რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
თიბისი ციფრული არხების გამოყენების გასამარტივებლად საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს [R]
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი, აქ და ახლა, საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. ინიციატივის მიზანია მომხმარებლებისათვის ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდება, რაც მათ ფინანსური მომსახურების დისტანციურად და სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ტექნიკური და უცხო ტერმინების გარეშე ახსნიან - როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტ და მობაილბანკის საჭირო და სასარგებლო ფუნქციები. ვიდეორგოლები თიბისის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდება.

"დისტანცირების პერიოდში გამოიკვეთა, რომ მობაილ და ინტერნეტბანკი მომხმარებლებისთვის სრულფასოვან ბანკს ნიშნავს. ადამიანებს საბანკო ტრანზაქციებისა და ოპერაციების შესასრულებლად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ. ჩვენი დაკვირვებით, მიზნობირივი სეგმენტისთვის დისტანციური პროდუქტების გამოყენებისისას ძირითადი სირთულე ტერმინებისა და პროცესების სიმრავლეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათ, ვისაც ამის საჭიროება და სურვილი აქვს, ციფრული არხების გამოყენება ისეთმა ადამიანებმა ასწავლონ, რომლებსაც თავდაპირველად თვითონაც უჭირდათ ადაპტაცია, ახლა კი ეს ფუნქციები მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ამ კამპანიის დახმარებით მომხმარებლებს ფინანსური სერვისების მარტივად და სრულად ათვისების შესაძლებლობს მივცემთ", - თეა კობახიძე, თიბისის ციფრული არხების განვითარების ხელმძღვანელი.

პირველი საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მობაილ და ინტერენტბანკში დარეგისტრირებას ეხება. მომდევნო ვიდეოებში კი მომხმარებლები სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით; კომუნალური გადასახადების გადახდა; მობაილბანკის პაროლის აღდგენა; ავტომატური გადარიცხვის გააქტიურება და ა.შ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.