რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
დილით სამსახურში მივდიოდი. ტექნიკის მაღაზიის წინ 3 პიკაპი იდგა. სვლა შევანელე და ჟურნალისტური ინტერესის გამო, ვაკვირდებოდი პროცესს იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა. მაღაზიის წინ პოლიციელების გვერდით მოზარდი იდგა.
,,ეს ხომ დემნაა?“ - მანქანა პარკინგზე გავაჩერე და მაშინვე ე.წ. შემთხვევის ადგილზე მივედი. ყვითელი ლენტის მიღმა ვერ გადავედი, თუმცა მანძილი არ იყო შორს.
ვიდრე ახლოს მივიდოდი, მათ უკვე დამინახეს. პოლიციელმა სიცილით თუ სიხარულით მითხრა: ,,იცი, რა თქვა შენზე? მასწ-ი მოდისო. ეს რა გისწავლებია მერე?“.
სიტუაციას მაშინვე მივხვდი. სავარაუდოდ, მაღაზია იყო გატეხილი. ,,გახარებულ“ პოლიციელს მივმართე:
,,იცი? როცა ეს ბავშვი ჩვენს რედაქციაში დადიოდა, ასანთის ღერიც კი არ დაგვკარგვია ოფისში.“ - ვუპასუხე გორის შს სამმართველოს თანამშრომელს, მაიორ სამადალაშვილს და მოზარდს მივუბრუნდი იმის ნიშნად, რა მოხდა:
,,მე არ ჩამიდენია მასწ“ - თქვა და ამ დროს მეორე მანქანა გაჩერდა, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა.
,,რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ცუდი არაფერი გააკეთო. წამოდი ეხლა სახლში.“ - უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა მოზარდს და მანქანაში ჩაისვა. პოლიციელებმა დაუძახეს, თუ რაიმეს გარკვევა დაგვჭირდება, კიდევ დაგიკავშირდებითო.
მოზარდი კი მაღაზიასთან იმიტომ ჰყავდათ, რომ ,,აღიარებული“ დანაშაულის საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, რომ ვერც მოზარდს და ვერც თავისთავად პოლიციელს სხვა ვერაფერი ვკითხე, გარდა იმისა - ,,რა მოხდა“.
როგორც შსს-ს პრესამსახურში გვითხრეს, გვიან ღამით ტექნიკის მაღაზია გაქურდეს, თანაც რამდენიმე. მხილებულია მოზარდები და მიმდინარეობს გამოძიება.
ამ მოზარდს ქალაქში ამ სახელით არ იცნობენ. ზედმეტი სახელიც აქვს. მის ასაკში ყველა თანატოლი იცნობს, განსაკუთრებით თავის უბანში.
ის ორი წლის წინ, მე-9 კლასში ყოფნის დროს, მედიასკოლაში სწავლობდა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა.
ერთთვიან კურსზე საზოგადოება ,,ბილიკის“ ხელმძღვანელმა მიგვიწვია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გავაცანით ახალი ამბების მნიშვნელობა, ასევე, ის თუ რას აკეთებს მედია, როგორც ამზადებს მასალებს, რეპორტაჟებს.
10-12-კაციან ჯგუფში დემნამ ოპერატორობა არჩია. მისი გადაღებული რამდენიმე რეპორტაჟი დღემდე გვაქვს შენახული. ერთ-ერთი რეპორტაჟი სოციალურად დაუცველ ქალბატონზეა. მან ინტერვიუ ჩაწერა ასაკოვან ქალთან, რომელიც მარტო ცხოვრობს.
ასევე, მის მიერ მოპოვებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სასადილოს მეპატრონებ ძაღლს ცხელი წყალი გადაასხა. მოზარდს სასადილოს მეპატრონემ უთხრა, რომ ძაღლი ხშირად პარავდა საკვებს სასადილოდან. ამ ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ მოკვლევაც კი დაიწყო.
ერთ თვეში პროექტი დასრულდა და ბავშვები სკოლას დაუბრუნდენ.
,,მასწ, აღარ გვექნება გაკვეთილები? თუ გაგრძელდა ჩემ მეგობართან რომ ვიარო, ხომ შეიძლება?“ - გვთხოვდა დემნა, რომელიც პროექტის დასრულებამდე ორჯერ შეგვხვდა, ერთხელ შეყვარებულთან ერთად.
პასუხი იყო ჩვენგან, რომ თუ მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის გაგრძელდებოდა პროექტი და ჩვენი რედაქცია იქნებოდა ჩართული, აუცილებლად შევატყობინებდით.
მას შემდეგ ორი წელი გავიდა. მოზარდი სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდა და ის ერთ-ერთი იმათგანი გახდა, რომლის მკაცრ დასჯას პროკურორი ნათია კიკალია დღეს ითხოვს.
დემნას ადვოკატი მაია ბიბილაშვილი იცავდა. გვითხრა, რომ გორის საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 8 ეპიზოდზე, რომლის შესახებ ზემოთ ვსაუბრობდით. კერძოდ, მაღაზიების ქურდობაზე.
,,დღეს მე აღარ ვარ ამ ბავშვის ადვოკატი. როგორც ვიცი, პროკურატურამ გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში და მაქსიმალურ სასჯელს, 7-წლიან პატიმრობას ითხოვს.“ - გვითხრა მაია ბიბილაშვილმა. თუ რატომ აღარ არის ადვოკატი, მაია ბიბილაშვილმა გვიპასუხა, რომ ოჯახს იმდენად უჭირს, რომ ადვოკატის დაქირავების საშუალება აღარ აქვს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი აღარ ვარ, მე მაინც შესაგებელი დავუწერე. სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ ჩაუნიშნავს პროცესი. ბავშვსაც ვესაუბრე და ოჯახსაც. შეეცდებიან საკუთარი თავი თავად დაიცვან სააპელაციო სასამართლოში“ - ამბობს მაია ბიბილაშვილი.
დემნასთან დაკავშირებით ის გავარკვიეთ, რომ მას ჰყავს დედა, რომელიც სხვა ქალაქში მუშაობს. მშობლიურ ქალაქში საცხოვრებელი სახლი არა აქვთ და რამდენიმე წლის წინ ქირითაც ცხოვრობდნენ.
4-5 წლის წინ დედამ მუშაობა დასავლეთ საქართველოში დაიწყო. ბავშვი დეიდის ოჯახში იზრდებოდა. ადვოკატი გვიყვება, რომ არაჩვეულებრივ ოჯახში იზრდებოდა ბავშვი ძმასთან ერთად.
,,ამ ბავშვის დედ-მამა გაცილებულები არიან. მამა თითქმის არ აქცევდა ყურადღებას, დედა კი, იმის გამო, რომ შემოსავალი ჰქონოდა, მუშაობდა სხვა ქალაქში. ამიტომ, ფაქტობრივად, ეს ბავშვი დეიდასთან იყო“ - ამბობს მაია ბიბილაშვილი.
იმ საქმეებში, რომელშიც დემნა ფიგურირებს, ძირითადად, ჯგუფურ დანაშაულზეა საუბარი. აქ ყველაზე უფროსი დემნაა, დანარჩენები უფრო ახალგაზრდები, 16-წლის მოზარდები არიან. თუ მართლა მათ ჩაიდინეს დანაშაულებები, სად მიჰქონდათ ნივთები?
,,ფაქტია, რომ ისინი ოჯახში არ მიჰქონდათ. მაღაზიების მფლობელები აცხადებენ, რომ დაკარგული აქვთ ათობით მობილური ტელეფონი, ზოგმა დაგვიბრუნაო, ზოგმა არაო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საპროცესოზე არ მოდიოდა, ანუ არ აღიარებდა. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მივანდეთ. მოსამართლემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დანაშაულთა დიდი ნაწილი ეხებოდა არასრულწლოვნობის პერიოდს“ - აცხადებს ადვოკატი.
როგორც ირკვევა, დემნა დღეს უკვე სრულწლოვანია. მის წინააღმდეგ პროკურატურა მთელი სიმკაცრით იბრძვის. არასრულწლოვანთა საქმეების ზედამხედველი პროკურორი ნათია კიკალია თავის საბრალდებო დასკვნას იმით ასაბუთებს, რომ ადგილი აქვს დანაშაულთა ,,სიმრავლეს“, რომელიც ერთ თვეში მოხდა.
ამიტომ, ნათია კიკალია დემნას მიმართ შეუბრალებელია. სააპელაციო სასამართლოში პროცესი ჯერ ჩანიშუნული არაა.
2017 - 2019 წლების რაოდენობრივი მონაცემების გაანალიზების შედეგად, გამოვლინდა, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობა მზარდია. კერძოდ, 2017 წელს 199 არასრულწლოვნის მიმართ დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, 2018 წელს - 208 არასრულწლოვნის, ხოლო 2019 წლის (იანვარი-ივლისი) – 159 არასრულწლოვნის. 2018 წლისა და 2019 წლის იანვარი-ივლისი თვის მონაცემების შედარების შედეგად ვლინდება, რომ არასრულწლოანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის მონაცემები 22%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება განრიდება-მედიციის მონაცემებს, 2017 წელს 462 არასრულწლოვანი ჩაერთო პროგრამაში, 2018 წელს 497, ხოლო 2019 წელს (იანვარი-ივნისი) - 205 არასრულწლოვანი. აღსანიშნავია, რომ განხორციელებულ დანაშაულთაგან უმეტესობა იყო მსუბუქი ხასიათის.
საქართველოში განხორციელებული კვლევის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიერ განხორციელებული დანაშაულის შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორებია:
არასრულწლოვანთა ნაკლები ინფორმირებულობა დანაშაულისა და მისი სახეების შესახებ; კრიმინალური სუბკულტურის მიმართ მიმღებლობა; სამოქალაქო ცნობიერების არარსებობა; განათლების სისტემაში დანაშაულის ჩადენის რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ღონისძიებების სიმწირე; ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეაქტიული და არა პროაქტიული მიდგომის არსებობა; სკოლებში რთული ქცების ბავშვების მიმღებლობასთან დაკავშირებით სირთულეები; არასრულწლოვანთა თავისუფალ დროის ეფექტურად გამოყენებაზე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღების სირთულე; არ არის გამოკვეთილი ადგილობრივი თვითმმართველობის როლი.
აღნიშნული განიხილება იმ კრიმინოგენულ ფაქტორებად, რომელთა დაკმაყოფილება დანაშაულის ჩადენის პრევენციულ ღონისძიებად იქცევა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსაგან მიღებული ინფორმაციის შედეგად გამოვლინდა, რომ არ არსებობს ან მწირია მომსახურებები, რომელიც ზემოთხსენებული ფაქტორების დაკმაყოფილებაზე იქნება მიმართული.
არ არსებობს მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების ინფორმირებულობის დონის ზრდას დანაშაულის დანაშაულის ჩადენის რისკ- ფაქტორების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-გატარების მიმართულებით. თუმცა, კრიმინოგენულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებიც მოგვიანებით დანაშაულებრივ გზას დაადგნენ, სკოლის პერიოდში თავიანთი ქცევით თვალშისაცემნი ხდებოდნენ.
ამ ფონზე, როდესაც შიდა ქართლში და, განსაკუთრებით, ქალაქ გორში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა 2019 წელს გაიზარდა, სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. პირველ რიგში, ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით.
ცნობისათვის, საქართველოში ევროკავშირი ახორციელებს პროგრამას, რომლის სახელწოდებაა - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ .
ამ პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2030 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ხორციელდება პროექტი „შიდა ქართლის რეგიონში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა - ცოდნა უსაფრთხოებისთვის“
იგი მიზნად ისახავს რეგიონში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობების გაზრდას, რომელსაც ახორციელებს ორგნიზაცია ა(ა)იპ „სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის“, ასევე, ორგანიზაციები „სიდა“ და წამების მსხვეპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი“(GCRT).
პროექტის ფარგლებში ხორციელდება შეხვედრები არასრულწლოვნებთან, მათთვის დანაშაულისა და მისი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით; პედაგოგებთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრები არასრულწლოვანთა დანაშაულის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის მექანიზნების შესახებ; შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მთავრობაში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების მიღებისა და გატარების ადვოკატირება.
გორის მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ედიშერაშვილი აცხადებს, რომ პროქტის ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება, როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. მისი სკოლა გორში კვერნაკის დასახლებაში მდებარეობს.
სკოლა მდებარეობს ისეთ უბანში, სადაც მოწყვლადი ჯგუფები, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. შესაბამისად, დირექტორის თქმით, რისკი არის იმისა, რომ ასეთ ოჯახებში მყოფ მოსწავლეებს არ განუვითარდეთ დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება:
ნანა ედიშერაშვილი: ,,შემოგვთავაზა ამ პროექტის მართვის ჯგუფმა, ჯერ ელექტრონულად გვქონდა კონტაქტი, შემდეგ პირადად შევხვდით. სკოლების მხრიდან ეს ნებაყოფლობითი იყო. ძალიან საინტერესოდ წავიდა შეხვედრები. ისეთი საკითხები წამოიჭრა, რაც პრობლემურია სკოლებისთვის. დანაშაულთა პრევენცია ძალიან საყურადღებოა მოზარდობის ასაკში. სკოლა თავის მიზნებს ასრულებდეს, თუ ბავშვი აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, მით უფრო ნაკლებია მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისკენ“.
ნანა ედიშერაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრებში 25 მასწავლებელი ესწრებოდა, სამუშაო პროცესში ყველა მათგანი იყო ჩართულნი.
მართალია სკოლა სთავაზობს ბავშვს ჩართულობას, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბავშვის სოციალური მდგომარეობა გადაწონის სასკოლო ცხოვრებას:
,,განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე ძალიან გვჭირდება ოჯახის მხარდაჭერა. როცა ბავშვის დედა ან მამა საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ და ბავშვი ბებიასთან ცხოვრობს, ეს მდგომარეობა ძალიან მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე. რომ გითხრათ, რომ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა გადაწონის სოციალურ მდგომარეობას, ბუნებრივია ასე არ არის.“ - აღნიშნავს ნანა ედიშერაშვილი.
რეგიონის 7 ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებისთვის, არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი რისკ და დამცავი ფაქტორების, ასევე, რეაგირების შესაძლებლობების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
,,რათა სამომავლოდ უკეთ შეძლონ რისკფაქტორების იდენტიფიცირება მოსწავლეებში და მიიღონ დროული და მიზნობრივი ზომები პრევენციისათვის. ასვეე მომზადდა და გადაეცათ სახელმძღვანელო დოკუმენტი. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ 16 არასრულწლოვანთან ჩატარდა ტრენინგები, რომლის სადაც არასრულწლოვნებმა მიიღეს ინფორმაცია რა არის დანაშაული, რა შედეგები მოყვება მას როგორც ქმედების ჩამდენზე, ასევე დაზარალებულზე და ახლობლებზე. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არსრულწლოვნებისთვის მომზადდა საკითხავი მასალა დანაშაულის სახეების, მისი შედეგების, თავიდან აცილების გზების შესახებ.“ - ამბობს სოფიკო მუშკუდიანი, რომელიც ორგანიზაცია ,,სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის" ხელმძღვანელი.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე არასრულწლოვებმა მოამზადეს თემები „წერილი თანატოლს“, სადაც ერთმანეთს რჩევები მისცეს და აღნიშნულ თემაზე შეხედულებები გაუზიარეს.
დემნას დაკარგული ორი წელი
ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება პროექტი „შიდა
ქართლის რეგიონში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის
შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა - ცოდნა
უსაფრთხოებისთვის“
შეხვედრა 2 წლის
შემდეგ
დილით სამსახურში მივდიოდი. ტექნიკის მაღაზიის წინ 3 პიკაპი იდგა. სვლა შევანელე და ჟურნალისტური ინტერესის გამო, ვაკვირდებოდი პროცესს იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა. მაღაზიის წინ პოლიციელების გვერდით მოზარდი იდგა.
,,ეს ხომ დემნაა?“ - მანქანა პარკინგზე გავაჩერე და მაშინვე ე.წ. შემთხვევის ადგილზე მივედი. ყვითელი ლენტის მიღმა ვერ გადავედი, თუმცა მანძილი არ იყო შორს.
ვიდრე ახლოს მივიდოდი, მათ უკვე დამინახეს. პოლიციელმა სიცილით თუ სიხარულით მითხრა: ,,იცი, რა თქვა შენზე? მასწ-ი მოდისო. ეს რა გისწავლებია მერე?“.
სიტუაციას მაშინვე მივხვდი. სავარაუდოდ, მაღაზია იყო გატეხილი. ,,გახარებულ“ პოლიციელს მივმართე:
,,იცი? როცა ეს ბავშვი ჩვენს რედაქციაში დადიოდა, ასანთის ღერიც კი არ დაგვკარგვია ოფისში.“ - ვუპასუხე გორის შს სამმართველოს თანამშრომელს, მაიორ სამადალაშვილს და მოზარდს მივუბრუნდი იმის ნიშნად, რა მოხდა:
,,მე არ ჩამიდენია მასწ“ - თქვა და ამ დროს მეორე მანქანა გაჩერდა, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა.
,,რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ცუდი არაფერი გააკეთო. წამოდი ეხლა სახლში.“ - უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა მოზარდს და მანქანაში ჩაისვა. პოლიციელებმა დაუძახეს, თუ რაიმეს გარკვევა დაგვჭირდება, კიდევ დაგიკავშირდებითო.
მოზარდი კი მაღაზიასთან იმიტომ ჰყავდათ, რომ ,,აღიარებული“ დანაშაულის საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, რომ ვერც მოზარდს და ვერც თავისთავად პოლიციელს სხვა ვერაფერი ვკითხე, გარდა იმისა - ,,რა მოხდა“.
როგორც შსს-ს პრესამსახურში გვითხრეს, გვიან ღამით ტექნიკის მაღაზია გაქურდეს, თანაც რამდენიმე. მხილებულია მოზარდები და მიმდინარეობს გამოძიება.
დემნა
კლასგარეშე აქტივობაზე
ამ მოზარდს ქალაქში ამ სახელით არ იცნობენ. ზედმეტი სახელიც აქვს. მის ასაკში ყველა თანატოლი იცნობს, განსაკუთრებით თავის უბანში.
ის ორი წლის წინ, მე-9 კლასში ყოფნის დროს, მედიასკოლაში სწავლობდა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა.
ერთთვიან კურსზე საზოგადოება ,,ბილიკის“ ხელმძღვანელმა მიგვიწვია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გავაცანით ახალი ამბების მნიშვნელობა, ასევე, ის თუ რას აკეთებს მედია, როგორც ამზადებს მასალებს, რეპორტაჟებს.
10-12-კაციან ჯგუფში დემნამ ოპერატორობა არჩია. მისი გადაღებული რამდენიმე რეპორტაჟი დღემდე გვაქვს შენახული. ერთ-ერთი რეპორტაჟი სოციალურად დაუცველ ქალბატონზეა. მან ინტერვიუ ჩაწერა ასაკოვან ქალთან, რომელიც მარტო ცხოვრობს.
ასევე, მის მიერ მოპოვებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სასადილოს მეპატრონებ ძაღლს ცხელი წყალი გადაასხა. მოზარდს სასადილოს მეპატრონემ უთხრა, რომ ძაღლი ხშირად პარავდა საკვებს სასადილოდან. ამ ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ მოკვლევაც კი დაიწყო.
ერთ თვეში პროექტი დასრულდა და ბავშვები სკოლას დაუბრუნდენ.
,,მასწ, აღარ გვექნება გაკვეთილები? თუ გაგრძელდა ჩემ მეგობართან რომ ვიარო, ხომ შეიძლება?“ - გვთხოვდა დემნა, რომელიც პროექტის დასრულებამდე ორჯერ შეგვხვდა, ერთხელ შეყვარებულთან ერთად.
პასუხი იყო ჩვენგან, რომ თუ მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის გაგრძელდებოდა პროექტი და ჩვენი რედაქცია იქნებოდა ჩართული, აუცილებლად შევატყობინებდით.
მას შემდეგ ორი წელი გავიდა. მოზარდი სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდა და ის ერთ-ერთი იმათგანი გახდა, რომლის მკაცრ დასჯას პროკურორი ნათია კიკალია დღეს ითხოვს.
დემნა
,,საშიშია“ პროკურატურისთვის
დემნას ადვოკატი მაია ბიბილაშვილი იცავდა. გვითხრა, რომ გორის საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 8 ეპიზოდზე, რომლის შესახებ ზემოთ ვსაუბრობდით. კერძოდ, მაღაზიების ქურდობაზე.
,,დღეს მე აღარ ვარ ამ ბავშვის ადვოკატი. როგორც ვიცი, პროკურატურამ გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში და მაქსიმალურ სასჯელს, 7-წლიან პატიმრობას ითხოვს.“ - გვითხრა მაია ბიბილაშვილმა. თუ რატომ აღარ არის ადვოკატი, მაია ბიბილაშვილმა გვიპასუხა, რომ ოჯახს იმდენად უჭირს, რომ ადვოკატის დაქირავების საშუალება აღარ აქვს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი აღარ ვარ, მე მაინც შესაგებელი დავუწერე. სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ ჩაუნიშნავს პროცესი. ბავშვსაც ვესაუბრე და ოჯახსაც. შეეცდებიან საკუთარი თავი თავად დაიცვან სააპელაციო სასამართლოში“ - ამბობს მაია ბიბილაშვილი.
დემნასთან დაკავშირებით ის გავარკვიეთ, რომ მას ჰყავს დედა, რომელიც სხვა ქალაქში მუშაობს. მშობლიურ ქალაქში საცხოვრებელი სახლი არა აქვთ და რამდენიმე წლის წინ ქირითაც ცხოვრობდნენ.
4-5 წლის წინ დედამ მუშაობა დასავლეთ საქართველოში დაიწყო. ბავშვი დეიდის ოჯახში იზრდებოდა. ადვოკატი გვიყვება, რომ არაჩვეულებრივ ოჯახში იზრდებოდა ბავშვი ძმასთან ერთად.
,,ამ ბავშვის დედ-მამა გაცილებულები არიან. მამა თითქმის არ აქცევდა ყურადღებას, დედა კი, იმის გამო, რომ შემოსავალი ჰქონოდა, მუშაობდა სხვა ქალაქში. ამიტომ, ფაქტობრივად, ეს ბავშვი დეიდასთან იყო“ - ამბობს მაია ბიბილაშვილი.
იმ საქმეებში, რომელშიც დემნა ფიგურირებს, ძირითადად, ჯგუფურ დანაშაულზეა საუბარი. აქ ყველაზე უფროსი დემნაა, დანარჩენები უფრო ახალგაზრდები, 16-წლის მოზარდები არიან. თუ მართლა მათ ჩაიდინეს დანაშაულებები, სად მიჰქონდათ ნივთები?
,,ფაქტია, რომ ისინი ოჯახში არ მიჰქონდათ. მაღაზიების მფლობელები აცხადებენ, რომ დაკარგული აქვთ ათობით მობილური ტელეფონი, ზოგმა დაგვიბრუნაო, ზოგმა არაო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საპროცესოზე არ მოდიოდა, ანუ არ აღიარებდა. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მივანდეთ. მოსამართლემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დანაშაულთა დიდი ნაწილი ეხებოდა არასრულწლოვნობის პერიოდს“ - აცხადებს ადვოკატი.
როგორც ირკვევა, დემნა დღეს უკვე სრულწლოვანია. მის წინააღმდეგ პროკურატურა მთელი სიმკაცრით იბრძვის. არასრულწლოვანთა საქმეების ზედამხედველი პროკურორი ნათია კიკალია თავის საბრალდებო დასკვნას იმით ასაბუთებს, რომ ადგილი აქვს დანაშაულთა ,,სიმრავლეს“, რომელიც ერთ თვეში მოხდა.
ამიტომ, ნათია კიკალია დემნას მიმართ შეუბრალებელია. სააპელაციო სასამართლოში პროცესი ჯერ ჩანიშუნული არაა.
დანაშაულის
სტატისტიკა
2019 წლის დასაწყისიდან გორში ფეობოქსებისა და მაღაზიების ქურდობის
ფაქტებმა იმატა. შსს-ს პრესამსახური აცხადებს, რომ დანაშაულთა
უმრავლესობა ჩადენილია არასრულწლოვანთა მიერ.2017 - 2019 წლების რაოდენობრივი მონაცემების გაანალიზების შედეგად, გამოვლინდა, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობა მზარდია. კერძოდ, 2017 წელს 199 არასრულწლოვნის მიმართ დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, 2018 წელს - 208 არასრულწლოვნის, ხოლო 2019 წლის (იანვარი-ივლისი) – 159 არასრულწლოვნის. 2018 წლისა და 2019 წლის იანვარი-ივლისი თვის მონაცემების შედარების შედეგად ვლინდება, რომ არასრულწლოანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის მონაცემები 22%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება განრიდება-მედიციის მონაცემებს, 2017 წელს 462 არასრულწლოვანი ჩაერთო პროგრამაში, 2018 წელს 497, ხოლო 2019 წელს (იანვარი-ივნისი) - 205 არასრულწლოვანი. აღსანიშნავია, რომ განხორციელებულ დანაშაულთაგან უმეტესობა იყო მსუბუქი ხასიათის.
საქართველოში განხორციელებული კვლევის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიერ განხორციელებული დანაშაულის შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორებია:
არასრულწლოვანთა ნაკლები ინფორმირებულობა დანაშაულისა და მისი სახეების შესახებ; კრიმინალური სუბკულტურის მიმართ მიმღებლობა; სამოქალაქო ცნობიერების არარსებობა; განათლების სისტემაში დანაშაულის ჩადენის რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ღონისძიებების სიმწირე; ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეაქტიული და არა პროაქტიული მიდგომის არსებობა; სკოლებში რთული ქცების ბავშვების მიმღებლობასთან დაკავშირებით სირთულეები; არასრულწლოვანთა თავისუფალ დროის ეფექტურად გამოყენებაზე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღების სირთულე; არ არის გამოკვეთილი ადგილობრივი თვითმმართველობის როლი.
აღნიშნული განიხილება იმ კრიმინოგენულ ფაქტორებად, რომელთა დაკმაყოფილება დანაშაულის ჩადენის პრევენციულ ღონისძიებად იქცევა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსაგან მიღებული ინფორმაციის შედეგად გამოვლინდა, რომ არ არსებობს ან მწირია მომსახურებები, რომელიც ზემოთხსენებული ფაქტორების დაკმაყოფილებაზე იქნება მიმართული.
არ არსებობს მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების ინფორმირებულობის დონის ზრდას დანაშაულის დანაშაულის ჩადენის რისკ- ფაქტორების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-გატარების მიმართულებით. თუმცა, კრიმინოგენულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებიც მოგვიანებით დანაშაულებრივ გზას დაადგნენ, სკოლის პერიოდში თავიანთი ქცევით თვალშისაცემნი ხდებოდნენ.
დანაშაულის პრევენცია შიდა
ქართლში
ამ ფონზე, როდესაც შიდა ქართლში და, განსაკუთრებით, ქალაქ გორში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა 2019 წელს გაიზარდა, სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. პირველ რიგში, ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით.
ცნობისათვის, საქართველოში ევროკავშირი ახორციელებს პროგრამას, რომლის სახელწოდებაა - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ .
ამ პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2030 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ხორციელდება პროექტი „შიდა ქართლის რეგიონში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა - ცოდნა უსაფრთხოებისთვის“
იგი მიზნად ისახავს რეგიონში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობების გაზრდას, რომელსაც ახორციელებს ორგნიზაცია ა(ა)იპ „სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის“, ასევე, ორგანიზაციები „სიდა“ და წამების მსხვეპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი“(GCRT).
პროექტის ფარგლებში ხორციელდება შეხვედრები არასრულწლოვნებთან, მათთვის დანაშაულისა და მისი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით; პედაგოგებთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრები არასრულწლოვანთა დანაშაულის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის მექანიზნების შესახებ; შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მთავრობაში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების მიღებისა და გატარების ადვოკატირება.
გორის მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ედიშერაშვილი აცხადებს, რომ პროქტის ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება, როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. მისი სკოლა გორში კვერნაკის დასახლებაში მდებარეობს.
სკოლა მდებარეობს ისეთ უბანში, სადაც მოწყვლადი ჯგუფები, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. შესაბამისად, დირექტორის თქმით, რისკი არის იმისა, რომ ასეთ ოჯახებში მყოფ მოსწავლეებს არ განუვითარდეთ დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება:
ნანა ედიშერაშვილი: ,,შემოგვთავაზა ამ პროექტის მართვის ჯგუფმა, ჯერ ელექტრონულად გვქონდა კონტაქტი, შემდეგ პირადად შევხვდით. სკოლების მხრიდან ეს ნებაყოფლობითი იყო. ძალიან საინტერესოდ წავიდა შეხვედრები. ისეთი საკითხები წამოიჭრა, რაც პრობლემურია სკოლებისთვის. დანაშაულთა პრევენცია ძალიან საყურადღებოა მოზარდობის ასაკში. სკოლა თავის მიზნებს ასრულებდეს, თუ ბავშვი აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, მით უფრო ნაკლებია მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისკენ“.
ნანა ედიშერაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრებში 25 მასწავლებელი ესწრებოდა, სამუშაო პროცესში ყველა მათგანი იყო ჩართულნი.
მართალია სკოლა სთავაზობს ბავშვს ჩართულობას, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბავშვის სოციალური მდგომარეობა გადაწონის სასკოლო ცხოვრებას:
,,განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე ძალიან გვჭირდება ოჯახის მხარდაჭერა. როცა ბავშვის დედა ან მამა საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ და ბავშვი ბებიასთან ცხოვრობს, ეს მდგომარეობა ძალიან მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე. რომ გითხრათ, რომ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა გადაწონის სოციალურ მდგომარეობას, ბუნებრივია ასე არ არის.“ - აღნიშნავს ნანა ედიშერაშვილი.
პრევენციაში ჩართულთა
წრე
რეგიონის 7 ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებისთვის, არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი რისკ და დამცავი ფაქტორების, ასევე, რეაგირების შესაძლებლობების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
,,რათა სამომავლოდ უკეთ შეძლონ რისკფაქტორების იდენტიფიცირება მოსწავლეებში და მიიღონ დროული და მიზნობრივი ზომები პრევენციისათვის. ასვეე მომზადდა და გადაეცათ სახელმძღვანელო დოკუმენტი. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ 16 არასრულწლოვანთან ჩატარდა ტრენინგები, რომლის სადაც არასრულწლოვნებმა მიიღეს ინფორმაცია რა არის დანაშაული, რა შედეგები მოყვება მას როგორც ქმედების ჩამდენზე, ასევე დაზარალებულზე და ახლობლებზე. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არსრულწლოვნებისთვის მომზადდა საკითხავი მასალა დანაშაულის სახეების, მისი შედეგების, თავიდან აცილების გზების შესახებ.“ - ამბობს სოფიკო მუშკუდიანი, რომელიც ორგანიზაცია ,,სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის" ხელმძღვანელი.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე არასრულწლოვებმა მოამზადეს თემები „წერილი თანატოლს“, სადაც ერთმანეთს რჩევები მისცეს და აღნიშნულ თემაზე შეხედულებები გაუზიარეს.
ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები