რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის მერიაში კომპანიები ტენდერებს გეგმა-გრაფიკის გარეშე იგებენ
გორის მერიის სატენდერო კომისია მორგ სკანდალში გაეხვა. მას ხელშეკრულების დადება გადააფიქრებინეს იმ კომპანიასთან, რომელიც გამარჯვებულად გამოაცხადა.

საქმე ეხება გამარჯვებულად გამოცხადებულ შპს ,,ანბას", რომელსაც სოფელ ვარიანში სახურავის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა. ,,ანბას" კონკურენტმა კომპანიამ მერიას დაუმტკიცა, რომ გამარჯვებულის გამოვლენა კანონდარღვევით მოხდა.

2020 წლის 24 აპრილს, გორის მერიის სატენდერო კომისიის 7 წევრი შეიკრიბა და შპს ,,ანბას" მიერ შეთავაზებული წინადადებების განიხილა. აუქციონის გარეშე ჩატარებულ ტენდერში ,,ანბამ" 107 000 ლარი მიუთია:

მერიის სატენდერო კომისიამ, 24 აპრილს დაადგინდა, რომ ,,ანბას" დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს, მისი დირექტორი კი, ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს.

5 დღეში ეს გადაწყვეტილება სხვა კომპანიამ, ,,ნიუ სითმა" გაასაჩივრა. საჩივრის ავტორი, შესყიდვების სააგენტოს ატყობინებს, რომ მერია ისე დებს ხელშეკრულებას ,,ანბასთან", რომ გეგმა გრაფიკი არაა მითითებული:

,,სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა შპს ანბა-მ, რომელსაც სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით დაევალა გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა, გეგმა-გრაფიკი შეიცავს ხარვეზებს, მაგალითად 1 თვეში შესასრულებელი თანხის ჯამი გაურკვეველია, რითაც შეიძლობა ისარგებლოს და არაკეთილსინდისიერად გამოყენოს არსებული მდგომარეობა და თავიდან აიცილოს გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციები" - აღნიშნავს კომპანია ,,ნიუ სითის" წარმომადგენელი.

საჩივარი 2020 წლის 13 მაისს, შესყიდვების სააგენტოში განიხილეს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, გორის მერიას ,,ანბასთან" დაკავშირებული დოკუმენტების გადახედვა დაევალა.

2020 წლის 13 მაისს, გორის მერიის სატენდერო კომისიის 7 წევრი შეიკრიბა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 24 აპრილს მიღებული საკუთარი გადაწყვეტილება ,,არასწორი იყო".

თუ კი, 2020 წლის 24 აპრილს, მათთვის შპს ,,ანბას" სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნეს სრულად აკმაყოფილებდა, 2020 წლის 13 მაისს ეს აზრი შეიცვალეს.

,,სატენდერო კომისიამ განიხილა შპს ,,ანბა"-ს მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებს." - წერია 13 მაისის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

ტრადიცია გრძელდება

,,ამ კომისიას მხოლოდ ერთი კაცი მართავს. თუ ის იტყვის, რომ მოდი გადავხტეთ ხევში, დანარჩენებიც გადახტებიან. ცხვრის ფარასავით არიან" - აცხადებდა კომპანია ,,გიორგი ჯინოს" წარმომადგენელი გიორგი ჯინიოზაშვილი. იგი qartli.ge-სთან ამ თემაზე ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა.

კომისიის შემადგენლობა მას შემდეგ არ შეცვლილა.

,,ჯინოს" მფლობელი ამბობდა, რომ მერიის შესყიდვების სამსახურს ერთი კაცი - ტარიელ მეტრეველი მართავს:

,,რეალურად, რასაც ეს კაცი ამბობს, იმას ასრულებენ დანარჩენები. ჩემი აზრით, კომისიის წევრების შემადგენლობას კომპეტენცია საერთოდ არ გააჩნია. რეალურად, სხდომის ოქმები რომ წაიკითხოთ, ამას ადვილად მიხვდებით. სამი საჩივარი დავწერე მათ წინააღმდეგ, აქედან ერთი მოვიგე, ერთი ნაწილობრივ დამიკმაყოფილეს. ბოლო საჩივარი არც განხილულია, ტექნიკური ხარვეზი დამიდგინდა და აღარც მივყევი ბოლომდე, აზრი არა აქვს გორის მერიასთან დავას" - გვითხრა ჯინიოზაშვილმა.

მისი თქმით, გამარჯვებულად აცხადებენ კომპანიას, რომელსაც წარდგენილი არ ჰქონდა ის დოკუმენტები, რომელსაც სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები ითვალისწინებს.

,,მაგალითად, ითხოვდნენ ინფორმაციას ხარჯთაღრიცხვის შესახებ, რომელიც უნდა ყოფილიყო გაწერილი გრაფიკის მიხედვით. სწორედ, ასეთ საკითხებზე მქონდა ბოლოს დავა, თუმცა, საჩივრის განხილვა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული საჩივრის ფასი მინიმუმ 500 ლარია" - აცხადებდა ჯინიოზაშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.