ამის შესახებ რუისის საკათედრო ტაძარში ყოფნისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში არსებულმა დღევანდელმა ვითარებამ ლუსტრაცია მოახდინა. მისი აზრით, გაირკვა ვინაა ნამდვილი ჭეშმარიტი მორწმუნე, როგორც სასულიერო პირებში, ასევე, მრევლს შორის.
მიტოპოლიტი აღნიშნავს, რომ მცირედმორმუნენი სასულიერო პირებშიც აღმოჩდნენ. ასეთმა სასულიერო პირებმა მრევლს სახლში დარჩენა და კორონავირუსისგან თავის დაცვა ურჩიეს.
,,მე ვფიქრობ, რომ ნუთუ ჩვენს ზოგიერთ სასულიერო პირს არ ახსოვს ღვთის სასჯელი, რის გამო ეძლეოდა ერებს, ქვეყნებს სასჯელი ღთისაგან? როცა გადაუხვედნენ სწორ სარწმუნოებისგან; როცა რაღაცას დააშავებდნენ, როცა ცოდვა მრავლებოდა. ნებისმიერი სასჯელი ღვთისაგან არის ჩვენი ჭკუის სასწავლებლად, მადლობა უფალს, შეიძლება საქართველოში ბევრი არაა გარდაცვლილი, მაგრამ ბევრს ჭკუა ასწავლა, ბევრი დააფიქრა" - განაცხადა მიტროპოლიტმა.
ეკლესიის მღვდელმთავარს არ მოსწონს, როდესაც ხელისუფლება და სასულიერო პირთა ნაწილი მრევლს სახლში დარჩენას ურჩევს.
,,დღეს მოუწოდებენ, რომ არ წახვიდეთ ეკლესიაში, რატომ არ ამბობენ, არ წახვიდეთ კარფურში? სავაჭრო ცენტრებში? იქ არ წახვიდეთ, აქ არ წახვიდეთ, მარტო ეკლესიაზეა გამახვილებული ყურადღება. ეს ღვთის სახლია, სადაც მუდმივად ყოფობს სულიწმიდის მადლი. აქ ადამიანი იკურება, შვებას ღებულობს. აქედან გამომდაინრე, აშაკრაა, რომ მოხდა ლუსტრაცია, როგორც სასულიერო პირების, ისე მრევლის. დავინახეთ, ვინ არის ჭეშმარიტი მოწმუნე. ფანატიკოსებს გვეძახიან, თვით სასულიერო პირები, ესაა ცოცხალი რწმენა. აქ ფარისევლობაც არ არის, მოდიხარ და პატივს მიაღებ წმინდა სალოცავებს, ტაძარს." - აცხადებს მეუფე იობი.
ეპარქიის ხელმძღვანელმა იცის, რომ ვნების კვირაში მისი ყოველი ქადაგების შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი დისკუსია იმართება.
,,მე გულით მოგიწოდებთ და გულით ვქადაგებ ნებისმიერ დროს, არ მინდა ხოტბა შემასხან, ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის მინდა. ნებისმიერ ქადაგებას მოყვება კომენტარი, ვინც ეშმაკის მსახურია, ცუდ კომენტარებს მიწერს, ვინც ღვთისაა არის, იმას მოსწონს და უხარია" - დასძინა მეუფემ.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა იქნება. ზრდის შემთხვევაში, რა
როლი ექნება ეკლესიებში მრევლის დასწრებას, ამას 10 დღეში
გავიგებთ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
წარმომადგენელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის
ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, აღდგომის ღამეს მრევლის დიდმა ნაწილმა რეკომენდაციები
გაითვალისწინა და არ მივიდა ეკლესიაში, რითაც სამოქალაქო
პასუხისმგებლობის მაღალი დონე გამოამჟღავნა:
,,ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულს იგვე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირება,
ძალიან ბევრი არ მივიდა და მადლობა ამ ადამიანებს, ვფიქრობ, რომ
მხოლოდდამხოლოდ შეამცირებს შემდგომ ზრდას ქვეყანაში." - განაცხადა
ამირან გამყრელიძემ.
არის თუ არა ეს დამშვიდების საფუძველი, ამირან გამყრელიძე
აცხადებს:
"დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი
შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც
განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ
განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ", —
განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამირან გამყრელიძემ.
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
სტატიის გამოყენების პირობები