რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის არქიტექტურის სამსახურმა 91 ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა
ბოლო ერთი წლის განმვალობაში (2016 წლის მაისიდან 2017 წლის მაისის
ჩათვლით) გორის მერიის არქიტექტურის განყოფილებამ 91 ობიექტის
მშენებლობის ნებართვა გასცა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ჯამში, სანებართვო მოსაკრებელმა დაახლოებთ 75 ათასი ლარი შეადგინა.
არქიტექტურის განყოფილების უფროსმა ზურაბ ჯალაღანიამ სპეციალური ანგარიში საკრებულოს უკვე წარუდგინა. მისი განცხადებით, მითითებულ პერიოდში, მომზადებული იქნა 5 არსებული სახელმწიფო ობიექტის რეაბილიტაციისა და 7 ახალი ობიექტის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის საერთო სახარჯთაღიცხვო ღირებულებამ შეადგინა 2 495 464 ლარი. ეს ობიექტებია:
1) ქ. გორში დ. ჩუბინიშვილის ქუჩაზე მშენებარე მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; - 1 820 000 ლარი.
2) ქ. გორში ანწუხელიძის (ყოფილი მოსკოვის) ქუჩაზე სპორტული მინიმოედნის მოწყობა; - 93 301 ლარი.
3) ქ. გორში ანწუხელიძის (ყოფილი მოსკოვის) ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა; - 51 633 ლარი.
4) ქ. გორში თარხნიშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა; - 39 287 ლარი.
5) ქ. გორში კვერნაკის დასახლებაში ღამბარაულის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა; - 39 287 ლარი.
6) ქ. გორში ძმებ რომელაშვილების ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა; - 59 995 ლარი.
7) ქ. გორში ქარხნის ქუჩაზე ახალი სკვერის და სპორტული მოედნის მოწყობა; - 59 995 ლარი.
8) ადმინისტრაციული შენობის საპორფარეშოებისა ოთახების სარემონტო სამუშაოები; - 100 000 ლარი.
9) ქ. გორში სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე სკვერში არსებული კასკადური შადრევანის რეაბილიტაცია; - 63 329 ლარი.
10) ქ. გორში ამილახვრის ქ#11-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია; - 6315 ლარი.
11) ქ. გორში ჭალის დასახლებაში #5 კვარტალში არსებული სკვერის რეაბილიტაცია; - 33 927 ლარი.
12) ქ. გორში კომბინატის დასახლებაში შინდისის გზ.ტკ #11-13-15 ბინების მიმდებარედ არსებული გაზონებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია; - 28 632 ლარი.
განყოფილება აქტიური მონაწილეობით მომზადდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი ხედვისა და პრიორიტეტების დოკუმენტი.
მითითებული პერიოდის განმავლობაში 25 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს დაუდგინდა მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრები და შეთანხმდა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციები.
განყოფილების მიერ აღნიშნულ პერიოდში შესწავლილ იქნა და შესაბამისი რეაგირება გაუკეთდა მოქალაქეთა 846 განცხადებას.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები