რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
უწყლო კუდუხანთკარი - ერგნეთის შეხვედრების მოლოდინში


,,ჩვენ გავიგეთ, რომ მოლაპარაკების გზით ახმაჯის არხი გახსნეს და იმ არხის გასწვრივ სოფლები ირწყვება, კარგი იქნება, რომ ჩვენი არხის შესახებაც დაიწყონ მოლაპარაკებები ერგნეთში. რამდენჯერმე ვცადე, ხმა მიმეწვდინა, მაგრამ რა ვიცი, არ გამოვიდა. თუ სადმე ხმა მიგიწვდებათ, სთხოვეთ, რომ ერგნეთის მოლაპარაკების დროს, კუდუხანთკარის არხის საკითხიც იქნებ განიხილონ," - ამბობს ვაჟა კუდუხაშვილი.

ის და მისი მეუღლე სოფელში მარტო ცხოვრობენ. ზაფხულობით კი, ჩრდილოეთ ოსეთითან ის ადამიანები ჩამოდიან, რომელთა მამა-პაპა აქ დაიბადა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს კი სახლები მიატოვეს. ადგილობრივები ამ დასახლებას ძირითადად კუდუხანთკარს უწოდებენ. გვერდით ფშანისწყალი ჩამოუდის.

ფშანისწყალი დღეს დაგუბებულია. დაგუბებულ წყალში რუსი სამხედროები ბანაობენ. ხელოვნური ავზის ქვემოთ მდებარე სოფლების მოსახლეობა კი წყალი არა აქვს.

უწყლობას ყველაზე მეტად კუდუხანთუბანი და მისი მცხოვრებნი განიცდიან.

მდინარის ერთ მხარეს კუდუხანთკარია, მეორე მხარეს კი, - საკორინთლო. ორივე დასახლების ჩრდილოეთით სოფელი მონასტერი მდებარეობს. მონასტერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს.

ფშანისწყლის ხეობის დასახლებებს ზემოდან სოფელი მსხლები დაჰყურებს. მსხლებიც დე-ფაქტო რესპუბლიკის დაქვემდებარებაში შედის.

,,ჩვენს ზემოთ ოსური სოფელი მონასტერია. იქაურებს უნდათ, რომ წყალი გამოუშვან ჩვენსკენ, მაგრამ რუსი სამხედროების გარეშე ვერაფერს აკეთებენ. თვითონაც მძიმე დღეში არიან. რაც ეს საზღვარი ჩაიკეტა, მიმოსვლა აღარაა. ვერც ვერაფერს ყიდულობენ, ვეღარც ვერაფერსაც ყიდიან." - გვეუბნება ვაჟა კუდუხაშვილი, რომელიც უწყლობისგან გადამხმარ ბაღებს გვაჩვენებს.

მისი სახლი დაგუბებული არხის ქვემოთ, 400 მეტრში მდებარეობს. ამ სახლში ვაჟა კუდუხაშვილი, მეუღლესთან ერთად, ცხოვრობს..  სოფელს სარწყავ წყალს რუსი სამხედროები, სასმელ წყალს კი, - კასპის მერია არ აძლევს.

,,ყველაფერს აიტანს ადამიანი, მაგრამ უწყლოდ ყოფნა შეუძლებელია." - გვითხრეს მასპინძლებმა. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ყოფნა უკვე გაუსაძლისია.

ვაჟა კუდუხაშვილი მოძველებული მანქანით, სასმელი წყლის გამო, ქვემო ჭალაში ხშირად დადის. გარდა ამისა, მეუღლე მანქანით სკოლაში დაჰყავს.



მისი მეუღლე მარიამ ზაალიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კუდუხანთკარს ცალკე სოფლად არ მოიაზრებს:

,,როცა მეკითხებიან, თუ ვის ეკუთვნის კუდუხანკარი? ხშირად ვფიქრდები. გზა სოფელ გორაკადან მოდის, მაგრამ იურიდიულად არ წარმოვადგენთ გორაკას. სინამდვილეში აგერ გაღმა მხარეს საკორინთლოს ვეკუთვნით. რომ ვკითხოთ მერიას, რა კეთდება? გეტყვიან, რომ საკორინთლოში გზაც გაკეთდა, წყალს ყოველ წელს აკეთებენ, გაზი გაკეთდა, გარეგანათება, მაგრამ ჩვენთან არც ერთია. არა და, საკორინთლოს ვეკუთვნით," - წუხს მარიამ ზაალიშვილი.

იგი იხსენებს, რამდენიმე წლის წინ, სოფელში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტს:

,,გვესტუმრნენ უცხოელები, არ ვიცი ეუთოს ხალხი იყო თუ ევროკავშირის. როცა მნახეს, რა პირობებში ვიყავით, თქვეს: მოდი ჩვენი ხელფასიდან შევაგროვოთ თანხა და წყალი მაინც გააკეთოსო. დამპირდნენ, რომ ამ საკითხს დააყენებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ვიგებთ, რომ საკორინთლოში წყალი კეთდება. ქვემო ჭალაში წყალი კეთდება? მაგრამ ჩვენ?" - ამბობს მარიამ ზაალიშვილი.

სოფლის განაპირას ფერდობზე წყაროს წყლებია. ვაჟა კუდუხაშვილი ამბობს, რომ წყაროდან სოფლამდე მილის გაყვანა შეიძლება.

,,ეს სადღაც 4-5 ათასი ლარი დამიჯდება, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. ვერც ჭას გავაკეთებთ, რადგან ძალიან ღრმა ჭა უნდა გაითხაროს. თითო მეტრის გათხრას 100 ლარი ჭირდება. ეს რომ გადავამრავლოთ მეტრების რაოდენობაზე, ძალიან დიდი თანხა გამოდის, რის გადახდასაც ასევე ვერ შევძლებთ." - ამბობს ვაჟა კუდუხაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.