რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ქარზმანის გზა - რეპორტაჟი
,,გაჭირვებით ცხოვრობს, მაგრამ გულიანად" - თქვა ცხინვალელმა მოგზაურმა, ბლოგერმა გურამ ქარსანთმა, როდესაც ბახტურიძეების სახლის მარნიდან ეზოში გავიდა. ის და მისი თანაქალაქელები დე-ფაქტო რესპუბლიკის დასავლეთ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში იმყოფებოდნენ.

ქარზმანში გაჩერდნენ და ადგილობრივ მკვიდრს შეხვდნენ. მასპინძელმა მარანში შეიპატიჟა.

,,აქ ბავშვები იკრიბებოდნენ, აქ ჭამდნენ ხოლმე, აქ ვიყავით ერთად" - უთხრა ქარზმანელმა ბახტურიძემ ცხინვალელ სტუმრებს, როდესაც საკუთარ მარანში შეიპატიჟა და ქვევრი აჩვენა.

სტუმრები მოხიბლულნი დარჩნენ იმ სოფლებით, რომლებიც საჩხერის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს მდებარეობს. გადაიღეს მისასვლელი გზების ამსახველი ფოტოები, ასევე, ის ე.წ. საზღვარი, რომელიც მდინარე ყვირილაზე რუსეთის სამხედროებმა გაავლეს.



ორი ქარზმანია - ქვემო და ზემო. ისინი 1990-2008 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში შედიოდა. 1991 წლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

1991 წლის 25 მარტს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თენგიზ სიგუამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით შეიცვალა ჯავის, საჩხერისა და ონის საზღვრები.



მაშინდელი მთავრობის დადგენილებით, სინაგურის თემის სოფლები: პერევი, ტბეთი, ქვემო და ზემო ქარზმანი, თედელეთი, ჯალაბეთი და ხახეთი (24,4 ათასი ჰა) ჯავის რაიონიდან გამოიყო და საჩხერის რაიონს დაუქვემდებარეს.

სხვათა შორის, ხახეთი ის სოფელია, სადაც რაჭის მიწისძვრის დროს, ყველაზე მეტად დაზარალდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალებმა ეს სოფლები ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრებში მოაქციეს და ჯავის რაიონს გადასცეს.

ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.



ქარზმანამდე და სხვა (სინაგური, ხახეთი, თედელეთი, ჯალაბეთი და ა.შ.) სოფლებამდე გზა ჯავის რაიონიდან მიდის და წელიწადის თითქმის ყველა სეზონზე მგზავრობა სახიფათოა. გზა მთის ფერდობს მიუყვება და ალაგ-ალაგ დამეწყრილი ადგილებია.

იმის გამო, რომ ჯავასთან მიმოსვლა რთულია, ქარზმანისა და მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა კომუნიკაციას საჩხერის მუნიციპალიტეტთან ამჯობინებს. აქ მდინარე ყვირილაზე რუსული საგუშაგოა განთავსებული. სპეციალური საშვის საფუძველზე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას სავაჭროდ პერევში გადასვლა ურჩევნია.



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიას შორის, 5 გამშვები პუნქტია. ესენია:

სინაგური (საჩხერის რაიონი), ქარზმანი (საჩხერის რაიონი), ზარდიაანთკარი (გორის რაიონი), ერგნეთი (გორის რაიონი) და ოძისი (მცხეთის რაიონი).

ამათგან, ორი საგუშაგო, სინაგურისა და ოძისი (იგივე პერევი და მოსაბრუნი) 2019 წლის 9 სექტემბრიდან ჩაკეტეს. ამის მიზეზი წნელისი-ჩორჩანას მონაკვეთზე განვითარებული მოვლენები გახდა. 2019 წლის 30 აგვისტოდან, წნელისი-ჩორჩანას მონაკვეთზე, საქართველოს შს სამინისტროს ბლოკ-საგუშაგო განთავსდა. ამის საპასუხოდ, რუსეთისა და დე-ფაქტო ხელისუფლების სამხედროებმა ახალი პოზიციები დაიკავეს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.





ფოტოზე:

ლურჯ ფერში - გზა, რომლითაც ქარზმანი სინაგურს უკავშირდება.

წითელ ფერში - გამყოფი ხაზი პერევსა და ქარზმანს შორის.

იხ. ამავე თემაზე:

ზემო ქარზმანი - ქართველებით დასახლებული სოფელი დე-ფაქტო რესპუბლიკაში



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.