რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ნიქოზში ხელოვნების სასახლეს ააშენებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ხელოვნების სასახლეს
ააშენებენ. ხელოვნების სასახლე იმ დიზაინის მიხედვით აშენდება,
რომელიც ალექსანდრე ზვიადაურმა, სუხა ზვიადაურმა, გიორგი ჩიქოვანმა და
ლადო აფანასევმა შექმნეს.
სასახლის მშენებლობის იდეა ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წინამძღვარს, მეუფე ისაიას ეკუთვნის. მისი თაოსნობით, მაკეტების გამოფენაც მოეწყო.
კონკურსზე 36 მაკეტი იყო წარდგენილი. გამარჯვებული გამოავლინეს შერჩეულ 5 საუკეთესო ნამუშევარს შორის.
ცნობისათვის, 2008 წლამდე ნიქოზში მოქმედებდა მცირე ზომის ანიმაციური ფილმების სტუდია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფლისა და მონასტრის ნაგებობებთან ერთად განადგურდა.
ომის შემდეგ ანიმაციური ფილმების სტუდია აღდგა, დაარსდა ნიქოზის ხელოვნების სკოლა. ხელოვნების სკოლის მუშაობისა და უცხოელ მეგობრებთან თანამშრომლობის დროს ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების იდეა დაიბადა და ის 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
2017 წელს ევროპის ფესტივალების ასოციაციამ (EFFE) ნიქოზის ფესტივალს ხარისხის ნიშანი მიანიჭა და ამგვარად, "ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი" ევროპული ფესტივალების ნაწილი გახდა.
2008 წლის ომის შემდეგ ფესტივალს რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, იგი ნგრევის სანაცვლოდ, შენების, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და სიყვარულისაკენ მოწოდებაა!..
ხელოსვნების სკოლის, ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალისა და სხვა კულტურული თუ სამშვიდობო ღონიძიებების სრულფასოვნად ჩატარებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს განსაკუთრებული სივრცის არსებობა

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები