რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,4-წლის ბავშვი სეტყვას მოუკლავს" - 1923 წლის ივნისის სტიქია გორის მაზრაში
გორის არქივში ინახება მასალები, რომელიც 1923 წლის ივნისის სტიქიურ მოვლენებს ასახავს. საქმე გორის მაზრაში მოვარდნილ ღვარცოფებს, სეტყვას და წვიმის შედეგებს ეხება. გორის მაზრის აღმასკომის წარმომადგენლები სხვადასხვა თემში იმყოფებიან და მოხსენებითი ბარათებით ზემდგომ ორგანოებს შედეგებს აცნობენ.

ირკვევა, რომ 8 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, მაზრაში გადაუღებლად წვიმდა, იყო სეტყვა, რამაც სოფლებში, განსაკუთრებით მთიან დასახლებებში ნიაღვარი გამოიწვია. ნიაღვრებმა გაანადგურა ნაკვეთები, დაიღუპა 302 სული საქონელი, 377 დესეტინა მიწაზე განადგურა მოსავალი.

სოფელ საყავრიაში (საყავრე) სეტყვამ მოკლა 4 წლის ბავშვი, ხოლო სოფელ დირბში მეხი დაეცა მინდორში მომუშავე 3 ადამიანს, საიდანაც ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე - კომაში ჩავარდა, მესამე კი, - გადარჩა.




ეს მოვლენები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოხსენებით ბარათებშია ასახული. მაზრის აღმასკომის წარმომადგენლები სოფლებში ვიზიტის დროს ნანახ ამბებს ამ მოხსენებით ბარათებში აღწერდნენ.

ეს ბარათები Qartli.ge-მ ნახა გორის არქივის მეცნიერ-თანამშრომლის, ქეთევან მაჭარაშვილის დახმარებით. მასალები პირველად ქვეყნდება საჯაროდ.

1923 წლის 21 ივნისის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ სტიქია ივნისის შუა რიცხვებში მოხდა. კომისიის წევრს, რომლის გვარი არ იკითდება, მაზრის აღმასკომის უფროსს შემდეგ ცნობას აწვდის:




,,წავედი სოფლებში აღსაწერად, სადაც აღმოჩნდა 24 სოფელი: ახალსოფელი, გულხანდისი, პიტნარა, ნადარბაზევი, ლული, ნათლისმცემელი, საყავრია (მოკლულია 4-წლის ვაჟი გიორგი თომას ძე საავაშვილისა), დიდ-თავი, ფილათი; მთა-დეკეულა; ყანობისი; ფიცესი; ფელი; ხვწე; პატარა ჭვარები; მღებრიანი; ოქიანი, ჭანჭახა; თვლემნარი; იური; ტამი; ბორჩვანი; საჭია, დიდი ჭვარები. განადგურებულია - 377 დესეტინა ჭირნახული; 302 სული საქონელი."

,,მოგახსენეთ-რა ზემო აღნიშნულს, გაცნობებთ, რომ ამ სოფლებს შორის სრულიად გაფუჭებულია და მოსპობილია ორი სოფელი - ფილათი და მთა-დეკეულა, რომლის მცხოვრებთა სულთა რაოდენობა შესდგება ,,96" სულისაგან. მცხოვრებნი-კი, გამოთქვამენ დიდს უიმედობას და მოელიან საშინელ შიმშილს."

,,დავამთავრე-რა ჩემი მოხსენება, ვშუამდგომლობ და ვსთხოვ გორის სამაზრო აღმასკომს, თუ შევა მათ გაჭირვებულ და გამოუვალ მდგომარეობაში, მიექცევა სოფელ ,,ფილათს" (ფილიშვილების სოფელი - ავტ.) და ,,მთა-დეკეულას" ჯეროვანი ყურადღება. ამასთანავე ერთად ვადგენთ სიებს" - ციტატის დასასრული.

ის, რომ სტიქია ივნისის შუა რიცხვებში მოხდა და თანაც ეს ყველაფერი რამდენიმე დღე გრძელდებოდა, ადასტურებს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც გორის პარტკომს (კომუნისტურს - ავტ.) ტელეგრამით ატყობინებენ:

ა/წ. ივნისის შუა რიცხვებში გორის მაზრის ზოგიერთა თემებში, ისედაც გაჭირვებულ გლეხობას თავს დაატყდა სტიქიური უბედურება, სატყვისა და ნიაღვრების სახით.




კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ივნისის თვეში საშინელ უამინდობას ასახავს და კონკრეტული თარიღია მითითებული, რუისის მილიციის უფროსის, ვინმე გიორგაძის პატაკია. ის გორის რაიონის მილიციის უფროსს სწერს:

,,მოგახსენებთ, რომ 8 ივნისს ა/წ. ნაშუადღევს, სოფელ დირბის მამულების ფარგლებში ჩამოვარდნილა მეხი. იმ დროს მინდორში ყოფილან მომუშავენი: სოფელ დირბელი სანდრო თეთრუაშვილი; ტიგრან მურაჩაშვილი და მიხა გოგალაძე. ზემო აღნიშნულნი პირნი დაცემულან უცებ დედამიწაზედ უგრძნობლად ელვის ელექტრონის ძალით. ელვის ელექტრონის ძალა იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ ერთი მათგანი ვანო თეთრუაშვილი ადგილობრივ მოუკლავს და მეორე - სანდრო კოტუაშვილი დაბნედილა, ამჟამად, გამოურკვევლად არის" (ციტატის დასასრული).




ეს დოკუმენტები უნიკალურია იმითაც, რომ ზემოთ ჩამოთვლილია ისეთი სოფლები, რომლებიც დღეს აღარ არსებობს და ნასოფლარებია. მათი დაცლა გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, საბოლოოდ კი, 1990-იან წლებში დაიცალა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.