რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
უფლისციხის მუზეუმის კაფეში ჭერი ჩამოინგრა
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში მდებარე კაფეში 3 აპრილს ჭერი
ჩამოინგრა.
კედლიდან ჩამონგრეული მასა მაგიდებს დაეცა.
ეს ის ადგილია, სადაც, ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლეს.
კაფის მომსახურებით კი წლების განმავლობაში უამრავი ტურისტი სარგებლობდა.
მუზეუმის ექსკურსიამძღოლი გიგუცა თათრიშვილი ამბობს, რომ დაზიანებული სახურავის შესახებ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2015 წლის მაისში ეცნობა. მიუხედავად ამისა, ამ ხნის განმავლობაში, სათანადო ყურადღება არავინ გამოიჩინა.
მუზეუმის დირექტორი ბადრი გასპაროვი ამბობს, რომ ის სულ რაღაც 8 თვეა დანიშნული თანამდებობაზე, ხოლო კაფის მეპატრონეს ხელშეკრულება ორი კვირით ადრე შეუწყვიტეს.
,,თუ რამე დეტალები გაინტერესებთ, მიმართეთ ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრების სააგენტოს. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაობს, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ორ კვირაში დაიწყებს მუშაობას“ - ამბობს ბადრი გასპაროვი.
ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ჭერიდან ჩამომდინარე წყალი.
კაფის მეპატრონე თებერვალში გვარწმუნებდა, რომ კაფე იმ პერიოდში ჭერი ჩამონგრევის საშიშროების წინაშე იდგა. ამის გამო, საიჯარო თანხას, ყოველთვიურად 1000 ლარზე მეტს, აღარ იხდიდა. ძეგლთა დაცვის სააგენტომ თანხის გადაუხდელობის გამო კაფის მეპატრონეს ხელშეკრულება ცალმხრივად გაუუქმა.
,,ამ ზამთარში აღარ შემოდიოდა ხალხი კაფეში. წყალი ჩამოდიოდა და ძირს გროვდებოდა. აღარ ვიხდიდი ფულს და თვითონვე გაგვიუქმეს ხელშეკრულება.“ - ამბობს კაფის მეპატრონე.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები