმმართველი ქალაქების იმ რიგს, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი "მერების შეთანხმებისათვის".
გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2012-2020 წლებში უნდა განხორციელებულიყო შემდეგი ღონისძიებები:
მუნიციპალური შენობების ქვესექტორში :
- შენობების თბოიზოლაცია და კაპიტალური რემონტი/განახლება
- ენერგოეფექტურ ნათურებზე გადასვლა
- მზის კოლექტორების დაყენება
- ენერგიის ხარჯვისა და დაზოგვის კონტროლი
საბინაო შენობების ქვესექტორში:
- შენობების თბოიზოლაცია და განახლება (მობინადრეთა თანამონაწილეობით) ენერგოეფექტურ ნათურებზე გადასვლა
გარე განათების ქვესექტორში:
- ქუჩის განათების სანათების (ლამპიონების) შეცვლა თანამედროვე შუქდიოდური სანათებით;
- გარე განათების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მოწყობა ელექტროენერგიის ხარჯვის კონტროლისათვის,
- გარე განათების ოპერატიული და ავტომატური მართვისათვის სადისპეტჩერო პუნქტიდან;
ტრანსპორტის სექტორში განსახორციელებელი ღონისძიებები
- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – გზების მშენებლობა
- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
– საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სქემის გაუმჯობესება
- მუნიციპალური სამსახურეობრივი ტრანსპორტის განახლება
მიწათსარგებლობის დაგეგმვის სექტორში
- ქალაქის გამწვანების ღონისძიებები (პარკის რეაბილიტაცია/განახლება ქალაქის ცენტრში)
- მოქალაქეებთან და დაინტერესებულ პირებთან მუშაობის სექტორში
- ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მოწყობა (ენერგეტიკის დღეები, დასუფთავების, ხეების დარგვის აქციები)
- ტრენინგები ენერგიის დაზოგვის სფეროში
2030 წლამდე გორში CO2-ის გამოყოფა 30%-ით უნდა შემცირდეს - ვალდებულება

მერიას უფრო მეტი ვალდებულებები ჰქონდა
შესასრულებელი

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები