რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
საკლასო ოთახი ქირავდება გორის #10 სკოლაშიც
ქალაქ გორის კიდევ ერთ სკოლაში ქირავდება საკლასო ოთახი.

აუქციონზე ოთახი გაიტანა გორის მეათე საჯარო სკოლამ, რომელიც კომბინატის დასახლებაში მდებარეობს.

სკოლის ადმინისტრაცის ცნობით, საკლასო ოთახი, თავისი სკამებით, დაფით და მერხებით იჯარით გაიცემა 15.06.2024 წ. მდე პერიოდზე და ის გათვალისწინებული უნდა იყოს სასწავლო პროცესისთვის.

აუქციონზე ერთი თვის საწყისი თანხა 30 ლარი იქნება, აუქციონი 4 დღეში დასრულდება.

გუშინ ვწერდით, რომ ქირავდება საკლასო ოთახი გორის მესამე საჯარო სკოლაშიც, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა გორის საგანამნამათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოთახი უფუნქციოა, თუმცა საპირისპიროს მეტყველებს სკოლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები.

,,უფუნქციოა ოთახი, რადგან არასტანდარტულია, მცირე ფართია საკლასო ოთახისთვის და სკოლა იყენებს სხვა საჭიროებისთვის უკვე რამდენიმე წელია.'' - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა. სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ ოთახში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მაგიდებზე ბავშვების ჩანთები აწყვია და სასწავლო პროცესისთვის პირობებს აკმაყოფილებს.

თუ საწავლო პროცესისთვის გამოუსადეგარია კლასები, მაშინ რატომ ქირავდება ოთახები კერძო სასწავლო პროცესისთვის? 

,,რესურსცენტრის უფროსის კომენტარი ოთახის არასტანდარტულობის შესახებ ეხებოდა მხოლოდ მე-3 სკოლის მიერ აუქციონზე გატანილ ერთ კონკრეტულ ოთახს და არა ოთახებს. ოფიციალურ ინფორმაციად მიიღეთ: მე-10 საჯარო სკოლაში გასულ წელს ირიცხებოდა 716 მოსწავლე, დღევანდელი მონცემია 784. მე-3 საჯარო სკოლის გასული წლის მოსწავლეთა რაოდენობაა 1228, მიმდინარე რაოდენობაა 1179. მონაცემები მუდმივად იცვლება მობილობის გამო.'' - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

აუქციონის პირობების მიხედვით, დამქირავებელმა მეათე სკოლაში ოთახი უნდა გამოიყენოს სასწავლო პროცესებისთვის.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.