რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
"თუ ყველას გავასამართლებთ, ვინღა დარჩება კოლმეურნეობაში'' - ტყვიავის ამბები - 1936-37 წლები
საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარი ბერიძე გორის
რაიონში 1937 წლის ზაფხულში იმყოფებოდა. მან ბერიას სახელზე მოამზადა
ანგარიში, რომელიც 1937 წლის 13 ივნისით თარიღდება. ეს დოკუმენტი
შსს-მ 2015 წელს გამოაქვეყნა.
ბერიძის ანგარიშის მიხედვით, გორის რაიონის ათეულობით სოფელში კოლმეურნეობების მუშაობა ჩავარდნილია, ხალხი არ გადის სამუშაოდ, ბერიასადმი შედგენილ ანგარიშში სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი კონკრეტულ პირებს აკისრებს პასუხისმგებლობას და მათ კონტრრევოლუციონერ-ტროცკისტებად და მენშევიკებად მოიხსენიებს. ,,მენშევიკების’’ მმართველობიდან კი თითქმის 15 წელია გასული.
ამ ანგარიშის მიხედვით, გლეხები არ კითხულობენ გაზეთებს, არ იციან, რა ხდება ქვეყანაში; არ იციან, რომ ტროცკისტებს სახელმწიფო დანაშაულში ედებათ ბრალი და მათ ასამართლებენ.
რაკი გლეხებს ტროცკისტების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ, სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი მ. ბერიძე, ე.წ. დამნაშავე პირებს ძირითადად ,,მენშევიკებად’’ მოიხსენიებს.
ვნახოთ, რა ხდებოდა ტყვიავში 1936-37 წწ-ში
,,ზემო ტყვიავის კოლმეურნეობაში დალპა 11 760 კგ ვაშლი, ხილის გადამუშავებით მიღებული არაყი შემოსავალში არ აიღეს და კოლმეურნეობის თავმჯდომარის განცხადებით, „ბრიგადებში დალიეს”.
ტყვიავის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ამხ. ბესტავაშვილი ნათესების დამუშავების პერიოდში კოლმეურნეობის კანტორის წინ თავმოყრილ კოლმეურნეებს სთხოვდა, სიმინდის გასამარგლად წასულიყვნენ.
ყოფილმა ვაჭარმა, ამჟამად კოლმეურნეობის წევრმა სტეფანე მერაბიშვილმა, რომელიც გამუდმებით დეზერტირობს, თავმჯდომარეს უპასუხა, გამოვიდეს ყველა კარგად ჩაცმული საბჭოთა მოსამსახურე და მაშინ ჩვენც გამოვალთო”.
ასევე, შაქრო კაპანაძე, ამავე კოლმეურნეობის წევრი, ყოფილი მენშევიკი – გვარდიელი, რომელიც 1935 წელს სახელმწიფო ვალდებულების საბოტაჟის გამო სამართალში იყო მიცემული და დეზერტირობს კოლმეურნეობაში, სამუშაოზე გასვლის დროს, ბრიგადაში აგიტაციას ეწევან - „რა გამოდის, ჩვენ ვმუშაობთ, სხვები ჭამენ, რატომ უნდა ვიმუშაოთო”.
განკულაკებული შაქრო ბაშარული, რომელიც კოლმეურნეობაში თითქმის არ მუშაობს, სისტემატურად მოგზაურობს და ხილით ვაჭრობს ბაქოსა და ბათუმში, როდესაც ხედავს საკოლმეურნეო სამუშაოზე ქალებს, ლანძღავს.
ტყვიავის კოლმეურნეობაში საერთო კრებაზე დაისვა კოლმეურნეთა პასუხიგებაში მიცემის საკითხი, რომლებმაც თვითნებურად დათესეს საკოლმეურნეო მასივზე. საწინააღმდეგო ხმა მხოლოდ ერთმა მენშევიკმა – შაქრო კაპანაძემ მისცა და თავისი აზრი ასე დაასაბუთა - „თუ ყველას გავასამართლებთ, ვინღა დარჩება კოლმეურნეობაში, ჩემი აზრით, ეს დიდი ცოდვაა”.
ამავე კოლმეურნეობაში ყოფილმა მენშევიკმა კომისარმა, ყოფილმა გვარდიელმა, 1930 წლიდან კოლმეურნემ, ალექსი გიგუაშვილმა რაიაღმასკომს საკარმიდამო ბაღის 1 ჰა-მდე შევსება სთხოვა მის მიერ კოლმეურნეობაში შესვლის დროს ჩამორთმეული ბაღიდან. მას შემდეგ კი, რაც უარი უთხრეს, ეს პროვოკაციული აგიტაციისთვის გამოიყენა – „ეს რა კანონია, რა ტყუილებია, ძველ კოლმეურნეებს მხოლოდ 0,25ჰა-ს უტოვებენ, ხოლო ახლებს – 1 ჰა-ს” – ხმამაღლა აცხადებს და ამატებს – „გლეხებს საერთოდ არაფერს ეკითხებიან. თუ გლეხის ძროხაზე იტყვიან, ძროხა კი არა, ცხვარიაო, უნდა დათანხმდე”.
ამ დრომდე არ არის განხილული ტყვიავის კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარის საქმე, რომელიც მოხსნილია გაფლანგვისა და სხვა ბრალდებების გამო – იგი ისევ კოლმეურნეობაშია და კოლმეურნეობის ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დაჯგუფებებს აწყობს.
ზემო ტყვიავის კოლმეურნეობის გამგეობაში შესული 32 განცხადება თებერვლის თვიდან ჯერაც არ განხილულა და რეაგირების გარეშეა მაშინ, როდესაც ისინი ისეთ არსებით მომენტებს შეიცავს, როგორებიცაა ცალკეული კოლმეურნეების მხრიდან საკოლმეურნეო ბაღების დაზიანება; ჯგუფხელების განცხადებები, რომ ბრიგადირი თვეზე მეტი არ ჩანს, ხოლო მათი ყოფილი ბრიგადირი, გვარდიის შტაბის ყოფილი მენშევიკი მიშა კორინთელი ხელს უშლის ბრიგადის მუშაობას. მან გამგეობის ნებართვის გარეშე შექმნა ბრიგადა და გაემგზავრა თბილისში; ან ბრიგადირ ელბაქიძის არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ „ბრიგადის წევრი ზოგი ერთი კოლმეურნე ეწევა ძირგამომთხრელ საქმიანობას და თუ მათ მიმართ არ იქნა მიღე ბული ზომები, გთხოვთ, გამათავისუფლოთ” და სხვა, მსგავსი განცხადებები.’’ - ციტატის დასასრული.

ამავე კატეგორიაში

ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.

სოფელ ზერტში, 1936-37 წლებში, შიმშილობა იყო. ამას ის უბედურებაც
დაერთო, რომ სოფელში 50-მდე ბავშვი წითელათი დაიღუპა.

სურამში ერთ-ერთ ეკლესიის კედლის წარწერაში ვკითხულობთ, რომ ეკლესია

საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო
სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.

დაკავებულებს შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები