რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კომპანიამ ჯერ სამუშაოები შეასრულა, შემდეგ ტენდერი წააგო
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ სკანდალში ეხვევა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ქარიის სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს კომპანია ,,ალონისმა" სახურავები ტენდერამდე გადახურა. თუმცა, ორი თვი შემდეგ, იმავე სახლების სახურავების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში ვერ გაიმარჯვა.

კომპანიის ხელმძღვანელის მაკედონ ანანიკოვის თქმით, სახურავების რეაბილიტაციაზე 290 000 ლარი უკვე დახარჯული აქვს. ,,არ მცალია, ხვალ მოდით ამ საკითხზე." - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჩვენს დანახვაზე გამგებლის მოადგილემ ალეკო ვეშაპურმა, რომელსაც სამუშაო მაგიდა ინფრასტრუქტურის სამსახურის ოთახში აქვს.

მისი თქმით, მას წარმოდგენა არა აქვს, თუკი ტენდერში ჩამოთვლილ ოჯახებს დაზიანებული სახურავები უკვე შეკეთებული აქვს.

ინფორმაციას არ ფლობს არც გამგებლის მეორე მოადგილე გია წვერავა.

,,სტიქიასთან დაკავშირებით თუ რამე გაინტერესებთ, წერილობით მოგვმართეთ" - გვიპასუხა გია წვერავამ.

რადგან ყველა დოკუმენტი ხელთ გვაქვს, კითხვებით მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს მივმართეთ:

,,არ მცალია, ტენდერი ჯერ დასრულებული არაა და მიმდინარეობს პრეტენდენტების შეფასება" - ამბობს დავით ონიაშვილი.

რატომ გამოაცხადეს ტენდერი? ამ კითხვაზე პასუხების მიღებას 2016 წლის 4 თებერვლიდან ვცდილობთ.

ისტორია ასეთია.

2015 წლის ნოემბერს ქარმა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სახურავები ახადა.

ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლება აქვს გამოცდილ კომპანიებთან პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმოს, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ თანხა აუნაზღაუროს. ეს პრაქტიკა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარეობს.

შპს ,,ალონისის" ხელმძღვანელმა მაკედონ ანანიკოვმა სამუშაოები ნოემბერში ისე დაიწყო და დაასრულა, რომ მასთან პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება არავის გაუფორმებია.

მას იმედი ჰქონდა, რომ ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, თუმცა დეკემბერი იწურებოდა, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, რომ სტიქიიდან ორი თვის გასვლის შემდეგ გადაუდებელი ხელშეკრულებების დადება აღარ შეიძლებოდა.

მაკედონ ანანიკოვმა კი სამუშაოები სწორედ ამ დროს დაასრულა. რაკი მუნიციპალიტეტის გამგეობამ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება მაკედონ ანანიკოვს დეკემბრის ბოლოს ვერ გაუფორმა, 2016 წლის 26 იანვარს, ზუსტად, იმავე სახლების სახურავებზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში კი, მაკედონ ანანიკოვს კიდევ სამი კომპანია გამოუჩნდა კონკურენტი. ტენდერი 2016 წლის 4 თებერვალს დასრულდა. შპს ,,ალონისმა" 289 000 ლარი მიუთითა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა კონკურენტმა შპს ,,თელამ" 189 000 ლარი.

შპს ,,თელას" წარმომადგენლებმა არ იციან, რომ იმ ოჯახებს, რომელთა მონაცემები სატენდერო განაცხადშია მითითებული, უკვე გადახურული აქვთ სახურავები. ამ ოჯახებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ეწვივნენ.

,,რა აუცილებელი იყო, რომ მასთან პირდაპირი ხელშეკრულება დაგვედო?" - გვითხრა შესყიდვების განყოფილების უფროსმა ალექსანდრე თარხნიშვილმა, რომელმაც ინტერვიუს ბოლოს იმაზე დაიწუწუნა, რომ 10 წუთი სამუშაო დრო წავართვით.

,,იმიტომ, რომ მაკედონ ანანიკოვი სამუშაოებს ასრულებდა" - ვუპასუხეთ.

,,თქვენ საიდან იცით? - გვკითხა შესყიდვების განყოფილების უფროსმა.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.