რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფოტოზე: სტატისტიკა შიდა ქართლში, 1-8 ოქტომბრის ჩათვლით

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამათგან, შიდა ქართლში - 37. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში.

შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა იმ პირებსაც, რომლებიც რეგიონში მხოლოდ იურიდიული მისამართი აქვთ, ფაქტობრივად კი, სხვაგან ცხოვრობენ:

,,შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კოვდინფიცირების 37 ახალი შემთხვევა. აქედან ნაწილი უკვე ცნობილი კლასტერის კონტაქტია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა ინფიცირების წყაროს დასადგენად. ამ ეტაპზე შიდა ქართლში გვყავს 192 ინფიცირებული, მათ შორის 53 მკურნალობს ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 919 პირი.'' - აღნიშნულია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

რეგიონების მიხედვით, განაწილება ასეთია:

ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხვევა 471-ია, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში - 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია: სამეგრელო ზემო - სვანეთში არის 45, შიდა ქართლში - 37, ქვემო ქართლში - 39, გურიაში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 14, მცხეთა-მთიანეთში - 13 და კახეთში კი 11", - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 8.

ჯამში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ - 8 060-ს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 136-ს მიაღწია.

ამჟამად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.