რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ანა ბალიაშვილი ქარელის მერის წინააღმდეგ და ,,საქართველოს ფოსტის" პასუხი
,,უკვე მესამედ მიშვებენ სამსახურიდან ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის
დაკვეთით და უშუალო მონაწილეობით. პირველად თავად გამომიშვა
მუნიციპალიტეტიდან.-მეორედ მისი ჩარევით გამომიშვეს ფოსტიდან. მაშინ
ვიბრძოლე და აღმადგინეს კარგი ადამიანების დახმარებით. მესამედ უკვე
დღეს მიშვებენ სამსახურიდან იმის გამო,რომ ჩემს მეგობრებთან ერთად
ზაზა გულიაშვილს არ მივეცი შესაძლებლობა, რუისის სპორტული მოედანი
რუსული კომპანიისთვის მიეცა." - ასეთია იმ განცხადების შინაარსი,
რომელიც სამოქალაქო აქტივისტმა, ანა ბალიაშვილმა სოციალურ ქსელში
რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ანა ბალიაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. მის მხარდამჭერად აქცია დაიწყო სოციალურ ქსელში ,,გამხელ".
ანა ბალიაშვილი აცხადებს, რომ მას "საქართველოს ფოსტის" მენეჯმენტთან პრობლემა არ ქონია.
,,სამი წლის განმავლობაში არ მიმიღია არცერთი საყვედური; რომ არა ზაზა გულიაშვილის გავლენები, ვფიქრობ ისევ გავაგრძელებდი მუშაობას კომპანიაში.
ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება. -ზაზა გულიაშვილისნაირი ჩინოვნიკები მსგავსი ტერორით ცდილობენ ადამიანებს ჩაუნერგონ, რომ რადგან მუშაობთ და სამსახური გაქვთ, არ უნდა გააპროტესტოთ არაფერი და არ უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია!" - განაცხადა ბალიაშვილმა.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მერი კომენტარს არ აკეთებს.
Qartli.ge კომენტარისთვის ,,საქართველოს ფოსტის" ადმინისტრაციას დაუკავშირდა, საიდანაც მივიღეთ შემდეგი შინაარსის წერილი:
,,ანი ბალიაშვილთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა არაერთგზის და უხეში დარღვევების გამო. სერვისცენტრში, სადაც ბალიაშვილი დასაქმებული იყო მენეჯერის პოზიციაზე, არსებობდა ვადაგადაცილებული 1875 გზავნილი. ამ ფონზე, ადრესატებთან ზედმეტი ვიზიტები განხორციელდა 40-ჯერ. ანუ, ერთი მხრივ, გზავნილები ბარდებოდა დაგვიანებით, ხოლო მეორე მხრივ კურიერები ახორციელებდნენ ზედმეტ ვიზიტებს სხვა ადრესატებთან. შესაბამისად, სერვისცენტრში არ არსებობდა ორგანიზებული და დისციპლინირებული სამუშაო გარემო, რისი შექმნის ვალდებულება მას როგორც მენეჯერს ჰქონდა.
გარდა ამისა, ანი ბალიაშვილის დაქვემდებარებულ სერვისცენტრში კურიერებისთვის გზავნილი გადაცემა ხდებოდა რეესტრის გარეშე. კურიერებისთვის გზავნილების რეესტრის გარეშე გადაცემის 1947 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შეიცავდა საკმაოდ დიდ რისკებს მთლიანი საოპერაციო პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
დასახელებულ დარღვევებთან ერთად, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს გზავნილების ("სერვისების განვითარების სააგენტოს" (ID ბარათები)) მესამე პირზე ჩაბარების 10 შემთხვევა მოხდა, მაშინ როდესაც, საფოსტო საკურიერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, აღნიშნული გზავნილები ბარდება პირადად ადრესატს. ანუ, პირადობის მოწმობის ჩაბარება მოხდა სხვა პირებზე.
ასევე, დარღვევები გმოვლინდა სხვა შემთხვევებშიც. კერძოდ, გზავნილების გაგზავნა დახარისხების ცენტრში შესაბამისი რუთის შექმნის გარეშე მოხდა 4 (ოთხი) შემთხვევაში. ამასთან, გზავნილების გაგზავნა მოხდა ბილინგში გატარების გარეშე 2 (ორი) შემთხვევაში, რაც გულისხმობს ტარიფის დაანგარიშების გარეშე გზავნილზე მომსახურების გაწევას. " - ციტატის დასასრული.
"საქართველოს ფოსტის" მიერ ჩემი გათავისუფლების მიზეზად დასახელებული "დარღვევები" არის დარღვევები, რომელიც 87 სერვისცენტრიდან ყველა მათგანშია. 3 წლის განმავლობაში მონიტორინგის სამსახურის მიერ ყოვეთვიურად ხდებოდა ჩემი მუშაობის შემოწმება. ორმხრივად ხელმოწერილი აქტები ადასტურებს, რომ მე სერვისცენტრში არანაირი დარღვევა არ მქონია. ის ხარვეზები კი, რომელიც მათ ტექსტშია მითითებული, უკავშირდება კომპანიის გაუმართავ მენეჯმენტს, რომლის წყალობითაც სერვისცენტრების დიდი ნაწილს აქვს ტრანსპორტის და ადამიანური რესურსის ნაკლებობა.
ყოველდღიურად შემოდის იმაზე მეტი გზავნილი, ვიდრე კურიერების მცირე რაოდენობას ამის ფიზიკურად ჩაბარება შეუძლია, თანაც იმ ფონზე, რომ ფოსტამ დღემდე ვერ უზრუნველყო გამართული ტრანსპორტის გამოყოფა ქარელის სერვისცენტრისთვის. ჩემს მიერ არაერთხელ იქნა საკითხი დაყენებული, მაგრამ უშედეგოდ.
ჩემს მიერ მიწერილ წერილებში ეს აშკარად ჩანს, რასაც აუცილებლად წარვადგენ სასამართლოში. დანარჩენს დარღვევებს, რაც შეეხება, ეს შიდა სამზარეულოს ნაწილია, რომელიც კომპანიის მხრიდან ისე იქნა წერილში წარმოჩენილი, თითქოს მხოლოდ ქარელში ყოფილიყო ეს პრობლემები. მაგ ლოგიკით, ზოგიერთი სერვისცენტრის მენეჯერი დიდი ხნის გათავისუფლებული უნდა იყოს თანამდებობიდან. დაძაბული სამუშაო გარემო და შესაძლებლობების ფარგლებს მიღმა არსებული სამუშაო შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ ხარვეზებს, რისგან დაზღვეული არავინაა, და რის გამოც აქამდე არავინ გაუთავისუფლებიათ.
ძალიან საინტერესოა 3 წლის განმავლობაში რატომ ერთხელ არავინ გამომიცხადა საყვედური, შენიშვნა ან გაფრთხილება, თუ ასეთი ცუდი მენეჯერი ვიყავი? შევკრიბე გუნდი, რომელმაც მნიშვნელოვნად გამოასწორა ჩაბარების მაჩვენებელი, დაუღალავად ვიმუშავეთ პანდემიის პირობებში, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კომპანია თუნდაც გულიაშვილის დაკვეთის შესრულების პირობებში, ცივილურად დამმშვიდობებოდა, გაუგონარ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს მიყენებს და აქეთ შეურაცხყოფას მაყენებს.
ყველა ადრესატმა, ვისაც ჩვენი სერვისით უსარგებლია, კარგად იცის, როგორ მუშაობდა ქარელის სერვისცენტრი, მათი გამოხმაურება იმედია ნახა ჩემმა ყოფილმა ხელმძღვანელობამ. 3 წლის განმავლობაში ვიმუშავე ერთდროულად მენეჯერის, ბექის და ფრანტის ოპერატორის პოზიციაზე, უკან არ დამიხევია არცერთი მძიმე და საპასუხისმგებლო დავალების შესრულებაზე და საპასუხოდ მივიღე შეურაცხყოფა კომპანიისგან, რომელიც მნიშვნელოვნად ლახავს დასაქმებულების უფლებებს,თანამშრომლებს ამუშავებს მიზერულ ხელფასებზე და ხმის ამოღების უფლებასაც არ უტოვებს. ჩემი ბეგრაუნდიდან გამომდინარე, ვფიქრობ ფოსტაში მუშაობა საკმაოდ დიდი კომპრომისი იყო, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ. შევხვდებით სასამართლოში."

საქართველოს ფოსტის პოზიცია - ანი
ბალიაშვილის გათავისუფლების საფუძვლები

ანა ბალიაშვილის
პასუხი

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები