რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ [R]
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA 2.43%.

კოვიდ19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან დროულ და შეუფერხებლად გამკლავებას სწორედ 2019 წლის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები, ბანკის მენეჯმენტის ნათელი ხედვა და კრიზისის ეფექტურად მართვის სტრატეგია განაპირობებს - სწრაფად მოვერგეთ ახალ საოპერაციო რეალობასა და გარემოს: ფილიალები, ისევე როგორც სათავო ოფისი, უზრუნველვყავით ყველა საჭირო რესურსით, რომ საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა მითითების დაცვით ბიზნეს პროცესები შეუფერხებლად გვემართა.

მიმდინარე კრიზისის გამოწვევები სერვისების გაციფრულებისა და ოპტიმიზაციის ახალ შესაძლებლობებად ვაქციეთ: უმოკლედ ვადებში შევქმენით პერსონიფიცირებული და მრავალარხიანი საკომუნიკაციო სტრატეგია მომხმარებელთან ურთიერთობის გაძლიერებისთვის. ჩვენ თითოეული მომხმარებლის შემთხვევას ინდივიდუალურად მივუდექით და მათ საჭიროებასა და სიტუაციაზე მორგებული გადაწყვეტილებები შევთავაზეთ, რის შედეგადაც სასესხო პორტფელის დაახლოებით 45% რესტრუქტურიზდა.
ის ფაქტი, რომ ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობამ, ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავება შეძლო სწორედ პასუხისმგებლიანი საბანკო დაკრედიტების პოლიტიკის შედეგია. მათ, ვის საქმიანობაზეც კოვიდ 19-მა პირდაპირი გავლენა იქონია, ფინკა ბანკმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება შესთავაზა, გამომდინარე იმ ზარალიდან, რაც ვირუსმა მათ ბიზნესსა და შემოსავალს მიაყენა. მთელი ჩვენი პროფესიული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება გამოვიყენეთ, რათა მიმდინარე კრიზისს მინიმალური ზარალი მიეყენებინა არამხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ მთლიანად სექტორისთვის.

მუდმივად ვსწავლობთ ჩვენი კლიენტების საჭიროებებს და კარგად ვიცით, რომ მათთვის ასეთ დროს ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. შესაბამისად, ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას როგორც კონსულტაციით, ასევე მათზე მორგებული პროდუქტებითა და სერვისებით, რომლებიც ჩვენი სეგმენტის საჭიროებებზეა ორიენტირებული.

ფინკა ბანკი მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან. 2020 წლის მარტის მდგომარეობით კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი 20.85%-ია (ბანკის მინიმალური ვალდებულება 13.5%-ია) და ეს დასტურია იმისა, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, ბანკს გააჩნია საკმარისზე მაღალი კაპიტალის ბუფერი. ბანკი ინარჩუნებს ლიკვიდურობის მაღალ მაჩვენებლებს, რაც ბანკის მენეჯმენტის ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

დადებითი ფინანსური მაჩვენებლებისა და 2020 წლის პირველ კვარტალში არსებული ბიზნესის განვითარების ტენდენციების ფონზე უკვე აპრილში ბანკმა ისეთი ფინანსური პარტნიორების მხარდაჭერა მიიღო, როგორიცაა BლუეOრცჰარდ-ი (4 მილიონი ლარი) და შყმბიოტიცს-ი (15 მილიონი ლარი). საერთაშორისო ფინანსურმა პარტნიორებმა გამოხატეს სრული მზაობა მხარი დაგვიჭირონ, რათა უწყვეტად წარვმართოთ ჩვენი კლიენტების მომსახურება, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების, ვისი ბიზნესიც კოვიდ 19-მა ძლიერ დააზარალა. ჩვენი მიზანია მივწვდეთ მეტ მიკრო და მცირე მეწარმეს და ხელი შევუწყოთ მათ ფინანსურ ჩართულობას. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მობილიზებულ ფულად რესურსებს მივმართავთ სესხის გაცემის პროცესის სრულ გაციფრულებისა და შესაბამისი ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარებისათვის, რათა მომხმარებლებს მაქსიმალურად სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ამ მხარდაჭერით ვქმნით გაყიდვების დამატებით არხებს, რათა კლიენტებისთვის მეტად ხელმისაწვდომი ვიყოთ. ინტენსიურად ვავითარებთ ახალ საბანკო სერვისებს რომ მომხმარებელმა მიიღოს მისთვის სასურველი და საჭირო პროდუქტი, განურჩევლად ფინკა ბანკის ოპერირების გეოგრაფიული არეალისა.

ძლიერი და სტაბილური ფინანსური მაჩვენებლებით, ფინკა ბანკი საქართველო აგრძელებს ფინანსური ვალდებულებების შესრულებას თანამშრომლების, დეპოზიტარების, აქციონერებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წინაშე. ბანკის 2020 წლის სტრატეგიის მიხედვით ყველა მთავარი ინიციატივა ორი მიმართულებით განვითარდება: საქართველოს ბაზარზე კონკურენტული პოზიციის გამყარება და გაციფრულების პროცესების მაღალი ხარისხით შესრულება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.