რედაქტორის რჩევით
კალენდარი
კორონავირუსით დაინფიცირებული გორელი მძღოლი სომხეთიდან თბილისში გადმოიყვანეს
გორის რაიონში მცხოვრები 53 წლის მამაკაცი, რომელსაც 2 აპრილს სომხეთში ვირუსული ინფექცია Covid 19 დაუდგინდა, მკურნალობას თბილისში განაგრძობს.

დაინფიცირებული მამაკაცი სატვირთოს მძღოლია და კორონავირუსი ტვირთის გადაზიდვის დროს სომხეთში დაუდგინდა.

უცნობია სად მოხდა პაციენტის ინფიცირება - საქართველოში თუ სომხეთში.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი.

ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრებიდან 3 აპრილს მხოლოდ შვილის ტესტის გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდგინდა. აღნიშნული პიროვნება ქალაქ რუსთავში ცხოვრობს და ტესტის აღების დროსაც იქ იმყოფებოდა. 

სატვირთოს მძღოლის მეუღლეს ტესტის  გუშინ, სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაუკეთეს, რომლის პასუხიც დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. გუშინ დღემდე ქალბატონი მხოლოდ დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

Qartli.ge ესაუბრა ინფიცირებული მამაკაცის მეუღლეს, რომელიც ამ დრომდე საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

,,როდესაც ჩემს მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაშინვე მოვიდნენ ჩვენთან და მხოლოდ ჩემს შვილს გაუკეთეს ტესტი, რომელსაც Covid 19 არ დაუდგინდა. გუშინდელ დღემდე მე მხოლოდ დაკვირვების ქვეშ ვიმყოფებოდი, გუშინ მოვიდნენ ჩემთან და ადგილზე გამიკეთეს ანალიზი, სავარაუდოდ პასუხი დღეს იქნება. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, თავას კარგად ვგრძნობ და არ აღმენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ჩემი მეუღლე გადმოიყვანე სომხეთიდან და ახლა მკურნალობას თბილისში აგრძელებს. ფიზიკურად არაფერი აღენიშნება მას, აღარც ტემპერატურა უფიქსირდება. ახლა უტარდება დამატებითი გამოკვლევები“,-თქვა Qartli.ge-სთან საუბრისას სომხეთში ინფიცირებული მამაკაცის მეუღლემ.

იხ.ამავე თემაზე: გორელ მძღოლს სომხეთის საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.