2008 წლის ომამდე ამ სკოლაში ორჯერ მეტი მოსწავლე სწავლობდა. დამამთავრებელ კურსს კი კნოლეველი მოსწავლეები სოფელ ცერონისში გადიან. იქ მისასვლელად უფროსკლასელებს სპეციალური ავტობუსი ემსახურებათ.
თითო კლასში 2 მოსწავლეა. განსაკუთრებული სიმცირით, ამჟამად, დაწყებითი კლასები გამოირჩევა. სკოლის დირექტორი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან ამის თქმის საფუძველს სოფელში რამდენიმე ოჯახის დაბრუნება აძლევს.
,,ამჟამად, სოფელში პირობები უმჯობესდება, გაზი შემოიყვანეს, წყალი გააკეთეს, სოფლამდე მისასვლელი ახალი გზა გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ ბევრი ოჯახი დაბრუნდება. ამის მაგალითები უკვე არის. ომის დროს ბევრი წავიდა კნოლევიდან" - ამბობს სკოლის დირექტორი.
სოფელი კნოლევი გამყოფი ხაზის პირას მდებარეობს და ბოლო სახლის სიახლოვეს რუსი სამხედროები ტრიალებენ.
სკოლის შენობა ამჟამად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ეს შენობა კომუნისტების პერიოდში სოფლის ,,კანტორას" წარმოადგენდა. ბოლშევიკებამდე შენობა თავად ფალავანდიშვილების სასახლე ყოფილა.
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
სტატიის გამოყენების პირობები