რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის
ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება,
შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს სრული
კარანტინის გამოცხადება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის
მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის
პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
"მოგეხსენებათ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 30-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთი კვირის მონაცემით, კი 140-ით გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, რაც სწრაფი ზრდის მაჩვენებელია. საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს ინფიცირების 348 დადასტურებული შემთხვევა და ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გავრცელების ეტაპი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. მთავრობამ, დროულად მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა ჩოვიდ-19-ის გავრცელება. მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, გუშინ 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლაც აიკრძალა. სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციების მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მოძრაობა მაინც საკმაოდ ინტენსიური რჩება, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. დღეს კი, თანამედროვე მსოფლიოში, სამწუხაროდ არ არსებობს, უფრო ეფექტური გზა და საშუალება ვებრძოლოთ ჩოვიდ-19-ს, ვიდრე სოციალური დისტანციის დაცვაა. ამიტომ, მთავრობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში! ამ მიზნით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ. ხვალ, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.
"ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ "დილივერი სერვისი". ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. მათ ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ ნომერზე - 144,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.
"პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით. ასევე, შეგახსენებთ, რომ ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით,"- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ზედმიწევნით არ დაიცავს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდება და მთავრობას მოუწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.
"იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში! ყოველი დამატებითი შეზღუდვა თუ გამკაცრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, ინფიცირებულთათვის ჯანდაცვის სერვისების სრულყოფილად მიწოდებას და რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური დანაკარგით, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას და ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით ჩვენი ეკონომიკის ხელახლა ამუშავებას. ამიტომ, მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი! დარჩით სახლში! ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდებაა," - მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები