რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ცხინვალში პრეპარატ ,,ლირიკას" შეტანის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი
500 ათასი რუბლის (დაახლოებით 18 ათასი ლარის)
ღირებულების კონტრაბანდული და ფსიქოტროპული ნივთიერების
,,ლირიკას" შეტანის ფაქტზე დააკავეს.
ამის შესახებ სააგენტო ,,სპუტნიკი" იუწყება.
სააგენტოს ცნობით, დაკავება ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ გამშვებ პუნქტზე მოხდა.
ავტომანქანაში 1378 კაპსულა აღმოაჩინეს. დაკავებული მამაკაცი ცხინვალელია და მისი საქმე სასამართლოს გადაეცა.
,,ლირიკა" საქართველოშიც აკრძალულია. გაზეთ ,,ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შავ ბაზარზე ნარკოტიკული საშუალებები გაქრა, ნარკომომხმარებლებმა ამ პრეპარატს მიაგნეს.
"ლირიკა" არის ახალი თაობის პრეპარატი, რომელსაც ეპილეფსიის შემთხვევაში უნიშნავენ. მას ცნობილი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "ფაიზერი" უშვებს. როცა შავ ბაზარზე ნარკოტიკული საშუალებები გაქრა, ნარკომომხმარებლებმა ამ პრეპარატს მიაგნეს და "ლომკის" მოსახსნელად მისი მიღება დაიწყეს, რადგან საკმაოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია. საერთოდ, ეს პრეპარატი მსოფლიოში გაყიდვის მიხედვით პირველ ადგილზეა და "ფაიზერმა" მისი წყალობით მილიონებიც იშოვა. როგორც წამალი, ძალიან კარგია, მაგრამ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ინტერნეტში ვერსად იპოვით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს პრეპარატი დამოკიდებულებას იწვევს. არადა, ადამიანი მასზე ძლიერ დამოკიდებული ხდება. ფაქტობრივად, ისეთივე დამოკიდებულება უყალიბდება, როგორიც სხვა ოპიატებზე." - აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები