რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ახალ ტაძარში მღვდელთმსახურება ქართულ და ოსურ ენებზე შესრულდება
ქართულ-ოსური ეკლესია
ანუ მიტევების ტაძარი მცხეთაში შენდება.
სამშენებლო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გახსნა მიმდინარე წლის 6 მაისს წმინდანის ხსენების დღეს იგეგმება.
პირველი მღვდელთმსახურება ტაძარში ქართულ და ოსურ ენებზე იქნება.
ინფორმაციას სააგენტო „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით ტაძრის მშენებლობის ინიციატორი ქართველი მეცენატი ზვიად ჩიტიშვილია, თანხა მან და ქართველ და ოს მართლმადიდებელმა მრევლმა ერთობლივად შეაგროვეს.
საძირკვლის გაჭრაზე დელეგაცია მიწვეული იყო, როგორც ჩრდილოეთ ოსეთიდან, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.
ტაძრის მშენებლობის ინიციატორები ამბობენ, რომ ტაძარი საქართველოში მცხოვრები ოსებისთვის მართლმადიდებლების აკვანი უნდა გახდეს და სამშობლოს კუნძულად იქცეს იმ ოსებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან.
ოსეთის დიასპორის თავმჯდომარე საქართველოში მორჩილი გიორგი სოკუროვი ,,ეხო კავკაზასთან" საუბარში ტაძრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„წმ. გიორგის სახელობის ტაძარი შენდება ოსებისა და ქართველების ერთობლივი ძალისხმევით. საქართველოში არსებული წმ. გიორგის სახელობის ყველა ტაძრიდან მოტანილია თითო ქვა, რომელსაც ტაძრის მოპირკეთებისთვის გამოვიყენებთ. ტაძარი შიგნიდან მოიხატება, გამოყენებული იქნება ქართული და ოსური ეროვნული ორნამენტები. ეს ტაძარი იქნება მნიშვნელოვანი ორი ერის ისტორიაში, რადგან საქართველოში მღვდელმსახურება არასოდეს ყოფილა ოსურ ენაზე „ - განმარტავს გიორი სოკუროვი.
ტაძრის მშენებლობა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მე-2 აკურთხა. წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ვლადიკავლაზში დაბადებული თეიმურაზ შიოლაშვილი იქნება.

ამავე კატეგორიაში

ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.

სოფელ ზერტში, 1936-37 წლებში, შიმშილობა იყო. ამას ის უბედურებაც
დაერთო, რომ სოფელში 50-მდე ბავშვი წითელათი დაიღუპა.

სურამში ერთ-ერთ ეკლესიის კედლის წარწერაში ვკითხულობთ, რომ ეკლესია

საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო
სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.

დაკავებულებს შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები