რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
3 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს მოქალაქეს, რომელმაც ქალის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა
სასამართლომ, სულ მცირე, 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა მოქალაქეს, რომელმაც ქალის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. საქმე ჯერ გორის სასამართლომ განიხილა, შემდეგ - სააპელაციო სასამართლომ.

დაზარალებული ქალი მორალური ზიანის სახით შესაბამის ჯარიმას ითხოვდა. თავდაპირველად, გორის სასამართლომ 5-ათას ლარიანი ჯარიმის გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო სასამართლომ კი ჯარიმის თანხა 3 ათას ლარამდე შეამცირა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

საქმე იმაშია, რომ შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში, მამაკაცს დაფარული ნომრით დაურეკეს და აცნობეს, რომ მას მეუღლე ღალატობდა. ამ სატელეფონო ზარის შემდეგ მეუღლეები განქორწინდნენ. ისინი წლებია ერთად ცხოვრობდნენ და რამდენიმე შვილი ჰყავთ.

ამ ცრუ სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, დაზარალებულმა ქალმა ნომრის მფლობელის ვინაობა დაადგინა და შიდა ქართლის ერთ-ერთ სამმართველოში საჩივარიც შეიტანა. პოლიციელებმა ტელეფონის მფლობელი დაკითხეს, რომელმაც უარყო დარეკვის ფაქტი და აღნიშნა, რომ მისი ტელეფონით სხვამ ისარგებლა.

საბოლოოდ, დადგინეს იმ პიროვნების ვინაობა, ვინც დაფარული ნომრით დაურეკა დაზარალებულის მეუღლეს, მან გამოძიებას განუცხადა, რომ ნომერი შეეშალა, სხვასთან რეკავდა, ხოლო დაზარალებულის მეუღლესთან მსგავსი საუბრის შინაარსი უარყო.

როგორც დაზარალებული მოქალაქე უთითებს სარჩელში, ამ ცრუ ზარის შემდეგ უდიდესი ზიანი მიადგა როგორც ოჯახში, ასევე სანათესაოში, სამეგობროში და ზოგადად ცხოვრებაში. ეს ზიანი სასამართლომ 3 ათასი ლარით შეაფასა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს
ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.

ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.

15:16 / 27.03.2025
სოფელ ზერტში, 1936-37 წლებში, შიმშილობა იყო. ამას ის უბედურებაც
დაერთო, რომ სოფელში 50-მდე ბავშვი წითელათი დაიღუპა.
სოფელ ზერტში, 1936-37 წლებში, შიმშილობა იყო. ამას ის უბედურებაც დაერთო, რომ სოფელში 50-მდე ბავშვი წითელათი დაიღუპა.
20:59 / 26.03.2025
სურამში ერთ-ერთ ეკლესიის კედლის წარწერაში ვკითხულობთ, რომ
ეკლესია

სურამში ერთ-ერთ ეკლესიის კედლის წარწერაში ვკითხულობთ, რომ ეკლესია

19:58 / 26.03.2025
საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო
სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.
საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.
14:42 / 26.03.2025
დაკავებულებს შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.
დაკავებულებს შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.
12:39 / 26.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.