რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გამოფენა ,,10 წელი ფოკუსში''
22 მარტს, გორის „ხელოვნების სახლში“ გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით
„10 წელი ფოკუსში“. გამოფენაზე, კონკურსის „ევროკავშირის პრიზი
ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებია
წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიასა და მისი ხალხის
გამძლეობას, გამოწვევებსა და წარმატებებს ასახავს.
გამოფენაზე ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის ამსახველი ფოტოებია გამოფენილი. მისია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკვე 16 წელია ემსახურება. EUMM მრავალი წელია თანამშრომლობს კონკურსთან “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” და აღნიშნული გამოფენა კიდევ უფრო აძლიერებს ამ პარტნიორობას.
„ევროკავშირი ამაყობს, რომ მხარს უჭერს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას და ისეთ კულტურულ სივრცეებს, როგორიცაა გორის „ხელოვნების სახლი“. კულტურა და შემოქმედება მხოლოდ თვითგამოხატვა არ არის – ეს არის საზოგადოებისათვის ხმის უფლების მიცემა, კულტურის შენარჩუნება და დიალოგის ჩამოყალიბება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ხმები – ძლიერი და მკაფიო – საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ისმოდეს”. ზანე რუნგულე- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე.
„16 წელზე მეტია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოშია. ჩვენი სამი რეგიონული ოფისიდან, ერთ–ერთი გორში მდებარეობს. ჩვენთვის დიდი პატივია ამ გამოფენაში მონაწილეობა ისეთი ფოტოებით, რომლებიც ჩვენი მისიისა და მის უკან მდგომი ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას ასახავს”. ჯესიკა როთმანი- საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გორის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.
„მოხარული ვართ, რომ ამ გამოფენას გორის „ხელოვნების სახლში“ ვმასპინძლობთ. ეს არის სივრცე, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით განახლდა და ის გამოხატვის თავისუფლებისა და შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის მთავარ ცენტრად იქცა. მოგეხსენებათ, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში „ხელოვნების სახლი“ მუდმივი თავდასხმის სამიზნე გახდა. ამიტომ კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს აქ შეკრება იმ ფასეულობების ხაზგასასმელად, როგორებიცაა გამძლეობა, ღირსება და თავისუფლება. ეს არის ფასეულობები, რომლებიც გვაერთიანებს და რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც ჩვენს ამბავთან, ასევე გამოფენაზე წარმოდგენილ ისტორიებთან“. ოთარ გვრიტიშვილი- გორის ფოტოგრაფთა კლუბის თავმჯდომარე.
ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მის მზადყოფნას, გააგრძელოს ხელოვანების, ჟურნალისტებისა და კულტურული სივრცეების დახმარება. გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გორის „ხელოვნების სახლში“ მოწყობილი გამოფენა, დამთვალიერებლებს მიიღებს.

ამავე კატეგორიაში

ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.

სოფელ ზერტში, 1936-37 წლებში, შიმშილობა იყო. ამას ის უბედურებაც
დაერთო, რომ სოფელში 50-მდე ბავშვი წითელათი დაიღუპა.

სურამში ერთ-ერთ ეკლესიის კედლის წარწერაში ვკითხულობთ, რომ ეკლესია

საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო
სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.

დაკავებულებს შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები